პოლონეთში 21 წლის ახალგაზრდის მკვლელობისთვის ქართველები დააკავეს

© AP Photo / Czarek Sokolowskiპოლონეთის პოლიცია
პოლონეთის პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 29.01.2024
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს დაკავებული მოქალაქეები 23-წლამდე ახალგაზრდები არიან.
თბილისი, 29 იანვარი – Sputnik. პოლონეთში 21 წლის ახალგაზრდის მკვლელობაში ეჭვმიტანილი საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2" პოლონურ მედიაზე დაყრდნობით.
გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი 27 იანვარს ქალაქ ვროცლავის ცენტრში მოხდა. ორმა უცხოელმა 21 წლის მამაკაცი სახიფათო იარაღის გამოყენებით სასიკვდილოდ სცემა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ქალაქ ზლოტორიას მკვიდრ კახალგაზრდასთან ჩხუბში ორი ქართველი იყო ჩართული. ერთ-ერთმა მათგანმა გამოიყენა ბასრი ნივთი, სავარაუდოდ დანა, და მამაკაცი დაჭრა.
მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს დაკავებული მოქალაქეები 23-წლამდე ახალგაზრდები არიან.
ყველა ახალი ამბავი
0