https://sputnik-georgia.com/20240129/nato-samxedro-sengeni-285955637.html
ნატო „სამხედრო შენგენის“ შექმნაზე მუშაობს
ნატო „სამხედრო შენგენის“ შექმნაზე მუშაობს
Sputnik საქართველო
თბილისი, 29 იანვარი − Sputnik. ნატოს ქვეყნები შესაძლოა შენგენის ზონის სამხედრო ეკვივალენტის შემოღებაზე შეთანხმდნენ ალიანსის სამიტამდე, რომელიც ვაშინგტონში... 29.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-29T13:21+0400
2024-01-29T13:21+0400
2024-01-29T13:35+0400
მსოფლიო დღეს
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
ნატო
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/02/274500034_0:0:2934:1651_1920x0_80_0_0_cfa0bd64aa31e794d8c2d01b284c5e06.jpg
თბილისი, 29 იანვარი − Sputnik. ნატოს ქვეყნები შესაძლოა შენგენის ზონის სამხედრო ეკვივალენტის შემოღებაზე შეთანხმდნენ ალიანსის სამიტამდე, რომელიც ვაშინგტონში ივლისში გაიმართება, იუწყება The Times წყაროებზე დაყრდნობით.არსებული ცნობით, „სამხედრო შენგენი“ ნატოს სამხედრო პერსონალს საშუალებას მისცემს, პრაქტიკულად თავისუფლად იმოგზაურონ ალიანსის წევრ ქვეყნებს შორის უვიზოდ.როგორც ცნობილი ხდება, ამ დროისათვის უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები ევროპის მასშტაბით „სამხედრო დერეფნების“ შესაქმნელად.როგორც გამოცემა წერს, ნატოსთვის „სერიოზულ თავის ტკივილს“ დამაბნეველი წესები წარმოადგენს, რომლებიც სამხედრო ტექნიკის გაცვლასა და ტრანსპორტირებას ზღუდავს არა მხოლოდ ქვეყნებს შორის, არამედ გერმანიის სხვადასხვა ნაწილებს შორისაც. როგორც ზუსტდება, ტრანსსასაზღვრო წვრთნები ხშირად „მოითხოვს თავბრუდამხვევი რაოდენობის დოკუმენტაციას, რასაც სამხედრო კრიზისის შემთხვევაში კრიტიკულად დიდ დრო დასჭირდება“.აღსანიშნავია, რომ ნატოს სარდლობამ „სამხედრო შენგენის“ ინიციატივა 2017 წელს შეიმუშავა, მაგრამ შეთანხმება არ გაფორმებულა. ამ იდეამ ახალი იმპულსი მას შემდეგ შეიძინა, რაც რუსეთმა უკრაინაში სამხედრო ოპერაცია დაიწყო.რუსეთის ხელისუფლებაში მიაჩნიათ, რომ ნატოს გეგმები დაძაბულობის ესკალაციას შეუწყობს ხელს. როგორც კრემლის წარმომადგენელმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, ალიანსი ყოველთვის მიიჩნევდა რუსეთს „პირობით მტრად, ახლა კი აშკარა მტრად თვლის“. წყარო: The Times
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/02/274500034_105:0:2836:2048_1920x0_80_0_0_a0f57adcdc11fc117727518ed738c32c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, ნატო , პოლიტიკა
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, ნატო , პოლიტიკა
თბილისი, 29 იანვარი − Sputnik. ნატოს ქვეყნები შესაძლოა შენგენის ზონის სამხედრო ეკვივალენტის შემოღებაზე შეთანხმდნენ ალიანსის სამიტამდე, რომელიც ვაშინგტონში ივლისში გაიმართება, იუწყება The Times წყაროებზე დაყრდნობით.
არსებული ცნობით, „სამხედრო შენგენი“ ნატოს სამხედრო პერსონალს საშუალებას მისცემს, პრაქტიკულად თავისუფლად იმოგზაურონ ალიანსის წევრ ქვეყნებს შორის უვიზოდ.
როგორც ცნობილი ხდება, ამ დროისათვის უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები ევროპის მასშტაბით „სამხედრო დერეფნების“ შესაქმნელად.
როგორც გამოცემა წერს, ნატოსთვის „სერიოზულ თავის ტკივილს“ დამაბნეველი წესები წარმოადგენს, რომლებიც სამხედრო ტექნიკის გაცვლასა და ტრანსპორტირებას ზღუდავს არა მხოლოდ ქვეყნებს შორის, არამედ გერმანიის სხვადასხვა ნაწილებს შორისაც. როგორც ზუსტდება, ტრანსსასაზღვრო წვრთნები ხშირად „მოითხოვს თავბრუდამხვევი რაოდენობის დოკუმენტაციას, რასაც სამხედრო კრიზისის შემთხვევაში კრიტიკულად დიდ დრო დასჭირდება“.
აღსანიშნავია, რომ ნატოს სარდლობამ „სამხედრო შენგენის“ ინიციატივა 2017 წელს შეიმუშავა, მაგრამ შეთანხმება არ გაფორმებულა. ამ იდეამ ახალი იმპულსი მას შემდეგ შეიძინა, რაც რუსეთმა უკრაინაში სამხედრო ოპერაცია დაიწყო.
რუსეთის ხელისუფლებაში მიაჩნიათ, რომ ნატოს გეგმები დაძაბულობის ესკალაციას შეუწყობს ხელს. როგორც კრემლის წარმომადგენელმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, ალიანსი ყოველთვის მიიჩნევდა რუსეთს „პირობით მტრად, ახლა კი აშკარა მტრად თვლის“.