„ქართული ოცნების" ლიდერი საქართველოზე და ივანიშვილზე განხორციელებულ ზეწოლაზე

© courtesy of party "Georgian Dream"ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 29.01.2024
გამოწერა
„ქართული ოცნების“ ლიდერებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ არავითარი შანტაჟი არ აიძულებს ივანიშვილს წავიდეს საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ.
თბილისი, 29 იანვარი— Sputnik. უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე მმართველი პარტია„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებლის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების შემოღება პირდაპირ კავშირშია საქართველოზე განხორციელებულ ზეწოლასთან, განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ.
2022 წლის მარტიდან, ანუ უკრაინის კონფლიქტის დაწყების შემდეგ ივანიშვილს Credit Suisse-ის სატრასტო კომპანიების მხრიდან პრობლემები დაეწყო. მათ უარი განუცხადეს ივანიშვილს არასადავო თანხების გადმორიცხვაზე. ივანიშვილის წარმომადგენლებმა ეს შეაფასეს, როგორც პოლიტიკური შანტაჟი.
„მას შეუჩერდა ტრანზაქციები ყოველგვარი არგუმენტებისა და დასაბუთების გარეშე. აქ არის აბსოლუტურად ლოგიკური დასკვნა გამოსატანი იმასთან დაკავშირებით, რომ ბიძინა ივანიშვილის სანქცირება პირდაპირ დაკავშირებულია იმ ზეწოლასთან, რომელიც ხორციელდებოდა, მათ შორის, რადიკალური ოპოზიციის მხრიდან“, - განაცხადა კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში.
ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა და მათ მხარდამჭერებმა, რომლებსაც მმართველი პარტია „რადიკალურ ოპოზიციას“ უწოდებს, ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების მოთხოვნით დასავლეთს არაერთხელ მოუწოდეს - მათი მტკიცებით ივანიშვილი „ქართული ოცნების" ხელით ქვეყნის პროდასავლურ კურსს რუსეთის მხარეს ცვლის.
კობახიძის თქმით, ზეწოლა და მოწოდებები მეორე ფრონტის გახსნაზე იყო საკმაოდ სერიოზული. ამას ემატებოდა კონკრეტული ზეწოლის ფაქტები, როგორიც იყო საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევა.
„წარმოიდგინეთ, მათ დღემდე ბელარუსიდან ელჩიც არ გაუწვევიათ, საქართველოდან კი ელჩი ომის დაწყებიდან მეოთხე დღეს გაიწვიეს, როცა ემოციური ფონი, ბუნებრივია, ძალიან მძიმე იყო ქართულ საზოგადოებაში. ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში, ემსახურებოდა ერთადერთ რამეს - საქართველოში სურდათ მეორე ფრონტის ხილვა, რასაც ირიბად ამბობდნენ ჩვენი ოპოზიციის წარმომადგენლები“, - განაცხადა კობახიძემ.
საქართველოს მეორე ფრონტის გახსნისკენ ერთ-ერთმა პირველმა უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა მოუწოდა. მისი თქმით, დამატებითი ფრონტების გახსნა რუსეთის ინტერესების სფეროში სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე უკრაინას ძალიან დაეხმარებოდა.
„ქართული ოცნების“ ლიდერებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ არავითარი შანტაჟი არ აიძულებს ივანიშვილს წავიდეს საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ.
ყველა ახალი ამბავი
0