https://sputnik-georgia.com/20240129/georgian-airways-batumidan-moskovshi-prenebs-iwyebs-285963701.html
Georgian Airways ბათუმიდან მოსკოვის მიმართულებით ფრენებს იწყებს
Georgian Airways ბათუმიდან მოსკოვის მიმართულებით ფრენებს იწყებს
Sputnik საქართველო
ამ ეტაპზე ავიაკომპანია თბილისიდან რეისებს მოსკოვისა და სანკტ-პეტერბურგის მიმართულებებით ასრულებს. 29.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-29T17:43+0400
2024-01-29T17:43+0400
2024-01-29T17:43+0400
საქართველო
ავიამიმოსვლა საქართველო-რუსეთს შორის
ავიამიმოსვლა საქართველოში
ქართულ–რუსული ურთიერთობები
ახალი ამბები
ტურიზმი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24737/49/247374938_0:0:3001:1688_1920x0_80_0_0_e802a4a7aa2a9e9d7ac8434d7c74199e.jpg
თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. ავიაკომპანია Georgian Airways ბათუმიდან მოსკოვის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების შესრულებას იწყებს.ავიაკომპანიის ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, ფრენები ბათუმიდან რუსეთის დედაქალაქში 2 აპრილიდან განხორციელდება. რაც შეეხება ფრენების სიხშირეს, ის კვირაში სამჯერ - სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს შესრულდება.აპრილისთვის ბილეთის ფასი 831 ლარიდან იწყება.ამ ეტაპზე ავიაკომპანია თბილისიდან რეისებს მოსკოვისა და სანკტ-პეტერბურგის მიმართულებებით ასრულებს.2023 წლის მაისის შუა რიცხვებში რუსეთმა გააუქმა 2019 წელს დაწესებული პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვა საქართველოსთან. ფრენების აკრძალვის გაუქმების შემდეგ 19 მაისს რუსეთიდან საქართველოში პირველი რეისი შეასრულა რუსული ავიაკომპანია „აზიმუტის" თვითმფრინავმა, ხოლო 20 მაისს მოსკოვში Georgian Airways-ის თვითმფრინავი გაფრინდა. 10 ივლისიდან პირდაპირი რეისების შესრულება რუსულმა ავიაკომპანია Red Wings-მა დაიწყო.ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის მოსკოვმა ცალმხრივად 2019 წელს შეწყვიტა. ამის საბაბი იყო თბილისში გამართული მასობრივი საპროტესტო აქციები საქართველოს პარლამენტის შენობაში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის გამოჩენის შემდეგ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24737/49/247374938_0:0:2729:2047_1920x0_80_0_0_687f7894a2408a482d48b7e7ac1ef99d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ავიამიმოსვლა საქართველო-რუსეთს შორის, ავიამიმოსვლა საქართველოში, ქართულ–რუსული ურთიერთობები, ახალი ამბები, ტურიზმი
საქართველო, ავიამიმოსვლა საქართველო-რუსეთს შორის, ავიამიმოსვლა საქართველოში, ქართულ–რუსული ურთიერთობები, ახალი ამბები, ტურიზმი
Georgian Airways ბათუმიდან მოსკოვის მიმართულებით ფრენებს იწყებს
ამ ეტაპზე ავიაკომპანია თბილისიდან რეისებს მოსკოვისა და სანკტ-პეტერბურგის მიმართულებებით ასრულებს.
თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. ავიაკომპანია Georgian Airways ბათუმიდან მოსკოვის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების შესრულებას იწყებს.
ავიაკომპანიის ვებგვერდზე გავრცელებული
ინფორმაციით, ფრენები ბათუმიდან რუსეთის დედაქალაქში 2 აპრილიდან განხორციელდება. რაც შეეხება ფრენების სიხშირეს, ის კვირაში სამჯერ - სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს შესრულდება.
აპრილისთვის ბილეთის ფასი 831 ლარიდან იწყება.
ამ ეტაპზე ავიაკომპანია თბილისიდან რეისებს მოსკოვისა და სანკტ-პეტერბურგის მიმართულებებით ასრულებს.
2023 წლის მაისის შუა რიცხვებში რუსეთმა გააუქმა 2019 წელს დაწესებული პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვა საქართველოსთან. ფრენების აკრძალვის გაუქმების შემდეგ 19 მაისს რუსეთიდან საქართველოში პირველი რეისი შეასრულა რუსული ავიაკომპანია „აზიმუტის" თვითმფრინავმა, ხოლო 20 მაისს მოსკოვში Georgian Airways-ის თვითმფრინავი გაფრინდა. 10 ივლისიდან პირდაპირი რეისების შესრულება რუსულმა ავიაკომპანია Red Wings-მა დაიწყო.
ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის მოსკოვმა ცალმხრივად 2019 წელს შეწყვიტა. ამის საბაბი იყო თბილისში გამართული მასობრივი საპროტესტო აქციები საქართველოს პარლამენტის შენობაში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის გამოჩენის შემდეგ.