https://sputnik-georgia.com/20240128/tbilissi-ramdenime-18-metriani-avtobusi-satesto-rejimsi-mozraobs-285948525.html
თბილისში რამდენიმე 18-მეტრიანი ავტობუსი სატესტო რეჟიმში მოძრაობს
თბილისში რამდენიმე 18-მეტრიანი ავტობუსი სატესტო რეჟიმში მოძრაობს
Sputnik საქართველო
ახალი ავტობუსები 162 მგზავრზეა გათვლილი 28.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-28T20:23+0400
2024-01-28T20:23+0400
2024-01-28T20:23+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
ვითარება გზებზე
ტრანსპორტი საქართველოში
საცობები თბილისში: რა ხდება გზებზე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/16/284419867_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_40cd030183e47b1521165fca63fd27b2.jpg
თბილისი, 28 იანვარი - Sputnik. დედაქალაქის ქუჩებში ახალი, 18-მეტრიანი ავტობუსები გამოჩნდა, რომლებიც სატესტო რეჟიმში გადაადგილდებიან.თბილისის მერიის ინფორმაციით, ტრანსპორტი სხვადასხვა ხაზზე ეტაპობრივად დაინიშნება. მაღალი ტევადობის ახალი ავტობუსები წინასწარ განსაზღვრულ დერეფნებზე იმოძრავებს, რომელიც საერთაშორისო კონსულტანტებთან ერთად კვლევის შედეგად მაღალი მგზავრთნაკადის გათვალისწინებით შეირჩასატესტო რეჟიმის შემდეგ გადაწყდება, პირველად რომელ მარშრუტზე დაინიშნება ახალი, მაღალი ტევადობის ტრანსპორტი.ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებს შემდეგ ხაზებზე:N301 (პოლიტკოვსკაიას ქუჩიდან წმინდა ბარბარეს უბნამდე) - გაივლის საბურთალოს ცენტრალურ ნაწილს, ვაკეში ჭავჭავაძის გამზირს, რუსთაველის გამზირს, ორთაჭალაში გაბრიელ სალოსის გამზირს;N302 (მაღლივი კორპუსიდან დიდ დიღმამდე) - გაივლის საბურთალოს ცენტრალურ ნაწილს, აღმაშენებლის ხეივანს;N308 (გლდანიდან კოლმეურნეობის მოედნამდე) - გაივლის შემდეგ მეტროსადგურებს: ახმეტელის თეატრი, სარაჯიშვილი, გურამიშვილი, ღრმაღელე, დიდუბე, წერეთელი, მარჯანიშვილი, რუსთაველი, თავისუფლების მოედანი;N314 (დიდი დიღმიდან კოლმეურნეობის მოედნამდე) - გაივლის დიდი დიღმის მიკრორაიონებს, აღმაშენებლის ხეივანს, თბილისის საქალაქო სასამართლოს, ზურაბ ჟვანიას მოედანს, თბილისის მერიას, ზოოპარკს, ფილარმონიას, რუსთაველის გამზირს.2024 წლიდან თბილისში 160 ახალი 18-მეტრიანი ავტობუსი ექსპლუატაციაში ეტაპობრივად შევა. ახალი ავტობუსები გათვლილია 162 მგზავრზე, აქედან 43 დასაჯდომი ადგილი იქნება. ავტობუსები სრულად არის ადაპტირებული შშმ პირებისთვის: სალონში გამოყოფილია სპეციალური სივრცე ეტლის უსაფრთხოდ დასაყენებლად, ასევე ავტობუსს აქვს გადმოსაშლელი პანდუსი.პირველ ეტაპზე, 2024 წლის პირველ აპრილამდე 50 ავტობუსი შემოვა, დანარჩენი 110 – მიმდინარე წლის ბოლომდე.ავტობუსებში დამონტაჟებულია თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემა, რომელიც გათვლილია თბილისის კლიმატურ პირობებზე.დღეისთვის თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს ემსახურება 234 ერთეული 10-მეტრიანი და 12-მეტრიანი ავტობუსები. ამ ეტაპზე თბილისის ავტოპარკში 860 ავტობუსია.თბილისის მერია 2017 წლიდან ახორციელებს სატრანსპორტო რეფორმას, რომლის მთავარი მიზანია – საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახდეს უფრო კომფორტული, შეუფერხებელი და ხელმისაწვდომი, ასევე ქალაქი განიტვირთოს „საცობებისგან“.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/16/284419867_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_f64cf91a8dd857c482d57940da4cab93.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, ვითარება გზებზე, ტრანსპორტი საქართველოში, საცობები თბილისში: რა ხდება გზებზე
ახალი ამბები, საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, ვითარება გზებზე, ტრანსპორტი საქართველოში, საცობები თბილისში: რა ხდება გზებზე
თბილისში რამდენიმე 18-მეტრიანი ავტობუსი სატესტო რეჟიმში მოძრაობს
ახალი ავტობუსები 162 მგზავრზეა გათვლილი
თბილისი, 28 იანვარი - Sputnik. დედაქალაქის ქუჩებში ახალი, 18-მეტრიანი ავტობუსები გამოჩნდა, რომლებიც სატესტო რეჟიმში გადაადგილდებიან.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ტრანსპორტი სხვადასხვა ხაზზე ეტაპობრივად დაინიშნება. მაღალი ტევადობის ახალი ავტობუსები წინასწარ განსაზღვრულ დერეფნებზე იმოძრავებს, რომელიც საერთაშორისო კონსულტანტებთან ერთად კვლევის შედეგად მაღალი მგზავრთნაკადის გათვალისწინებით შეირჩა
სატესტო რეჟიმის შემდეგ გადაწყდება, პირველად რომელ მარშრუტზე დაინიშნება ახალი, მაღალი ტევადობის ტრანსპორტი.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებს შემდეგ ხაზებზე:
N301 (პოლიტკოვსკაიას ქუჩიდან წმინდა ბარბარეს უბნამდე) - გაივლის საბურთალოს ცენტრალურ ნაწილს, ვაკეში ჭავჭავაძის გამზირს, რუსთაველის გამზირს, ორთაჭალაში გაბრიელ სალოსის გამზირს;
N302 (მაღლივი კორპუსიდან დიდ დიღმამდე) - გაივლის საბურთალოს ცენტრალურ ნაწილს, აღმაშენებლის ხეივანს;
N308 (გლდანიდან კოლმეურნეობის მოედნამდე) - გაივლის შემდეგ მეტროსადგურებს: ახმეტელის თეატრი, სარაჯიშვილი, გურამიშვილი, ღრმაღელე, დიდუბე, წერეთელი, მარჯანიშვილი, რუსთაველი, თავისუფლების მოედანი;
N314 (დიდი დიღმიდან კოლმეურნეობის მოედნამდე) - გაივლის დიდი დიღმის მიკრორაიონებს, აღმაშენებლის ხეივანს, თბილისის საქალაქო სასამართლოს, ზურაბ ჟვანიას მოედანს, თბილისის მერიას, ზოოპარკს, ფილარმონიას, რუსთაველის გამზირს.
2024 წლიდან თბილისში 160 ახალი 18-მეტრიანი ავტობუსი ექსპლუატაციაში ეტაპობრივად შევა. ახალი ავტობუსები გათვლილია 162 მგზავრზე, აქედან 43 დასაჯდომი ადგილი იქნება. ავტობუსები სრულად არის ადაპტირებული შშმ პირებისთვის: სალონში გამოყოფილია სპეციალური სივრცე ეტლის უსაფრთხოდ დასაყენებლად, ასევე ავტობუსს აქვს გადმოსაშლელი პანდუსი.
პირველ ეტაპზე, 2024 წლის პირველ აპრილამდე 50 ავტობუსი შემოვა, დანარჩენი 110 – მიმდინარე წლის ბოლომდე.
ავტობუსებში დამონტაჟებულია თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემა, რომელიც გათვლილია თბილისის კლიმატურ პირობებზე.
დღეისთვის თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს ემსახურება 234 ერთეული 10-მეტრიანი და 12-მეტრიანი ავტობუსები. ამ ეტაპზე თბილისის ავტოპარკში 860 ავტობუსია.
თბილისის მერია 2017 წლიდან ახორციელებს სატრანსპორტო რეფორმას, რომლის მთავარი მიზანია – საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახდეს უფრო კომფორტული, შეუფერხებელი და ხელმისაწვდომი, ასევე ქალაქი განიტვირთოს „საცობებისგან“.