გიორგი შერმადინმა ესპანეთის ჩემპიონატში ორმაგი დუბლი შეასრულა

© photo: Sputnik / Stringerგიორგი შერმადინი
გიორგი შერმადინი - Sputnik საქართველო, 1920, 28.01.2024
გამოწერა
შერმადინმა მატჩში დააგროვა 13 ქულა, 10 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა.
თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. გიორგი შერმადინის საკალათბურთო კლუბმა „ტენერიფემ“ (ესპანეთი) დაამარცხა „მურსია“ ანგარიშით 75:73, საიდანაც 13 ქულა საქართველოს ნაკრების ვეტერანის ანგარიშზეა.
შეხვედრის პირველი ტაიმი „ტენერიფემ“ 7-ქულიანი უპირატესობით მოიგო. მეორე ტაიმი უფრო აქტიურად „მურსიამ“ დაიწყო და ბოლო მეოთხედის წინ ერთი ქულით წინ გავიდა, თუმცა უკანასკნელ მეოთხედში მასპინძლებმა ტემპს მოუმატეს და შეხვედრა საბოლოო გამარჯვებამდე მიიყვანეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა, გიორგი შერმადინმა „ტენერიფეს“ რიგებში მოედანზე 26 წუთი გაატარა, რა დროშიც ორმაგი დუბლი შეასრულა – 13 ქულა, 10 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა. გიორგიმ თამაშიდან 10-ჯერ ისროლა, საიდანაც 5 სროლა ზუსტი იყო, მან ასევე 4-დან 3 საჯარიმო გამოიყენა.
20 ტურის შემდეგ „ტენერიფე“ ესპანეთის საკალათბურთო ლიგაში 11 გამარჯვებითა და 9 მარცხით მე-6 ადგილზეა.
ჩემპიონატის ლიდერ „ბარსელონასთან“ გასული ტურის თამაშში გიორგი შერმადინი გახდა MVP - მატჩის ყველაზე ღირებული მოთამაშე. ამ შეხვედრაში მან 22 ქულა დააგროვა.
ყველა ახალი ამბავი
0