https://sputnik-georgia.com/20240128/boris-akuninze-rusetsi-zebna-gamocxadda-285942298.html
ბორის აკუნინზე რუსეთში ძებნა გამოცხადდა
ბორის აკუნინზე რუსეთში ძებნა გამოცხადდა
Sputnik საქართველო
სისხლის სამართლის მუხლი, რომლის საფუძველზეც გამოცხადდა ძებნა, დაზუსტებული არ არის. 28.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-28T11:17+0400
2024-01-28T11:17+0400
2024-01-28T11:17+0400
ახალი ამბები
რუსეთი
შემთხვევები
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23348/19/233481934_0:0:2728:1535_1920x0_80_0_0_99fc071880304ae57eb541a1c4b5f53f.jpg
თბილისი, 28 იანვარი – Sputnik. რუსეთმა ქართული წარმოშობის რუს მწერალზე ბორის აკუნინზე (ნამდვილი სახელი გრიგორი ჩხარტიშვილი)* ძებნა გამოაცხადა, მისი გვარი რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზაშია შეყვანილი.„გრიგორი ჩხარტიშვილი*, 20.05.1956 წ. ძებნის საფუძველი: იძებნება სსკ-ის მუხლით“, - ნათქვამია ბარათში.თუმცა, სისხლის სამართლის მუხლი, რომლის საფუძველზეც გამოცხადდა ძებნა, დაზუსტებული არ არის.აკუნინი რუსეთიდან ემიგრაციაშია წასული. ცნობილია მისი არაერთი განცხადება უკრაინაში მიმდინარე სპეცოპერაციის წინააღმდეგ. ის ასევე გამოდიოდა „რუსული არმიიდან დეზერტირებისთვის რელოკაციის დახმარების პროგრამის“ შექმნის მოწოდებით.გასული წლის დეკემბერში „როსფინმონიტორინგმა“ მწერალი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანა. საგამოძიებო კომიტეტმა მის წინააღმდეგ აღძრა სისხლის სამართლის საქმე რუსეთის შეიარაღებული ძალების შესახებ „ფეიკებისა“ და ტერორიზმის საჯარო გამართლებისთვის.იანვარში რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ აკუნინი უცხოური აგენტების რეესტრში შეიყვანა. რუსეთში ბევრმა გამომცემლობამ მისი წიგნების გამოცემა შეაჩერა.გრიგორი ჩხარტიშვილი* დაიბადა 1956 წლის 20 მაისს ზესტაფონში, არტილერიის ოფიცრის შალვა ჩხარტიშვილისა და რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის ბერტა ბრაზინსკაიას ოჯახში. 1958 წელს ოჯახი საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა.1998 წელს ჩხარტიშვილმა* ფსევდონიმით ბორის აკუნინი* მხატვრული პროზის წერა დაიწყო. ფსევდონიმის ეტიმოლოგიასთან დაკავშირებით წერდნენ, რომ აკუნინის გვარს, სლავური ჟღერადობის მიუხედავად, აქვს იაპონური ფესვები (ორი იეროგლიფი - "აკუ" და "ნინი", რომლებიც შეიძლება ითარგმნოს როგორც "ბოროტი ადამიანი", "ბოროტი სული", "ყაჩაღი“, „ადამიანი, რომელიც არ ემორჩილება კანონებს“).ჩხარტიშვილი-აკუნინი* პოპულარული გახდა 2000-იანი წლების დასაწყისში ერასტ ფანდორინის შესახებ დეტექტიური რომანების სერიის წყალობით („აზაზელი“, „თურქული გამბიტი“, „აქილევსის სიკვდილი“, „სახელმწიფო მრჩეველი“, „განსაკუთრებული დავალებები, „ლევიათანი“, „მეფედ კურთხევა”). ფანდორინის სერიის ნაწარმოებები ითარგმნა 30-ზე მეტ ენაზე და საფუძვლად რამდენიმე ფილმს დაედო.ჩხარტიშვილი* არაერთი პროფესიული ჯილდოს მფლობელია. დაქორწინებულია, შვილები არ ჰყავს.*რუსეთში აღიარებულია უცხო ქვეყნის აგენტად და შედის ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23348/19/233481934_0:0:2728:2047_1920x0_80_0_0_0dc25bfc2cc75589eb614e8c01160abc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, რუსეთი, შემთხვევები, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
ახალი ამბები, რუსეთი, შემთხვევები, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
ბორის აკუნინზე რუსეთში ძებნა გამოცხადდა
სისხლის სამართლის მუხლი, რომლის საფუძველზეც გამოცხადდა ძებნა, დაზუსტებული არ არის.
თბილისი, 28 იანვარი – Sputnik. რუსეთმა ქართული წარმოშობის რუს მწერალზე ბორის აკუნინზე (ნამდვილი სახელი გრიგორი ჩხარტიშვილი)* ძებნა გამოაცხადა, მისი გვარი რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზაშია შეყვანილი.
„გრიგორი ჩხარტიშვილი*, 20.05.1956 წ. ძებნის საფუძველი: იძებნება სსკ-ის მუხლით“, - ნათქვამია ბარათში.
თუმცა, სისხლის სამართლის მუხლი, რომლის საფუძველზეც გამოცხადდა ძებნა, დაზუსტებული არ არის.
აკუნინი რუსეთიდან ემიგრაციაშია წასული. ცნობილია მისი არაერთი განცხადება უკრაინაში მიმდინარე სპეცოპერაციის წინააღმდეგ. ის ასევე გამოდიოდა „რუსული არმიიდან დეზერტირებისთვის რელოკაციის დახმარების პროგრამის“ შექმნის მოწოდებით.
გასული წლის დეკემბერში „როსფინმონიტორინგმა“ მწერალი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანა. საგამოძიებო კომიტეტმა მის წინააღმდეგ აღძრა სისხლის სამართლის საქმე რუსეთის შეიარაღებული ძალების შესახებ „ფეიკებისა“ და ტერორიზმის საჯარო გამართლებისთვის.
იანვარში რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ აკუნინი უცხოური აგენტების რეესტრში შეიყვანა. რუსეთში ბევრმა გამომცემლობამ მისი წიგნების გამოცემა შეაჩერა.
გრიგორი ჩხარტიშვილი* დაიბადა 1956 წლის 20 მაისს ზესტაფონში, არტილერიის ოფიცრის შალვა ჩხარტიშვილისა და რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის ბერტა ბრაზინსკაიას ოჯახში. 1958 წელს ოჯახი საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა.
1998 წელს ჩხარტიშვილმა* ფსევდონიმით ბორის აკუნინი* მხატვრული პროზის წერა დაიწყო. ფსევდონიმის ეტიმოლოგიასთან დაკავშირებით წერდნენ, რომ აკუნინის გვარს, სლავური ჟღერადობის მიუხედავად, აქვს იაპონური ფესვები (ორი იეროგლიფი - "აკუ" და "ნინი", რომლებიც შეიძლება ითარგმნოს როგორც "ბოროტი ადამიანი", "ბოროტი სული", "ყაჩაღი“, „ადამიანი, რომელიც არ ემორჩილება კანონებს“).
ჩხარტიშვილი-აკუნინი* პოპულარული გახდა 2000-იანი წლების დასაწყისში ერასტ ფანდორინის შესახებ დეტექტიური რომანების სერიის წყალობით („აზაზელი“, „თურქული გამბიტი“, „აქილევსის სიკვდილი“, „სახელმწიფო მრჩეველი“, „განსაკუთრებული დავალებები, „ლევიათანი“, „მეფედ კურთხევა”). ფანდორინის სერიის ნაწარმოებები ითარგმნა 30-ზე მეტ ენაზე და საფუძვლად რამდენიმე ფილმს დაედო.
ჩხარტიშვილი* არაერთი პროფესიული ჯილდოს მფლობელია. დაქორწინებულია, შვილები არ ჰყავს.
*რუსეთში აღიარებულია უცხო ქვეყნის აგენტად და შედის ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში.