არასრულწლოვანის გაუპატიურებაში ბრალდებულ მამაკაცს პატიმრობა შეეფარდა

© photo: Sputnik / Andrei Starostinსასამართლო
სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 28.01.2024
გამოწერა
თბილისი, 28 იანვარი - Sputnik. 51 წლის მამაკაცს, რომელიც არასრულწლოვანის გაუპატიურებაშია ბრალდებული, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
სამართალდამცველებმა არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით მამაკაცი 27 იანვარს დააკავეს. შემთხვევა ხაშურის მუნიციპალიტეტში მოხდა. გავრცელებულოი ინფორმაციით, მსხვერპლი 16 წლის ბიჭია.
დაკავებულის ადვოკატის განცხადებით, ბრალდებული ბრალს არ აღიარებს. მისი განმარტებით, დაზარალებულის ჩვენების გარდა, საქმეში არცერთი მტკიცებულება არ დევს.
„ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ როცა საქმის არსებითი განხილვა დაიწყება, დავამტკიცებთ, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა. ბრალდებული წარდგენილ ბრალდებებში თავს დამნაშავედ არ გრძნობს. საქმეში არცერთი მტკიცებულება არ დევს, გარდა დაზარალებულის ჩვენებისა“, - განაცხადა უფლებადამცველმა.
ხაშურში მოზარდი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა >>
საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 137-ე (გაუპატიურება), 141-ე (გარყვნილი ქმედება) და 151-ე (მუქარა) მუხლებით გრძელდება.
ყველა ახალი ამბავი
0