https://sputnik-georgia.com/20240127/win-unda-arvudget-sizulvilsada-sisastikes-raribasvili-holokostis-gamocdilebaze-285930171.html
წინ უნდა აღვუდგეთ სიძულვილსა და სისასტიკეს: ღარიბაშვილი ჰოლოკოსტის გამოცდილებზე
წინ უნდა აღვუდგეთ სიძულვილსა და სისასტიკეს: ღარიბაშვილი ჰოლოკოსტის გამოცდილებზე
Sputnik საქართველო
ჰოლოკოსტი კაცობრიობის ისტორიის უდიდესი ტრაგედიაა, აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა 27.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-27T15:58+0400
2024-01-27T15:58+0400
2024-01-27T15:58+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
მეორე მსოფლიო ომი
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24603/61/246036113_0:159:3077:1889_1920x0_80_0_0_2d5ff2b650295ec0cb9fdd0d80d4de90.jpg
თბილისი, 27 იანვარი - Sputnik. ჰოლოკოსტის გამოცდილება განუწყვეტლივ შეგვახსენებს ნებისმიერი ხელისუფლების პასუხისმგებლობას, წინ აღვუდგეთ სიძულვილისა ყველა გამოვლინებას, დაწერა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სოციალურ ქსელში.ჰოლოკოსტი არის ნაცისტური გერმანიის არსებობის პერიოდში ნაცისტების მიერ სხვადასხვა ეთნიკური და სოციალური ჯგუფის წარმომადგენლების დევნა და მასობრივი დახოცვა.მთავრობის მეთაურმა ჰოლოკოსტს კაცობრიობის ისტორიის უდიდესი ტრაგედია უწოდა.„კიდევ ერთხელ მივაგებთ პატივს მილიონობით უდანაშაულო ადამიანის ხსოვნას, რომლებიც გაუგონარ სისასტიკეს ემსხვერპლნენ, ვადასტურებთ განსაკუთრებულ პატივისცემას სასწაულებრივად გადარჩენილთა მიმართ“, - დაწერა პრემიერმა.ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღე (International Holocaust Remembrance Day) 27 იანვარს აღინიშნება. ეს დღე გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2005 წლის 1 ნოემბერს შეარჩია. დოკუმენტის მიღების ინიციატორები იყვნენ ისრაელი, კანადა, ავსტრალია, რუსეთი, უკრაინა, აშშ, ხოლო მათი თანაავტორები – 90-ზე მეტი სახელმწიფო.27 იანვარი შემთხვევით არ შეირჩა. ამ დღეს საბჭოთა ჯარებმა გაათავისუფლეს საკონცენტრაციო ბანაკი „ოსვენციმი“, რომელსაც „სიკვდილის ბანაკს“ უწოდებდნენ. ოფიციალური მონაცემებით, 1941-1945 წლებში ამ ბანაკში მოკლეს დაახლოებით 1,4 მილიონი ადამიანი, საიდანაც 1 მილიონზე მეტი ებრაელი იყო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24603/61/246036113_173:0:2902:2047_1920x0_80_0_0_ac306035e1486670c991384cca189a35.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, მეორე მსოფლიო ომი, საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, მეორე მსოფლიო ომი, საზოგადოება
წინ უნდა აღვუდგეთ სიძულვილსა და სისასტიკეს: ღარიბაშვილი ჰოლოკოსტის გამოცდილებზე
ჰოლოკოსტი კაცობრიობის ისტორიის უდიდესი ტრაგედიაა, აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა
თბილისი, 27 იანვარი - Sputnik. ჰოლოკოსტის გამოცდილება განუწყვეტლივ შეგვახსენებს ნებისმიერი ხელისუფლების პასუხისმგებლობას, წინ აღვუდგეთ სიძულვილისა ყველა გამოვლინებას, დაწერა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სოციალურ ქსელში.
ჰოლოკოსტი არის ნაცისტური გერმანიის არსებობის პერიოდში ნაცისტების მიერ სხვადასხვა ეთნიკური და სოციალური ჯგუფის წარმომადგენლების დევნა და მასობრივი დახოცვა.
„ჰოლოკოსტის გამოცდილება განუწყვეტლივ შეგვახსენებს მსოფლიო საზოგადოების, ნებისმიერი ხელისუფლების, თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობას, წინ აღვუდგეთ სიძულვილისა და შეუწყნარებლობის ყველა გამოვლინებას, ერთად ვაშენოთ მშვიდობის, ურთიერთგაგებისა და თანაგრძნობის სამყარო,"- დაწერა ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაურმა ჰოლოკოსტს კაცობრიობის ისტორიის უდიდესი ტრაგედია უწოდა.
„კიდევ ერთხელ მივაგებთ პატივს მილიონობით უდანაშაულო ადამიანის ხსოვნას, რომლებიც გაუგონარ სისასტიკეს ემსხვერპლნენ, ვადასტურებთ განსაკუთრებულ პატივისცემას სასწაულებრივად გადარჩენილთა მიმართ“, - დაწერა პრემიერმა.
ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღე (International Holocaust Remembrance Day) 27 იანვარს აღინიშნება. ეს დღე გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2005 წლის 1 ნოემბერს შეარჩია. დოკუმენტის მიღების ინიციატორები იყვნენ ისრაელი, კანადა, ავსტრალია, რუსეთი, უკრაინა, აშშ, ხოლო მათი თანაავტორები – 90-ზე მეტი სახელმწიფო.
27 იანვარი შემთხვევით არ შეირჩა. ამ დღეს საბჭოთა ჯარებმა გაათავისუფლეს საკონცენტრაციო ბანაკი „ოსვენციმი“, რომელსაც „სიკვდილის ბანაკს“ უწოდებდნენ. ოფიციალური მონაცემებით, 1941-1945 წლებში ამ ბანაკში მოკლეს დაახლოებით 1,4 მილიონი ადამიანი, საიდანაც 1 მილიონზე მეტი ებრაელი იყო.