ვირტუოზი სანდრო გეგეჭკორი ბარსელონის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად კონცერტს გამართავს

© courtesy of Sandro Gegechkoriპიანისტი სანდრო გეგეჭკორი
პიანისტი სანდრო გეგეჭკორი - Sputnik საქართველო, 1920, 27.01.2024
გამოწერა
ქართველი პიანისტი საღამოზე შეასრულებს ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის საფორტეპიანო კონცერტს “იმპერატორი”.
თბილისი, 27 იანვარი – Sputnik. ახალგაზრდა ქართველი ვირტუოზი პიანისტი სანდრო გეგეჭკორი ბარსელონის სან კუგატის სიმფონიურ ორკესტრთან (San Cugat Symphony Orchestra) ერთად, ესპანეთის ქალაქ სან კუგატ დელ ვალიესში კონცერტს გამართავს, ამის შესახებ მუსიკოსმა სოციალურ ქსელში თავად დაწერა.
სან კუგატის სიმფონიური ორკესტრის მუსიკოსებს უყვართ ექსპერიმენტები ყველა სახის მუსიკალურ სტილში და ისინი მუდმივად აფართოებენ თავიანთ რეპერტუარს როგორც ყველაზე კლასიკური ნაწარმოებებით, ასევე ყველაზე ნოვატორული პარტიტურებით.
ორკესტრი ასევე წარმოადგენს ციკლს „კამერული ორკესტრი ახალგაზრდა სოლისტებთან“. ორკესტრი ახალგაზრდა მუსიკოსებს სთავაზობს პროფესიონალ ორკესტრთან ერთად სოლისტად გამოსვლის შესაძლებლობას.
სანდრო გეგეჭკორმა აღნიშნა, რომ საღამოზე შესრულდება ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის საფორტეპიანო კონცერტი “იმპერატორი”.
მრავალი საერთაშორისო პრემიის ლაურეატი სანდრო გეგეჭკორი 2000 წელს ჭიათურაში დაიბადა. დაამთავრა სანდრო კავსაძის სახელობის ჭიათურის №1 მუსიკალური სკოლა. 10 წლიდან საკუთარ ნაწარმოებებს წერს. არის თბილისის ზაქარია ფალიაშვილის მუსიკალური სკოლის „ნიჭიერთა ათწლედის" კურსდამთავრებული (პროფესორ საშა გარბერის კლასი).
2019 წელს პიანისტმა იტალიაში საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსზე Brescia Classica International Competition სპეციალური პრიზი მიიღო. ის ფრანც შუბერტის ნაწარმოებების საუკეთესო შემსრულებლად დაასახელეს. მანამდე, 2017 წელს გახდა ავსტრიაში ფოირიხის საფორტეპიანო, ვოკალური და კამერული მუსიკის II საერთაშორისო კონკურსის პრიზიორი – მიიღო კონკურსის გრან-პრი და ორი სპეციალური პრიზი.
ყველა ახალი ამბავი
0