https://sputnik-georgia.com/20240127/teatrisa-da-kinos-universitetsi-saswavleblis-100-wlis-iubileze-safosto-marka-waradgines-285928865.html
თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში სასწავლებლის 100 წლის იუბილეზე საფოსტო მარკა წარადგინეს
თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში სასწავლებლის 100 წლის იუბილეზე საფოსტო მარკა წარადგინეს
Sputnik საქართველო
საიუბილეო მარკა 2023 წლის დეკემბრიდან არის მომიქცევაში. 27.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-27T14:00+0400
2024-01-27T14:00+0400
2024-01-27T14:00+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
განათლება საქართველოში
კულტურა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/0f/249712247_0:149:3109:1898_1920x0_80_0_0_1d282034921a28c1baae6bdf10f01028.jpg
თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლებლის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საფოსტო მარკის პრეზენტაცია გაიმართა, იუწყება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი მარკა მიმოქცევაშია 2023 წლის დეკემბრიდან და ხელმისაწვდომია „საქართველოს ფოსტის“ 80 სერვისცენტრში საქართველოს მასშტაბით.უწყების ცნობით, საფოსტო გზავნილების განხორციელება ახლა უკვე აღიშნული მარკით არის შესაძლებელი. მარკის ავტორია ბაადურ ქობლიანიძე, ხოლო საფოსტო მარკის ტირაჟია 10.000 ერთეული.როგორც პრეზენტაციაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა განაცხადა, საფოსტო მარკას ფილატელური დატვირთვის გარდა, სიმბოლური მნიშვნელობაც აქვს - ამ შემთხვევაში, ამით საქართველოს სახელმწიფომ გამოხატა თავისი დამოკიდებულება ქვეყნის ერთ-ერთი უძველესი სასწავლო დაწესებულების მიმართ, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა ქართული კინოსა და თეატრის ჩამოყალიბებაში.ღონისძიების ფარგლებში, „საქართველოს ფოსტის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ რექტორს, გიორგი შალუტაშვილს უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საფოსტო მარკის პირველი ეგზემპლარი გადასცა.ღონისძიებაზე ასევე ხელი მოეწერა „საქართველოს ფოსტასა“ და შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც მიზნად ისახავს ერთობლივი პროექტების განხორციელებას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/0f/249712247_190:0:2919:2047_1920x0_80_0_0_80742c2344924e9ac614b1e37ab3c5f9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, განათლება საქართველოში , კულტურა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, განათლება საქართველოში , კულტურა საქართველოში
თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში სასწავლებლის 100 წლის იუბილეზე საფოსტო მარკა წარადგინეს
საიუბილეო მარკა 2023 წლის დეკემბრიდან არის მომიქცევაში.
თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლებლის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საფოსტო მარკის პრეზენტაცია გაიმართა, იუწყება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი მარკა მიმოქცევაშია 2023 წლის დეკემბრიდან და ხელმისაწვდომია „საქართველოს ფოსტის“ 80 სერვისცენტრში საქართველოს მასშტაბით.
უწყების ცნობით, საფოსტო გზავნილების განხორციელება ახლა უკვე აღიშნული მარკით არის შესაძლებელი. მარკის ავტორია ბაადურ ქობლიანიძე, ხოლო საფოსტო მარკის ტირაჟია 10.000 ერთეული.
როგორც პრეზენტაციაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა განაცხადა, საფოსტო მარკას ფილატელური დატვირთვის გარდა, სიმბოლური მნიშვნელობაც აქვს - ამ შემთხვევაში, ამით საქართველოს სახელმწიფომ გამოხატა თავისი დამოკიდებულება ქვეყნის ერთ-ერთი უძველესი სასწავლო დაწესებულების მიმართ, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა ქართული კინოსა და თეატრის ჩამოყალიბებაში.
„ეს მარკა მკაფიო გზავნილია მსოფლიოსთვის, რომ ჩვენ გვაქვს 100 წლის ისტორიის მქონე თეატრისა და კინოს სასწავლებელი თავისი დიდი და სახელოვანი ტრადიციებით“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
ღონისძიების ფარგლებში, „საქართველოს ფოსტის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ რექტორს, გიორგი შალუტაშვილს უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საფოსტო მარკის პირველი ეგზემპლარი გადასცა.
ღონისძიებაზე ასევე ხელი მოეწერა „საქართველოს ფოსტასა“ და შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც მიზნად ისახავს ერთობლივი პროექტების განხორციელებას.