https://sputnik-georgia.com/20240127/sul-ramdeni-dre-darca-ra-vitarebaa-wrretlis-gamzorze-285937209.html
სულ რამდენიმე დღე დარჩა - რა ვითარებაა წერეთლის გამზირზე
სულ რამდენიმე დღე დარჩა - რა ვითარებაა წერეთლის გამზირზე
Sputnik საქართველო
გზის სავალი ნაწილი, მერიის ინფორმაციით, იანვრის ბოლოს უნდა გაიხსნას 27.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-27T22:48+0400
2024-01-27T22:48+0400
2024-01-28T00:58+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
ვითარება გზებზე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/1b/285931794_0:468:960:1008_1920x0_80_0_0_d94519022d1b1fb638817381bf91262c.jpg
თბილისი, 27 იანვარი – Sputnik. თბილისში, წერეთლის გამზირზე სარემონტო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, რათა გამზირის განახლება თვის ბოლომდე მოესწროს, იუწყება Sputnik-საქართველოს კორესპონდენტი.აკაკი წერეთლის გამზირზე ფართომასშტაბიანი სარემონტო სამუშაოები 2023 წლის 19 აპრილს დაიწყო. ათი თვის შემდეგ კი თბილისის მერიამ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელ ორ კონტრაქტორ კომპანიასთან - R.T.D.-სთან და Millennium Builders Group-თან ხელშეკრულება გაწყვიტა. მიზეზი შესრულებული სამუშაოს უხარისხობა და შეთანხმებული ვადების შეუსრულებლობაა. ამასთან, მერიაში პირობა დადეს, რომ სამუშაოები დადგენილ ვადაში დასრულდება და გამზირზე მოძრაობა დათქმულ ვადაში - იანვრის ბოლოს აღდგება.ადგილზე ათობით ერთეული სპეცტექნიკა მუშაობს. ამ დროისთვის გამზირი ნაწილობრივ ღიაა, ამიტომ მანქანების მოძრაობა გაძნელებულია, ტროტუარები გადათხრილია.17 იანვრიდან გამზირს ოთხი კომპანია არემონტებს: „ენკო“, „პარმა“, „GEO გრუპი“ და „ბლექ სი გრუპი“. გზის სავალ ნაწილზე სამუშაოების დასრულება იანვრის ბოლოს იყო დაგეგმილი.წერეთლის გამზირის რეკონსტრუქციისთვის 28,4 მილიონი ლარი (დაახლოებით 10,4 მილიონი დოლარი) არის გამოყოფილი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/1b/285931794_0:378:960:1098_1920x0_80_0_0_761d9305e651db96506b6b541e9e4b31.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, ვითარება გზებზე
ახალი ამბები, საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, ვითარება გზებზე
სულ რამდენიმე დღე დარჩა - რა ვითარებაა წერეთლის გამზირზე
22:48 27.01.2024 (განახლებულია: 00:58 28.01.2024) გზის სავალი ნაწილი, მერიის ინფორმაციით, იანვრის ბოლოს უნდა გაიხსნას
თბილისი, 27 იანვარი – Sputnik. თბილისში, წერეთლის გამზირზე სარემონტო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, რათა გამზირის განახლება თვის ბოლომდე მოესწროს, იუწყება Sputnik-საქართველოს კორესპონდენტი.
აკაკი წერეთლის გამზირზე ფართომასშტაბიანი სარემონტო სამუშაოები 2023 წლის 19 აპრილს დაიწყო. ათი თვის შემდეგ კი თბილისის მერიამ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელ ორ კონტრაქტორ კომპანიასთან - R.T.D.-სთან და Millennium Builders Group-თან ხელშეკრულება გაწყვიტა. მიზეზი შესრულებული სამუშაოს უხარისხობა და შეთანხმებული ვადების შეუსრულებლობაა. ამასთან, მერიაში პირობა დადეს, რომ სამუშაოები დადგენილ ვადაში დასრულდება და გამზირზე მოძრაობა დათქმულ ვადაში - იანვრის ბოლოს აღდგება.
ადგილზე ათობით ერთეული სპეცტექნიკა მუშაობს. ამ დროისთვის გამზირი ნაწილობრივ ღიაა, ამიტომ მანქანების მოძრაობა გაძნელებულია, ტროტუარები გადათხრილია.
17 იანვრიდან გამზირს ოთხი კომპანია არემონტებს: „ენკო“, „პარმა“, „GEO გრუპი“ და „ბლექ სი გრუპი“. გზის სავალ ნაწილზე სამუშაოების დასრულება იანვრის ბოლოს იყო დაგეგმილი.
წერეთლის გამზირის რეკონსტრუქციისთვის 28,4 მილიონი ლარი (დაახლოებით 10,4 მილიონი დოლარი) არის გამოყოფილი.