https://sputnik-georgia.com/20240127/saqartvelo-madridsi-prestijul-turistul-gamofenaze-sexvedrebi-da-prezentaciebi-285929015.html
საქართველო მადრიდში პრესტიჟულ ტურისტულ გამოფენაზე: შეხვედრები და პრეზენტაციები
საქართველო მადრიდში პრესტიჟულ ტურისტულ გამოფენაზე: შეხვედრები და პრეზენტაციები
Sputnik საქართველო
საქართველო ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული, მადრიდის საერთაშორისო ტურისტული გამოფენა FITUR-2024-ის სტუმარია 27.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-27T14:40+0400
2024-01-27T14:40+0400
2024-01-27T14:40+0400
ახალი ამბები
საქართველო
ესპანეთი
ტურიზმი საქართველოში
ტურიზმი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/19/285882076_0:133:1280:853_1920x0_80_0_0_e42e0c8ab9fc4a5bda8459650fb65f69.jpg
თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. მადრიდის საერთაშორისო ტურისტული გამოფენის FITUR-2024 ფარგლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე საერთაშორისო ტურისტული პლატფორმების, ავიაკომპანიების, გავლენიანი PR და მედიის წარმომადგენლებს შეხვდა, ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.საქართველოში ტურისტული ნაკადების გაზრდის, გლობალურ პლატფორმებზე მარკეტინგული კამპანიების გამართვისა და თანამშრომლობის მიზნით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლები მოლაპარაკებებს მართავენ შემდეგ კომპანიებთან: Eurowings, Lufthansa, National Geographic, Expedia Group, Road Travel, Klebergroup, TransPerfect, HotelBeds, Smartvel და სხვა.გამოფენის ფარგლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე დაჯავშნის გლობალური პლატფორმის Amadeus-ის ვიცე-პრეზიდენტს პრეზიდენტსაც შეხვდა.ამას გარდა, FITUR-2024-ზე საერთაშორისო მედიისთვის საქართველოს შესახებ პრეზენტაცია გაიმართა, სადაც ადმინისტრაციის თანამშრომლებმა ჟურნალისტებს საქართველოს ტურისტული პოტენციალი გააცნეს.FITUR-2024 მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდესი ტურისტულ გამოფენაა, სადაც 130-ზე მეტი ქვეყნიდან 9 ათასამდე მეტი კომპანიაა წარდგენილი. მადრიდის ტურისტულ გამოფენას წელს დაახლოებით 136 ათასი სტუმარი ჰყავს. საქართველო ღონისიძიებაზე სტუმრის სტატუსით არის წარმოდგენილი.გამოფენის ძირითადი თემატური მიმართულებებია დასვენება, ტურისტული მომსახურება, ტურისტული პროდუქცია, ტუროპერატორები, ტურიზმი, აქტიური დასვენება, ტურისტული სააგენტო.გამოფენა 24 იანვარს გაიხსნა და 28 იანვრამდე გაგრძელდება.
საქართველო
ესპანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/19/285882076_60:0:1197:853_1920x0_80_0_0_bd7496fa1941392f3b75102c4309017b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ესპანეთი , ტურიზმი საქართველოში, ტურიზმი
ახალი ამბები, საქართველო, ესპანეთი , ტურიზმი საქართველოში, ტურიზმი
საქართველო მადრიდში პრესტიჟულ ტურისტულ გამოფენაზე: შეხვედრები და პრეზენტაციები
საქართველო ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული, მადრიდის საერთაშორისო ტურისტული გამოფენა FITUR-2024-ის სტუმარია
თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. მადრიდის საერთაშორისო ტურისტული გამოფენის FITUR-2024 ფარგლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე საერთაშორისო ტურისტული პლატფორმების, ავიაკომპანიების, გავლენიანი PR და მედიის წარმომადგენლებს შეხვდა, ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოში ტურისტული ნაკადების გაზრდის, გლობალურ პლატფორმებზე მარკეტინგული კამპანიების გამართვისა და თანამშრომლობის მიზნით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლები მოლაპარაკებებს მართავენ შემდეგ კომპანიებთან: Eurowings, Lufthansa, National Geographic, Expedia Group, Road Travel, Klebergroup, TransPerfect, HotelBeds, Smartvel და სხვა.
გამოფენის ფარგლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე დაჯავშნის გლობალური პლატფორმის Amadeus-ის ვიცე-პრეზიდენტს პრეზიდენტსაც შეხვდა.
ამას გარდა, FITUR-2024-ზე საერთაშორისო მედიისთვის საქართველოს შესახებ პრეზენტაცია გაიმართა, სადაც ადმინისტრაციის თანამშრომლებმა ჟურნალისტებს საქართველოს ტურისტული პოტენციალი გააცნეს.
FITUR-2024 მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდესი ტურისტულ გამოფენაა, სადაც 130-ზე მეტი ქვეყნიდან 9 ათასამდე მეტი კომპანიაა წარდგენილი. მადრიდის ტურისტულ გამოფენას წელს დაახლოებით 136 ათასი სტუმარი ჰყავს. საქართველო ღონისიძიებაზე სტუმრის სტატუსით არის წარმოდგენილი.
გამოფენის ძირითადი თემატური მიმართულებებია დასვენება, ტურისტული მომსახურება, ტურისტული პროდუქცია, ტუროპერატორები, ტურიზმი, აქტიური დასვენება, ტურისტული სააგენტო.
გამოფენა 24 იანვარს გაიხსნა და 28 იანვრამდე გაგრძელდება.