რეზონანსული მკვლელობა ორბელიანზე - ბრალდების მხარის ვერსია

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს პროკურატურა
საქართველოს პროკურატურა - Sputnik საქართველო, 1920, 27.01.2024
გამოწერა
ახალგაზრდა მამაკაცი კლინიკაში გარდაიცვალა
თბილისი, 27 იანვარი – Sputnik. თბილისის ცენტრში, ორბელიანის მოედანზე ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულს ბრალი ოფიციალურად წარედგინა, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში.
პოლიციამ 25 იანვარს განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2005 წელს დაბადებული ახალგაზრდა დააკავა. მანამდე არაერთმა მედიასაშუალებამ გაავრცელა ვერსია, რომ მკვლელობა მოზარდების ჯგუფმა ჩაიდინა.
ოფიციალური ვერსიით, ბრალდებულმა 2003 წელს დაბადებულ მსხვერპლს წარსულში მომხდარი კონფლიქტის გამო დანა რამდენჯერმე დაარტყა. დაზარალებული კლინიკაში გარდაიცვალა.
ახლა ბრალდებულს განზრახ მკვლელობისთვის 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
ყველა ახალი ამბავი
0