რატომ არ შეხვდა საქართველოს პრეზიდენტი ფაშინიანს - მმართველი პარტიის პასუხი

© photo : official site of the Prime Minister of RAნიკოლ ფაშინიანი
ნიკოლ ფაშინიანი - Sputnik საქართველო, 1920, 27.01.2024
გამოწერა
სომხეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოს 26 იანვარს ეწვია, მხარეებმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ
თბილისი, 27 იანვარი – Sputnik. მთავრობა ლოგიკურ ნაბიჯებს დგამს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ურთიერთობაში, - ამის შესახებ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის თბილისში ვიზიტთან დაკავშირებით სახელმწიფოს მეთაურის განცხადების კომენტირებისას განაცხადა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრი პარასკევს ჩამოვიდა საქართველოში, სადაც თავის ქართველ კოლეგას ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. მხარეებმა ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.
ზურაბიშვილი მიესალმა ფაშინიანის ვიზიტს, მაგრამ მწუხარება გამოთქვა იმის გამო, „რომ პრეზიდენტს არ ეძლევა შესაძლებლობა შეხვდეს და სათანადოდ უმასპინძლოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებს საქართველოში ვიზიტის ფარგლებში“. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ არ ხდება მისი ინფორმირება ქვეყანაში დაგეგმილი მაღალი რანგის ვიზიტების, შეხვედრებისა თუ ღონისძიებების შესახებ.
„მე პირადად ლოგიკურად თანმიმდევრული მგონია ხელისუფლების დამოკიდებულება, როდესაც ის ცდილობს, არ შედგეს თანამშრომლობა ზურაბიშვილთან. იქ, სადაც ფორმალური აუცილებლობა და ფორმალური ფორმატები არ არსებობს თანამშრომლობისა, რა საკვირველია, სხვა ინტერესი და სხვა მონდომება ხელისუფლებას ვერ ექნება, ხელისუფლებას, რომელმაც თქვა და დაარქვა სახელი ზურაბიშვილის მოღვაწეობას, როგორც მიზეზი იმპიჩმენტისთვის“,- განაცხადა სარჯველაძემ.
დეპუტატმა ვარაუდი გამოთქვა, რომ საქართველოს პრეზიდენტი ფაშინიანთან შეხვედრას „ხელის შეშლისთვის“ გამოიყენებდა
„თავად ზურაბიშვილმაც გადასარევად იცის, რომ აბსოლუტურად არაფერ შუაში იყო ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტთან დაკავშირებით, და იცის ასევე ისიც, რომ მხოლოდ ხელის შეშლისთვის თუ გამოიყენებდა“, - განაცხადა სარჯველაძემ.
ფაშინიანის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა საქართველო-სომხეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა პრემიერ-მინისტრების თავმჯდომარეობით.
ხელისუფლების და ზურაბიშვილის ურთიერთობა
სალომე ზურაბიშვილსა და მმართველ პარტია „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ შორის ურთიერთობა პრეზიდენტობის მესამე წელს გაუარესდა. ყოველ შემთხვევაში, ამის შესახებ ფართო საზოგადოებისთვის მაშინ გახდა ცნობილი.
პრეზიდენტმა მმართველი პარტიის გადაწყვეტილებებით უკმაყოფილების პირველი, თავდაპირველად ფრთხილი მცდელობა 2021 წელს გამოხატა. დროთა განმავლობაში ზურაბიშვილის რიტორიკა სულ უფრო ხისტი ხდებოდა და ახლა არაფრით განსხვავდება ხელისუფლების მთავარი ოპონენტების განცხადებებისგან.
საქართველოსა და სომხეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა>>
მას შემდეგ, რაც ზურაბიშვილმა 31 მარტს პარლამენტს წარუდგინა თავისი წლიური ანგარიში, რომელშიც მან, სხვა საკითხებთან ერთად, „ქართული ოცნება“ პროდასავლური გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა, მთავრობამ შეწყვიტა მისი უცხოური ვიზიტების დამტკიცება. ამის მიუხედავად, პრეზიდენტმა უცხოური ვიზიტები გააგრძელა, „ქართულმა ოცნებამ“ კი იმპიჩმენტის პროცესი დაიწყო.
იმპიჩმენტის პროცედურა მას შემდეგ დაიწყო, რაც ზურაბიშვილი 31 აგვისტოს საგარეო ტურნეში გაემგზავრა და მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო შეხვედრები ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებთან. მინისტრთა კაბინეტმა მოგზაურობის ნებართვის მიცემაზე უარი ახსნა იმით, რომ ხელისუფლებამ დაკარგა ნდობა მის მიმართ. ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მისი ევროპაში მოგზაურობის მიზანია დაეხმაროს საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვებაში.
პრეზიდენტი ზურაბიშვილი პარლამენტში 6 თებერვალს გამოვა მოხსენებით>>
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 16 ოქტომბერს დაადასტურა ქვეყნის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ქვეყნის მთავარი კანონის – კონსტიტუციის 52-ე მუხლის დარღვევა, რომლის თანახმად პრეზიდენტს საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი ფუნქციების განხორციელება მხოლოდ მთავრობის ნებართვით შეუძლია. მაგრამ „ქართული ოცნების“ წარმატებები ამით დასრულდა, თუმცა, როგორც თავდაპირველად მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, მეტის იმედი არც ჰქონდათ, რადგან საქმის ბოლომდე მისაყვანად პარლამენტში საკმარისი ხმები არ აქვთ.
ზურაბიშვილის იმპიჩმენტს ხმა მხოლოდ 86-მა დეპუტატმა დაუჭირა მინიმალური 100-ის ნაცვლად. შესაბამისად, პრეზიდენტმა თანამდებობა შეინარჩუნა.
იმავე დღეს „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ამიერიდან ზურაბიშვილი ქვეყნის პრეზიდენტი კი არა, მხოლოდ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტია. ხელისუფლება ამ პარტიას და მის თანამოაზრეებს „რადიკალურ ოპოზიციას“ უწოდებს.
ყველა ახალი ამბავი
0