https://sputnik-georgia.com/20240127/prokuraturan-sss-s-yofili-maralcinosnebi-daakava-285932283.html
პროკურატურამ შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნები დააკავა
პროკურატურამ შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნები დააკავა
Sputnik საქართველო
დაკავებულებს ბრალად სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება, ქრთამის აღება და ტაღლითობა ედებათ. 27.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-27T17:00+0400
2024-01-27T17:00+0400
2024-01-27T19:14+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პროკურატურა
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
კრიმინალი საქართველოში
თბილისი დღეს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0a/251127912_0:70:1000:633_1920x0_80_0_0_0470d9de5bdc919c6eab16361b92617b.jpg
თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ და შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს პოლიციის მე-4 სამმართველოს ყოფილი უფროსი და მისი ყოფილი მოადგილე დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ სამმართველოს უფროსმა დიმიტრი ქვაჭრელიშვილმა მოქალაქე ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დაადანაშაულა ნარკოდამოკიდებულებაში, მას დაპატიმრებით დაემუქრა და ფსიქოლოგიური ძალადობის გზით 3500 აშშ დოლარის ოდენობით ქრთამი გამოსძალა.გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ ამავე სამმართველოს უფროსის მოადგილე ამირან ნაჭყებია მოქალაქის საცხოვრებელ სახლში მივიდა, სადაც ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის (გამომძიებლის/პროკურორის დადგენილება ან მოსამართლის განჩინება) გარეშე ჩაატარა უკანონო ჩხრეკა და ვითომდა ნივთმტკიცების სახით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოქალაქისა და მასთან ერთად მცხოვრები სხვა პირის კუთვნილი პირადი ნივთები ამოიღო, რითაც დაზარალებულებს მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიადგათ.პოლიციის მე-4 სამმართველოს ყოფილ უფროსს ბრალდება წარედგინა საჯარო მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაზე, რამაც ფიზიკური პირის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. მას ბრალად ასევე ედება საჯარო მოხელის მიერ ქრთამის აღება, ჩადენილი გამოძალვით.ამავე სამმართველოს უფროსის ყოფილ მოადგილეს კი ბრალად ედება თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და საჯარო მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული სასჯელი 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურა დაკავებულებისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0a/251127912_32:0:968:702_1920x0_80_0_0_ad09df4b7ef7324fc69073f52ed5edf0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პროკურატურა, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, კრიმინალი საქართველოში, თბილისი დღეს
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პროკურატურა, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, კრიმინალი საქართველოში, თბილისი დღეს
პროკურატურამ შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნები დააკავა
17:00 27.01.2024 (განახლებულია: 19:14 27.01.2024) დაკავებულებს ბრალად სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება, ქრთამის აღება და ტაღლითობა ედებათ.
თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ და შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს პოლიციის მე-4 სამმართველოს ყოფილი უფროსი და მისი ყოფილი მოადგილე დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ სამმართველოს უფროსმა დიმიტრი ქვაჭრელიშვილმა მოქალაქე ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დაადანაშაულა ნარკოდამოკიდებულებაში, მას დაპატიმრებით დაემუქრა და ფსიქოლოგიური ძალადობის გზით 3500 აშშ დოლარის ოდენობით ქრთამი გამოსძალა.
გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ ამავე სამმართველოს უფროსის მოადგილე ამირან ნაჭყებია მოქალაქის საცხოვრებელ სახლში მივიდა, სადაც ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის (გამომძიებლის/პროკურორის დადგენილება ან მოსამართლის განჩინება) გარეშე ჩაატარა უკანონო ჩხრეკა და ვითომდა ნივთმტკიცების სახით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოქალაქისა და მასთან ერთად მცხოვრები სხვა პირის კუთვნილი პირადი ნივთები ამოიღო, რითაც დაზარალებულებს მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიადგათ.
პოლიციის მე-4 სამმართველოს ყოფილ უფროსს ბრალდება წარედგინა საჯარო მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაზე, რამაც ფიზიკური პირის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. მას ბრალად ასევე ედება საჯარო მოხელის მიერ ქრთამის აღება, ჩადენილი გამოძალვით.
ამავე სამმართველოს უფროსის ყოფილ მოადგილეს კი ბრალად ედება თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და საჯარო მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული სასჯელი 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა დაკავებულებისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.