დიდთოვლობა საქართველოში: გზებზე შეზღუდვები მოქმედებს

© Roads Department of Georgiaგზის გაწმენდა აჭარაში
გზის გაწმენდა აჭარაში - Sputnik საქართველო, 1920, 27.01.2024
გამოწერა
გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზებით, საქართველოში თოვა 28 იანვრამდე გასტანს
თბილისი, 27 იანვარი – Sputnik. თოვისა და ცუდი ხილვადობის გამო საქართველოში რამდენიმე გზა გადაკეტილია, რთული ვითარება რჩება საქართველო-რუსეთის საზღვრისკენ მიმავალ გზაზე, „ზემო ლარსის“ საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე.
დიდგაბარიტიანი ავტომობილებისთვის დაკეტილია ნაქერალას უღელტეხილი.
ასევე, ავტომობილები ვერ გადაადგილდებიან თურქეთის საზღვრისკენ ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზაზე და ასევე საქართველო-სომხეთის საზღვრამდე ახალციხე-ნინოწმინდის გზაზე.
მძიმე ვითარებაა მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე. კობი-გუდაურის მონაკვეთი დაკეტილია ყველა სახის ტრანსპორტისთვის.
ყველა ახალი ამბავი
0