https://sputnik-georgia.com/20240126/somxeti-dainteresebulia-shavi-zgvis-wkalqvesha-kabelis-proeqtit-285926479.html
სომხეთი დაინტერესებულია შავი ზღვის წყალქვეშა ენერგოკაბელის გაყვანის პროექტით
სომხეთი დაინტერესებულია შავი ზღვის წყალქვეშა ენერგოკაბელის გაყვანის პროექტით
Sputnik საქართველო
შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ევროპისა და კავკასიის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას, განახლებადი ენერგიის... 26.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-26T23:23+0400
2024-01-26T23:23+0400
2024-01-26T23:23+0400
საქართველო
სომხეთი
კავკასია
საქართველოს ენერგეტიკა
ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/03/251637049_0:240:2890:1866_1920x0_80_0_0_d8de6cdf019ddd31c4773a08e35c2a38.jpg
თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. სომხეთი დაინტერესებულია შეუერთდეს შავი ზღვის წყალქვეშა ენერგოკაბელის გაყვანის პროექტს, განაცხადა თბილისში ვიზიტით მყოფმა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლა ფაშინიანმა.შეთანხმებას, რომლის თანახმად შავი ზღვის ფსკერზე გაყვანილმა ელექტროკაბელმა საქართველო და აზერბაიჯანი ევროპასთან უნდა დააკავშიროს, საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა 2022 წლის დეკემბერში მოაწერეს ხელი. საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ საქართველოს, ენერგიის განახლებადი წყაროების თვალსაზრისით, დიდი პოტენციალი აქვს და ის მიმზიდველია, როგორც სატრანზიტო ჰაბი.პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ევროპისა და კავკასიის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას, განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას და გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს.ევროკავშირი პროექტისთვის 2,3 მილიარდ ევროს გამოყოფს. კაბელი ხელს შეუწყობს აზერბაიჯანსა და საქართველოში წარმოებული ელექტროენერგიის ევროპაში გაყიდვას. მსოფლიო ბანკი შავის ზღვის ფსკერის დეტალური კვლევისთვის საქართველოს დამატებით 75 მლნ დოლარს გამოუყოფს.თუ პროექტი განხორციელდება, ათასი მეგავატი სიმძლავრის 1.195 კმ-იანი კაბელი საქართველოს აღმოსავლეთ ბალკანეთთან დააკავშირებს, რაც სამხრეთ კავკასიას და ევროპას საშუალებას მისცემს, ისარგებლონ ფართო საექსპორტო შესაძლებლობებით და განახორციელონ ელექტროენერგიის იმპორტი ელექტროენერგიის ბაზრის საათობრივი ფასების გათვალისწინებით.
საქართველო
სომხეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/03/251637049_281:233:2699:2047_1920x0_80_0_0_bc93985aa5a3f64ee16e3b7ce9940344.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სომხეთი, კავკასია, საქართველოს ენერგეტიკა, ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, სომხეთი, კავკასია, საქართველოს ენერგეტიკა, ეკონომიკა, ახალი ამბები
სომხეთი დაინტერესებულია შავი ზღვის წყალქვეშა ენერგოკაბელის გაყვანის პროექტით
შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ევროპისა და კავკასიის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას, განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას და გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს.
თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. სომხეთი დაინტერესებულია შეუერთდეს შავი ზღვის წყალქვეშა ენერგოკაბელის გაყვანის პროექტს, განაცხადა თბილისში ვიზიტით მყოფმა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლა ფაშინიანმა.
შეთანხმებას, რომლის თანახმად შავი ზღვის ფსკერზე გაყვანილმა ელექტროკაბელმა საქართველო და აზერბაიჯანი ევროპასთან უნდა დააკავშიროს, საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა 2022 წლის დეკემბერში მოაწერეს ხელი. საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ საქართველოს, ენერგიის განახლებადი წყაროების თვალსაზრისით, დიდი პოტენციალი აქვს და ის მიმზიდველია, როგორც სატრანზიტო ჰაბი.
„ჩვენი რეგიონი შეიძლება გახდეს ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონალური მარშრუტი სამხრეთსა და ჩრდილოეთს, დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის. ამ ყველაფერში დიდი მნიშვნელობა აქვს ინკლუზიურობას, რომელშიც ყველა სახელმწიფოს ექნება შესაძლებლობა მიიღოს მონაწილეობა ეკონომიკურ პროექტებში. ამის კარგი მაგალითია შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის პროექტი, რომლის მიმართაც სომხეთს დიდი ინტერესი აქვს“, - განაცხადა ფაშინიანმა.
პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ევროპისა და კავკასიის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას, განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას და გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს.
ევროკავშირი პროექტისთვის 2,3 მილიარდ ევროს გამოყოფს. კაბელი ხელს შეუწყობს აზერბაიჯანსა და საქართველოში წარმოებული ელექტროენერგიის ევროპაში გაყიდვას. მსოფლიო ბანკი შავის ზღვის ფსკერის დეტალური კვლევისთვის საქართველოს დამატებით 75 მლნ დოლარს გამოუყოფს.
თუ პროექტი განხორციელდება, ათასი მეგავატი სიმძლავრის 1.195 კმ-იანი კაბელი საქართველოს აღმოსავლეთ ბალკანეთთან დააკავშირებს, რაც სამხრეთ კავკასიას და ევროპას საშუალებას მისცემს, ისარგებლონ ფართო საექსპორტო შესაძლებლობებით და განახორციელონ ელექტროენერგიის იმპორტი ელექტროენერგიის ბაზრის საათობრივი ფასების გათვალისწინებით.