საქართველოს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების იმედი აქვს

© Сourtesy of Georgian Governmentiირაკლი ღარიბაშვილი
iირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 26.01.2024
გამოწერა
პრემიერმა მზადყოფნა გამოთქვა წვლილი შეიტანოს რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებაში
თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. საქართველო დიდი ოპტიმიზმით უყურებს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დიალოგს და იმედოვნებს, რომ მშვიდობა დამყარდება რეგიონში, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.
2023 წლის დეკემბერში ბაქომ და ერევანმა გამოაქვეყნეს აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ადმინისტრაციისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ოფისის ერთობლივი განცხადება, რომელშიც საუბარია ქვეყნების განზრახვაზე ურთიერთობების ნორმალიზებისა და სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საფუძველზე სამშვიდობო ხელშეკრულების მიღწევის შესახებ.
„ჩვენ დიდი ოპტიმიზმითა და იმედით ვუყურებთ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე დიალოგს და მინდა გამოვთქვა იმედი, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი მალე მოაწერენ ხელს სამშვიდობო შეთანხმებას, რომელიც, უდავოდ, ხელს შეუწყობს და გააძლიერებს მშვიდობასა და სტაბილურობას რეგიონში. მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, ეს მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხებისთვის“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მან კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს მზადყოფნა, წვლილი შეიტანოს ამ გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებაში, რაც სარგებელს მოუტანს რეგიონის ქვეყნებსა და ერებს.
პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი „მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივით" 2021 წლის დეკემბერში გამოვიდა. მან სომხეთსა და აზერბაიჯანს არაფორმალური დიალოგისთვის რეგიონული პლატფორმის შექმნა შესთავაზა. 2022 წლის ივლისში თბილისში სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი შეხვედრა გაიმართა.
ყველა ახალი ამბავი
0