https://sputnik-georgia.com/20240126/saqartvelos-bankis-pilialze-tavdasxmistvis-policiam-erti-piri-daakava-285926798.html
„საქართველოს ბანკის" ფილიალზე თავდასხმა: შსს-მ საქმის დეტალები გაასაჯაროვა
„საქართველოს ბანკის" ფილიალზე თავდასხმა: შსს-მ საქმის დეტალები გაასაჯაროვა
Sputnik საქართველო
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება. 26.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-26T23:45+0400
2024-01-26T23:45+0400
2024-01-26T23:48+0400
საქართველო
კრიმინალი საქართველოში
საქართველოს რეგიონები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250825170_0:0:2500:1407_1920x0_80_0_0_1f7329e7b8d9bfd40549f012c3e7f449.jpg
თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. მამაკაცი, რომელიც სენაკში „საქართველოს ბანკის" ფილიალში დანით შეიარაღბული შეიჭრა, პოლიციამ დააკავა, ნათქვამია შეინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.ბანკის ფილიალზე თავდასხმის შესახებ ინფორმაცია პარასკევს საღამოს გახდა ცნობილი. წინასწარი ინფორმაციით, 29 წლის მამაკაცმა ბანკის ერთ-ერთი მომხმარებლის ჩანთა გაიტაცა, რომელშიც 900 ევრომდე იყო.შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა ცივი იარაღის მუქარით ბანკის თანამშრომელს თანხა გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.პოლიციამ, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი, მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავა.სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი და თანხა ნივთმტკიცებად ამოიღეს.ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250825170_226:0:2451:1669_1920x0_80_0_0_5c73595020d1f8927d1c673e0ccee89d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კრიმინალი საქართველოში, საქართველოს რეგიონები, ახალი ამბები
საქართველო, კრიმინალი საქართველოში, საქართველოს რეგიონები, ახალი ამბები
„საქართველოს ბანკის" ფილიალზე თავდასხმა: შსს-მ საქმის დეტალები გაასაჯაროვა
23:45 26.01.2024 (განახლებულია: 23:48 26.01.2024) ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.
თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. მამაკაცი, რომელიც სენაკში „საქართველოს ბანკის" ფილიალში დანით შეიარაღბული შეიჭრა, პოლიციამ დააკავა, ნათქვამია შეინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ბანკის ფილიალზე თავდასხმის შესახებ ინფორმაცია პარასკევს საღამოს გახდა ცნობილი. წინასწარი ინფორმაციით, 29 წლის მამაკაცმა ბანკის ერთ-ერთი მომხმარებლის ჩანთა გაიტაცა, რომელშიც 900 ევრომდე იყო.
შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა ცივი იარაღის მუქარით ბანკის თანამშრომელს თანხა გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
პოლიციამ, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი, მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავა.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი და თანხა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.