https://sputnik-georgia.com/20240126/saqartvelo-madridsi-prestijul-turistul-gamofenazea-warmodgenili-285910289.html
საქართველო მადრიდში პრესტიჟულ ტურისტულ გამოფენაზეა წარდგენილი
საქართველო მადრიდში პრესტიჟულ ტურისტულ გამოფენაზეა წარდგენილი
Sputnik საქართველო
მსოფლიოს ტურისტული სექტორი საქართველოს პოტენციალს ეცნობა. 26.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-26T13:56+0400
2024-01-26T13:56+0400
2024-01-26T13:56+0400
ტურიზმი საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
ესპანეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/19/275233821_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_cbf135300ad50678af99cb8b7dd07997.jpg
თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. საქართველო ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული, მადრიდის საერთაშორისო ტურისტული გამოფენა FITUR-2024-ის სტუმარია, იუწყება საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაცია. გამოფენა 24 იანვარს გაიხსნა და 28 იანვრამდე გაგრძელდება. ღონისძიებაზე იმყოფება ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც საერთაშორისო ტუროპერატორებთან საქმიან ურთიერთობებს აგვარებენ. FITUR-2024 ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტურისტული გამოფენაა მსოფლიოში. მასში დაახლოებით 9 ათასი კომპანია მონაწილეობს მსოფლიოს 130 ქვეყნიდან. მადრიდის ტურისტული გამოფენა ყოველ წელს დაახლოებით 136 ათას სტუმარს იღებს. გამოფენის ძირითადი თემატური მიმართულებებია დასვენება, ტურისტული მომსახურება, ტურისტული პროდუქცია, ტუროპერატორები, ტურიზმი, აქტიური დასვენება, ტურისტული სააგენტო.
საქართველო
ესპანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/19/275233821_137:0:2868:2048_1920x0_80_0_0_65df81fd6173dc282f773c2d475bcb6d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ტურიზმი საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, ესპანეთი
ტურიზმი საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, ესპანეთი
საქართველო მადრიდში პრესტიჟულ ტურისტულ გამოფენაზეა წარდგენილი
მსოფლიოს ტურისტული სექტორი საქართველოს პოტენციალს ეცნობა.
თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. საქართველო ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული, მადრიდის საერთაშორისო ტურისტული გამოფენა FITUR-2024-ის სტუმარია, იუწყება საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაცია.
გამოფენა 24 იანვარს გაიხსნა და 28 იანვრამდე გაგრძელდება. ღონისძიებაზე იმყოფება ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც საერთაშორისო ტუროპერატორებთან საქმიან ურთიერთობებს აგვარებენ.
„შესაძლებლობა გვაქვს ჩვენს ქვეყანას გავუწიოთ პოპულარიზაცია და საქმიანი ურთიერთობები დავამყაროთ. შეხვედრები გვაქვს საერთაშორისო მედია პლატფორმებთან, როგორიცაა National Geographic, ასევე ავიაკომპანიებთან, ტურისტულ კომპანიებთან. ვფიქრობ, ეს გამოფენა ძალიან წარმატებული იქნება და ბევრ საერთაშორისო მოგზაურს მოიზიდავს საქართველოში", - აღნიშნა ომიაძემ.
FITUR-2024 ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტურისტული გამოფენაა მსოფლიოში. მასში დაახლოებით 9 ათასი კომპანია მონაწილეობს მსოფლიოს 130 ქვეყნიდან. მადრიდის ტურისტული გამოფენა ყოველ წელს დაახლოებით 136 ათას სტუმარს იღებს.
გამოფენის ძირითადი თემატური მიმართულებებია დასვენება, ტურისტული მომსახურება, ტურისტული პროდუქცია, ტუროპერატორები, ტურიზმი, აქტიური დასვენება, ტურისტული სააგენტო.