როგორ აკონტროლებს საქართველო საერთაშორისო სანქციების თავიდან აცილებას - მინისტრის პასუხი

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს ფინანსთა სამინისტრო
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 26.01.2024
გამოწერა
საქართველომ უარი თქვა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე, მაგრამ, ამავე დროს, იცავს საერთაშორისო სანქციებს.
თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. ქართველმა მებაჟეებმა, დაწესების დღიდან, რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლის 1.770 შემთხვევა დააფიქსირეს, განუცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა ჟურნალისტებს.
საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღებაზე უარი თქვა და განაცხადა, რომ ეს თავად საქართველოს დააზარალებს. ამავე დროს, ქვეყანა იცავს საერთაშორისო სანქციებს და უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს.
„სანქციების შემოღებიდან დღემდე 1.770 შემთხვევა დაფიქსირდა, სადაც ხდებოდა სანქციების გვერდის ავლა. საქართველომ ან შეაჩერა ოპერაცია და ან აღნიშნული საქონელი გააბრუნა უკან. გარდა ამისა, დაახლოებით 1 ათასი შემთხვევაა ისეთი, როდესაც ბიზნესოპერატორებმა საბაჟო ორგანოს შესაბამისი კონსულტაციებისთვის მიმართეს", - განაცხადა ხუციშვილმა.
როგორც მინისტრმა განმარტა, ეს ის შემთხვევაა, როდესაც ბიზნესოპერატორები, უბრალოდ, ვერ ერკვევიან, ან უნდათ გაერკვნენ სანქციების ნაწილში და პრევენციულად წინასწარ აცნობებენ საბაჟო ორგანოს.
„ეს არის ძალიან კარგი მაგალითი იმისა, როგორ უნდა ითანამშრომლოს ბიზნესსექტორმა და სახელმწიფომ სანქციების აღსრულებასთან მიმართულებით", - განაცხადა ხუციშვილმა.
ოპოზიცია თვეების განმავლობაში ადანაშაულებდა ხელისუფლებას, რომ ის რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება, მაგრამ 2023 წლის ივნისში საქართველოში ვიზიტის დროს ევროკავშირის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის კოორდინატორებმა საქართველოს ხელისუფლების მიერ შესრულებული სამუშაო დადებითად შეაფასეს.
საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებულ საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს.
ყველა ახალი ამბავი
0