რამდენი ბინა გაიყიდა 2023 წელს თბილისში

© photo: Sputnik / Stringerახლადაშენებული კორპუსი
ახლადაშენებული კორპუსი - Sputnik საქართველო, 1920, 26.01.2024
გამოწერა
ყველაზე მეტად გაყიდვები გაიზარდა სამგორის, საბურთალოსა და დიდი დიღმის რაიონებში.
თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. 2023 წელს საცხოვრებელი ფართების ყიდვა–გაყიდვის გარიგებების რაოდენობა 2022 წელთან შედარებით 8%-ით შემცირდა, სულ გაიყიდა 41,1 ათასამდე ბინა, ნათქვამია Colliers Georgia-ს მიმოხილვაში.
თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე არსებული ვითარების მიმოხილვის თანახმად, 2023 წელს თბილისში გაყიდვების შემცირების მიუხედავად ბაზრის მოცულობა 5%-ით გაიზარდა და 2,5 მლრდ დოლარი შეადგინა. ეს გამოწვეულია ბინებზე საშუალო შეწონილი ფასის ზრდით.
გაყიდვები შემცირდა როგორც ახალაშენებულ, ისე ძველ კორპუსებში. ამასთან, ტრანზაქციები ახალ პროექტებში შემცირდა 4%-ით, ძველ კორპუსებში - 16%-ით", - ნათქვამია მიმოხილვაში.
გასულ წელს ბინებზე მოთხოვნა პირველადი ბაზრის სასარგებლოდ შეიცვალა (სამშენებლო კომპანიების/დეველოპერების მიერ გაყიდული უძრავი ქონება). 2023 წელს პირველად ბაზარზე გაყიდვები 1%-ით შემცირდა, მეორად ბაზარზე კი 12%-ით (უძრავი ქონების გაყიდვა მესაკუთრის მიერ).
ყველაზე მეტად გაყიდვები გაიზარდა სამგორის, საბურთალოსა და დიდი დიღმის რაიონებში.
Colliers Georgia-ს მონაცემებით, გასულ წელს გაძვირდა როგორც ახალი, ისე ძველი ბინები. კერძოდ, ახალაშენებული ბინების ღირებულება 13%-ით, ძველი ბინების კი 19%-ით გაძვირდა.
ყველა ახალი ამბავი
0