მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

გაერომ დაადასტურა, რომ რუსულ ბანკში ანგარიში გახსნა

© photo: Sputnik / Roman Maxmutov / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 26.01.2024
გამოწერა
თბილისი, 26 იანვარი − Sputnik. გაერო ადასტურებს, რომ რუსეთის ბანკში ანგარიში გახსნა, ვინაიდან დასავლურმა სანქციებმა გადახდის ჩვეულ არხების გამოყენება გაურთულა, იუწყება Reuters.
გავრცელებული ინფორმაციით, ანგარიში 2022 წელს გაიხსნა და სავალდებულო და ნებაყოფლობითი შენატანების მისაღებად გამოიყენება. კერძოდ, გაერო კლიმატის დაფინანსების პროგრამაში ამ გზით იღებს საწევრო შენატანებს სამი რუსული ბანკისგან.
„გაეროს სამდივნომ რუსული საბანკო ანგარიში ჩვენი პოლიტიკის შესაბამისადგახსნა, რომელიც ყველა წევრ სახელმწიფოს ეხმარება გადასახადების გადახდაში, რის გარეშეც ისინი ხმის უფლებას დაკარგავდნენ. ანგარიშის გახსნა აუცილებელი იყო, რადგან გადახდის სხვა არხებს სანქციებთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდათ“, − განაცხადა გაეროს წარმომადგენელმა.
არსებული ინფორმაციით, გაერომ, საწევრო გადასახადების სახით, უკვე მიიღო 114 ათასი დოლარი სამი რუსული ბანკისგან.
როგორც Reuters-ი აღნიშნავს, ამ ნაბიჯით გაერომ სანქცირებული რუსული ბანკებისთვის გადახდების შესაძლებლობა გააჩინა.
გაეროს მიერ რუსულ ბანკში ანგარიშის გახსნის თაობაზე ცნობილი „სოვკომბანკის“ განცხადებიდან გახდა, რომელმაც მანამდე აშშ-ის ხაზინას დოლარში გადახდების მიღებაზე ლიცენზიის მოთხოვნით მიმართა.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს უცხოური აქტივების კონტროლის სამმართველომ „სოვკომბანკი“რომელიც რუსული ბანკების ტოპ-10-ში შედის, 2022 წელს განსაკუთრებული კატეგორიის პირთა სიაში შეიყვანა, გაყინა მისი ამერიკული აქტივები და ფაქტობრივად გათიშა ის აშშ-ის ფინანსური სისტემიდან.
წყარო: Reuters
ყველა ახალი ამბავი
0