მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ჰააგის სასამართლომ ისრაელის წინააღმდეგ სამხრეთ აფრიკის სარჩელზე გადაწყვეტილება გამოიტანა

© AFP 2024ისრაელი-ჰამასის ომი
ისრაელი-ჰამასის ომი - Sputnik საქართველო, 1920, 26.01.2024
გამოწერა
მოსამართლის განმარტებით, ისრაელმა დაუყოვნებლივ უნდა უზრუნველყოს, რომ მისმა ძალებმა არ ჩაიდინონ გენოციდის კონვენციით გათვალისწინებული რომელიმე ქმედება.
თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ ისრაელს დააკისრა მიიღოს სასწრაფო ზომები, რათა ღაზას სექტორში უზრუნველყოს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება, განაცხადა სასამართლოს პრეზიდენტმა ჯოან დონოგიუმ პარასკევს გამართულ მოსმენაზე.
11-12 იანვარს ჰააგის სასამართლოში ისრაელის წინააღმდეგ სამხრეთ აფრიკის სარჩელის მოსმენა გაიმართა, რომელსაც ბრალად ედება ღაზას სექტორში გენოციდის შესახებ კონვენციის დარღვევა. სამხრეთ აფრიკამ მოუწოდა სასამართლოს, დაავალოს ისრაელს შეწყვიტოს სამხედრო ოპერაცია ღაზაში, უზრუნველყოს მოსახლეობის წვდომა სურსათზე, წყალსა და ჰუმანიტარულ დახმარებაზე და არ შეაფერხოს საერთაშორისო მისიების შესვლა ღაზაში.
„ისრაელმა უნდა მიიღოს ზომები, რათა სასწრაფო წესით უზრუნველყოს აუცილებელი საბაზისო მომსახურებისა და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება ღაზას სექტორის მცხოვრებლებისთვის“, - განაცხადა დონოგიუმ.
26 იანვარს გამოცხადებულ გადაწყვეტილებაში, გაეროს უმაღლესი სასამართლოს მოსამართლეებმა არ დაავალეს ისრაელს ღაზის სექტორში სამხედრო კამპანიის დაუყოვნებლივ შეწყვიტა, როგორც ამას სამხრეთი აფრიკა ითხოვდა. თუმცა სასამართლომ მხარი დაუჭირა სამხრეთ აფრიკის მოთხოვნების უმეტეს ნაწილს.
ისრაელი აცხადებს, რომ დაუშვა ჰუმანიტარული დახმარება ღაზაში, მათ შორის სურსათით დატვირთული სატვირთო მანქანები და არ დაუწესებია რაიმე შეზღუდვა წყლის რაოდენობაზე, რომელიც შეიძლება შევიდეს ამ ტერიტორიაზე.
ყველა ახალი ამბავი
0