https://sputnik-georgia.com/20240126/elcinisa-da-klintonis-sexvedris-stenogramma-285911623.html
განსაიდუმლოებული დოკუმენტი: ელცინი კლინტონს რუსეთის ნატოში გაწევრიანებას სთავაზობდა
განსაიდუმლოებული დოკუმენტი: ელცინი კლინტონს რუსეთის ნატოში გაწევრიანებას სთავაზობდა
Sputnik საქართველო
თბილისი, 26 იანვარი − Sputnik. 1994 წლის იანვარში რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ბორის ელცინმა ნოვო-ოგარიოვოში აშშ-ის პრეზიდენტ ბილ კლინტონთან შეხვედრისას... 26.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-26T14:40+0400
2024-01-26T14:40+0400
2024-01-26T14:40+0400
მსოფლიო დღეს
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთი
აშშ
პოლიტიკა
ნატო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/1a/285911430_0:48:3114:1800_1920x0_80_0_0_201ae715318b158f2b0667b4f0f8af31.jpg
თბილისი, 26 იანვარი − Sputnik. 1994 წლის იანვარში რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ბორის ელცინმა ნოვო-ოგარიოვოში აშშ-ის პრეზიდენტ ბილ კლინტონთან შეხვედრისას განაცხადა, რომ რუსეთი პირველი უნდა შეუერთდეს ნატოს იმ შემთხვევაში, თუ სამხედრო ბლოკი გაფართოებას გადაწყვეტს, ნათქვამია ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი კვლევითი ორგანიზაცია „ეროვნული უსაფრთხოების არქივის“ მიერ განსაიდუმლოებულ დოკუმენტში, რომელიც ორი ლიდერის საუბრის სტენოგრამას შეიცავს.როგორც სტენოგრამიდან ირკვევა, კლინტონთან საუბრისას ელცინმა ხაზი გაუსვა, რომ ალიანსში რუსეთის გაწევრიანების შემთხვევაში, მის მაგალითს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სხვა სახელმწიფოებიც აჰყვებიან.დოკუმენტის თანახმად, კლინტონის პასუხი ამ წინადადებაზე იყო „ძალიან ფრთხილი" − მასში საუბარი იყო რუსეთის სიდიადეზე, „მაგრამ არ იყო ნახსენები ელცინის მიერ შეთავაზებული კავშირის შექმნის ან რუსეთის ნატოში გაწევრიანების იდეა" (სტენოგრამაში ეს ციტატა სრულად არ არის გაშიფრული, − რედ.).თუმცა 2022 წლის აპრილში კი ბილ კლინტონი გამოცემა The Atlantic-შიწერდა, რომ ბორის ელცინსა და ვლადიმირ პუტინს რუსეთის ნატოში გაწევრიანებას სთავაზობდა.როგორც რუსული გამოცემა „კომერსანტი“ წერს, ვლადიმირ პუტინმა 2017 წელს ამერიკელ რეჟისორ ოლივერ სტოუნთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მან ბილ კლინტონს რუსეთის ნატოში გაწევრიანებაზე დაფიქრება შესთავაზა.მისი თქმით, ამაზე კლინტონმა უპასუხა, რომ წინააღმდეგი არ იყო, რამაც „მთელი ამერიკული დელეგაცია გაანერვიულა".აღსანიშნავია, რომ რუსულმა მხარემ უკვე ირეაგირა გასაჯაროებულ დოკუმენტზე. როგორც რუსეთის პირველი პრეზიდენტის, ბორის ელცინის პირადმა კონსულტანტმა იგორ მინტუსოვმა განუცხადა „რია ნოვოსტის“, მას ელცინსა და კლინტონს შორის მსგავსი საუბარი არ მოუსმენია.იგივე თქვა ელცინის პროტოკოლის ყოფილმა ხელმძღვანელმა ვლადიმირ შევჩენკომაც. ამასთან ის აღშფოთდა კიდეც იმ ფაქტით, რომ შეერთებული შტატებისა და რუსეთის ლიდერების საუბრის ჩანაწერების განსაიდუმლოება ცალმხრივად მოხდა. მისი თქმით, ეს „თავხედობა და ორმაგი სტანდარტია“.წყარო: National Security Archive
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/1a/285911430_163:0:2894:2048_1920x0_80_0_0_ef2540e1f4309c0d36d0c1a0a0c97e54.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, რუსეთი, აშშ , პოლიტიკა, ნატო
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, რუსეთი, აშშ , პოლიტიკა, ნატო
თბილისი, 26 იანვარი − Sputnik. 1994 წლის იანვარში რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ბორის ელცინმა ნოვო-ოგარიოვოში აშშ-ის პრეზიდენტ ბილ კლინტონთან შეხვედრისას განაცხადა, რომ რუსეთი პირველი უნდა შეუერთდეს ნატოს იმ შემთხვევაში, თუ სამხედრო ბლოკი გაფართოებას გადაწყვეტს, ნათქვამია ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი კვლევითი ორგანიზაცია „ეროვნული უსაფრთხოების არქივის“ მიერ განსაიდუმლოებულ დოკუმენტში, რომელიც ორი ლიდერის საუბრის სტენოგრამას შეიცავს.
როგორც სტენოგრამიდან ირკვევა, კლინტონთან საუბრისას ელცინმა ხაზი გაუსვა, რომ ალიანსში რუსეთის გაწევრიანების შემთხვევაში, მის მაგალითს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სხვა სახელმწიფოებიც აჰყვებიან.
„აუცილებელია შეიქმნას ერთგვარი კარტელი აშშ-ის, რუსეთისა და ევროპის ქვეყნების ჩათვლით, რომელიც ხელს შეუწყობს საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებას“, − განაცხადა ბორის ელცინმა.
დოკუმენტის თანახმად, კლინტონის პასუხი ამ წინადადებაზე იყო „ძალიან ფრთხილი" − მასში საუბარი იყო რუსეთის სიდიადეზე, „მაგრამ არ იყო ნახსენები ელცინის მიერ შეთავაზებული კავშირის შექმნის ან რუსეთის ნატოში გაწევრიანების იდეა" (სტენოგრამაში ეს ციტატა სრულად არ არის გაშიფრული, − რედ.).
თუმცა 2022 წლის აპრილში კი ბილ კლინტონი გამოცემა The Atlantic-შიწერდა, რომ ბორის ელცინსა და ვლადიმირ პუტინს რუსეთის ნატოში გაწევრიანებას სთავაზობდა.
„მთელი ამ დროის განმავლობაში ჩვენ ღიად ვტოვებდით ნატოს კარს რუსეთის გაწევრიანებისთვის, რაზეც მე მკაფიოდ ვუთხარი ელცინს, მერე კი მის მემკვიდრე ვლადიმირ პუტინსაც“, − ნათქვამია ყოფილი პრეზიდენტის სტატიაში.
როგორც რუსული გამოცემა „კომერსანტი“ წერს, ვლადიმირ პუტინმა 2017 წელს ამერიკელ რეჟისორ ოლივერ სტოუნთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მან ბილ კლინტონს რუსეთის ნატოში გაწევრიანებაზე დაფიქრება შესთავაზა.
„მახსოვს ერთ-ერთი ბოლო შეხვედრა პრეზიდენტ კლინტონთან, როდესაც ის ჯერ კიდევ პრეზიდენტი იყო. კლინტონი მოსკოვში ჩამოვიდა და დისკუსიისას ვუთხარი, იქნებ განვიხილოთ ვარიანტი, რომ რუსეთი შეიძლება ნატოში გაწევრიანდეს-მეთქი“, − აღნიშნა პუტინმა ინტერვიუში.
მისი თქმით, ამაზე კლინტონმა უპასუხა, რომ წინააღმდეგი არ იყო, რამაც „მთელი ამერიკული დელეგაცია გაანერვიულა".
აღსანიშნავია, რომ რუსულმა მხარემ უკვე ირეაგირა გასაჯაროებულ დოკუმენტზე. როგორც რუსეთის პირველი პრეზიდენტის, ბორის ელცინის პირადმა კონსულტანტმა იგორ მინტუსოვმა განუცხადა „რია ნოვოსტის“, მას ელცინსა და კლინტონს შორის მსგავსი საუბარი არ მოუსმენია.
იგივე თქვა ელცინის პროტოკოლის ყოფილმა ხელმძღვანელმა ვლადიმირ შევჩენკომაც. ამასთან ის აღშფოთდა კიდეც იმ ფაქტით, რომ შეერთებული შტატებისა და რუსეთის ლიდერების საუბრის ჩანაწერების განსაიდუმლოება ცალმხრივად მოხდა. მისი თქმით, ეს „თავხედობა და ორმაგი სტანდარტია“.