დედა შვილს მათხოვრობას აიძულებდა - სამართალდამცველებმა ტრეფიკინგის ფაქტი გამოავლინეს

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 26.01.2024
გამოწერა
დედა შვილს ქუჩაში მოწყალების თხოვნას და ნივთების რეალიზაციას აიძულებდა, შეგროვილ თანხას კი თავად ისაკუთრებდა.
თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვნით ვაჭრობისა (ტრეფიკინგის) და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დედამ მასზე მატერიალურად დამოკიდებული არასრულწლოვანი შვილი სარგებლის მიღების მიზნით გადაიბირა და 2023 წლის ივნისიდან შრომით ექსპლუატაციას უწევდა.
ბრალდებული შვილს ქუჩაში მოწყალების თხოვნასა და ნივთების რეალიზაციას აიძულებდა, შეგროვილ თანხას კი თავად ისაკუთრებდა.
განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის თაობაზე ცნობილი იყო კიდევ ორი პირისთვის, რომლებმაც აღნიშნულის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინეს.
არასრულწლოვანის დედას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის არასრულწლოვანით ვაჭრობის მუხლით წარედგინა, რაც სასჯელის სახით 14-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო კიდევ ორ პირს ბრალდება დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლით წარედგინათ, რაც 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, არასრულწლოვანის დედას და ერთ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ, ხოლო დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ბრალდებული კიდევ ერთი პირი სხვა სისხლის სამართლის საქმეზე უკვე იმყოფება პატიმრობაში.
თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეები შშმ პირს მათხოვრობას აიძულებდნენ>>
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143 სეკუნდა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით და 376-ე მუხლის მე-2 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0