პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე კიბერშეტევა მოხდა: სუს-ის განმარტება

© photo: Sputnik / Alexey Mal'gavko / გადასვლა მედიაბანკშიკიბერ-თავდასხმა
კიბერ-თავდასხმა - Sputnik საქართველო, 1920, 26.01.2024
გამოწერა
მიმდინარეობს ღონისძიებები დამნაშავეთა იდენტიფიცირებისა და შემდგომი სამართლებრივი რეაგირების მიზნით.
თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურ ვებგვერდზე განხორციელებული კიბერშეტევა აღკვეთა.
კიბერშეტევის შედეგად ვებგვერდზე www.president.ge განთავსებული ინფორმაციის მთლიანობა და ავთენტურობა დაირღვა.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს კიბერუსაფრთხოების ცენტრმა შეტევა უმოკლეს ვადაში გამოავლინა. მთელი რიგი გადაუდებელი რეაგირების ღონისძიებების გატარების შედეგად აღნიშნული კიბერშეტევა აღკვეთილია და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდი ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებს", - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ცნობით, მიმდინარეობს ინციდენტის კვლევის დამატებითი მოქმედებები აღნიშნული ვებგვერდის სხვა მოწყვლადობებზე შემოწმების, ასევე, დამნაშავეთა იდენტიფიცირებისა და შემდგომი სამართლებრივი რეაგირების მიზნით.
ყველა ახალი ამბავი
0