ცნობილია სტენინის ფოტოკონკურსის ჟიურის შემადგენლობა

  - Sputnik საქართველო, 1920, 25.01.2024
გამოწერა
თბილისი, 29 იანვარი − Sputnik. წელს ანდრეი სტენინის ხსოვნისადმი მიძღვნილი საიუბილეო ფოტოკონკურსის ჟიურის შემადგენლობაში სხვადასხვა წლებში გამარჯვებული ფოტოჟურნალისტები შევიდნენ.
ჟიურის საერთაშორისო ნაწილს წარმოადგენს ორი იტალიელი ფოტოგრაფი − დანილო გარსია დი მეო და გაბრიელე ჩეკონი, და თურქი ფოტოჟურნალისტი შებნემ კოშკუნი.
დი მეოს ფოტოსერიამ „ლეტიცია: უხილავი ცხოვრების ისტორია“ 2016 წელს მიიღო გრან-პრი, ხოლო ჩეკონის „განკიცხული და დედამიწა“ 2019 წელს დაჯილდოვდა კონკურსის მთავარი პრიზით. რაც შეეხება კოშკუნს, მისმა ფოტომ სახელწოდებით „ახალი საფრთხე წყალქვეშა სამყაროსთვის: COVID-19-ის ნარჩენები“, 2021 წელს გაიმარჯვა.
ჟიურიში რუსეთს ალიონა კოჩეტკოვა და ალექსეი ორლოვი წარმოადგენენ. მათმა სერიებმა − „როგორ ვიყავი ავად" და „ზარევომ“ გრან-პრი 2018 და 2023 წლებშიმიიღეს (შესაბამისად).
ალიონა კოჩეტკოვა: „ჩემთვის სტენინის საიუბილეო კონკურსის ჟიურის მუშაობაში მონაწილეობა ძალიან ღირებულია. 10 წლის განმავლობაში კონკურსი აძლევდა შესანიშნავ პლატფორმას სხვადასხვა ქვეყნის ფოტოგრაფებს. 2018 წელს კონკურსის გრან-პრი მოვიგე და ამან მრავალი ახალი შესაძლებლობა მომცა. კონკურსის წყალობით, ჩემმა ნამუშევარმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა.
მიხარია, რომ ამ კონკურსში სხვა რანგში ვიღებ მონაწილეობა. სხვა ფოტოგრაფების ნამუშევრების ნახვა ყოველთვის საინტერესო და შთამაგონებელია. სტენინის კონკურსი ის პლატფორმაა, სადაც ძლიერ ნამუშევრებს ღირსეული შეფასებისა და დამსახურებული აღიარების მიღება შეუძლიათ. ვიმედოვნებ, რომ წელს ბევრი საოცარი და დასამახსოვრებელი ისტორია იქნება წარმოდგენილი“.
ალექსეი ორლოვი: „პირველ რიგში, მინდა მივულოცო ყველას, ვინც ანდრეი სტენინის საიუბილეო კონკურსშიმონაწილეობს. დღეს ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფოტოჟურნალისტური კონკურსი ახალგაზრდა ფოტოგრაფებისთვის, ამიტომ მინდა ვისურვო, რომ ახალი სახელების აღმოჩენა და ადამიანების შესახებ მნიშვნელოვანი ისტორიების თხრობა განაგრძოს ავტორების ნამუშევრებით. შეუძლებელია ასეთი კონკურსის არსებობის მნიშვნელოვნების გადაჭარბება. დარწმუნებული ვარ, მეათე საიუბილეო კონკურსი მაყურებელს წარუდგენს უამრავ საოცარ და საუკეთესო ფოტოგრაფიულ ნამუშევარს მთელი მსოფლიოდან.
ჩემთვის ჟიურის მუშაობაში მონაწილეობა, უპირველეს ყოვლისა, დიდი პასუხისმგებლობაა: აუცილებელია რუსული და მსოფლიო ფოტოგრაფიის დონის შენარჩუნება და ამაღლება. ამავე დროს არ უნდა გამოგვრჩეს ახალი და ნიჭიერი ავტორები, რომლებიც შეიძლება დაიკარგონ კონკურსზე გაგზავნილი ფოტოების უზარმაზარ ნაკადში. საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი, რას ნიშნავს ნამუშევრის წარდგენა ამხელა კონკურსზე, როცა არ იცი რას უნდა ელოდო და არც გჯერა, რომ შენს ნამუშევარს შეამჩნევენ. წინ ბევრი სამუშაოა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, საბოლოოდ ყველაფერი ისე გამოვა, როგორც უნდა იყოს“.
გაბრიელე ჩეკონი: „კონკურსის გრან პრის მიღების შემდეგ, მის ჟიურიში მონაწილეობა იძლევა შესანიშნავ შესაძლებლობას, დავუბრუნო როგორც ფოტოგრაფებს, ასევე თავად კონკურსს ის, რაც მან 2019 წელს მომცა. შესანიშნავია, რომ მაქვს შესაძლებლობა, ვნახო კონკურსანტების ნამუშევრები და გამოვხატო აზრი მათ შესახებ, მხარი დავუჭირო ახალგაზრდა ფოტოგრაფების საუკეთესო ნამუშევრებს მთელი მსოფლიოდან, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ კონკურსში. იმედი მაქვს, რომ კონკურსი წარმოაჩენს თანამედროვე სამყაროს მთელ სირთულეს და დინამიკას, რომელიც ფოტოჟურნალისტიკის ენას აყალიბებს, რათა ზუსტად გამოხატოს მიმდინარე წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენების არსი“.
შებნემ კოშკუნი: „ანდრეი სტენინის კონკურსი ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ახალგაზრდა ჟურნალისტების საერთაშორისო ცნობადობისთვის. ჩემთვის, როგორც ამ კონკურსის გამარჯვებულის ყოფნა მისი ჟიურის შემადგენლობაში ბევრს ნიშნავს, რადგან ფოტოგრაფებისა და მათი ნამუშევრებისთვის კარიერაში მომდევნო ნაბიჯის გაკეთების საშუალების მიცემა ძალიან მნიშვნელოვანია.
ჩვენ ვცდილობთ, რომ მომხდარიდან ყველაზე მნიშვნელოვანი უფრო მეტადამიანს გავაცნოთ, ცნობადი გავხადოთ. როგორც ფოტოჟურნალისტი, ამას წარმოუდგენელი პასუხისმგებლობით ვუდგები.
დანილო გარსია დი მეო: პრესტიჟული საერთაშორისო კონკურსის, სტენინის ფოტოკონკურსის ჟიურიში ყოფნა, რომელიც ათი წელია ავლენს ახალგაზრდა ფოტოჟურნალისტების საუკეთესო ნამუშევრებს მთელი მსოფლიოდან, არის პატივი და დიდი შესაძლებლობა. ეს კონკურსი ბევრს ნიშნავს .
დარწმუნებული ვარ, ყურადღება იმაზე, რაც პირადსა და ზოგადს აერთიანებს, ყველაზე ნათლად განსაზღვრავს ამ კონკურსის ღრმა არსს. ჩემი მხრივ, მზად ვარ ყველანაირი ძალისხმევა - პირადი თუ პროფესიული, მოვმართო და შევარჩიო ის ნამუშევრები, რომლებიც ყველაზე თანამედროვე, მნიშვნელოვან და ადამიანურად მნიშვნელოვან ისტორიებს წარმოადგენს. მჯერა, რომ კონკურსის გამარჯვებულებისა და მათი ნამუშევრების მხარდაჭერა ძლიერ სტიმულს მისცემს მათ პროფესიულ კარიერას, რადგან ჩვენ, ფოტოგრაფები ვართ „საზოგადოების თვალი, რომელიც სამყაროს უმზერს“, და ასევე წვლილი შეგვაქვს იმაში, რომ ჩვენი სამყარო უკეთესი გავხადოთ“.
კონკურსისთვის ნამუშევრების მიღება ტრადიციულად 22 დეკემბერს დაიწყო − ანდრეი სტენინის დაბადების დღეს. 18-დან 33 წლამდე ფოტოპროფესიონალებს განაცხადების წარდგენა ვებგვერდზე რუსულ, ინგლისურ და ჩინურ ენებზე შეუძლიათ. განაცხადების 2024 წლის 15 მარტის ჩათვლითმიიღება.
2024 წლის კონკურსის საპრიზო ფონდი იქნება 125, 100 და 75 ათასი რუბლი თითოეულ კატეგორიაში პირველი, მეორე და მესამე ადგილისთვის. სტენინის კონკურსის უმაღლესი ჯილდოს — გრანპრის მფლობელი 700 ათას რუბლს მიიღებს.
კონკურსიასევე ინარჩუნებს გამარჯვებულთა საგამოფენო ტურების ტრადიციას რუსეთისა და უცხოეთის ქალაქებში. მისი არსებობის მანძილზე, კონკურსის გამარჯვებულების გამოფენები მაყურებლებმა იხილეს ჩინეთში, სამხრეთ აფრიკაში, მექსიკაში, არგენტინაში, ურუგვაიში, კოლუმბიაში, კონგოში, თურქეთში, ლიბანში, გერმანიაში, ესპანეთში, იტალიაში, საბერძნეთში, უნგრეთში, პოლონეთში, ეგვიპტესა და სხვა ქვეყნებში.

კონკურსის შესახებ

ანდრეი სტენინის საერთაშორისო ფოტოჟურნალისტიკის კონკურსი, რომელიც ორგანიზებულია მედიაჯგუფ „როსია სეგოდნიას“ მიერ იუნესკოს რუსეთის კომისიის ეგიდით, მიზნად ისახავს ახალგაზრდა ფოტოგრაფების მხარდაჭერასა და საზოგადოების ყურადღების მიპყრობას თანამედროვე ფოტოჟურნალისტიკის გამოწვევებზე. ეს არის პლატფორმა ახალგაზრდა ფოტოგრაფებისთვის.
კონკურსის გენერალური საინფორმაციო პარტნიორები წელს იყვნენ: რუსეთის სახელმწიფო ტელერადიომაუწყებლობის კომპანია, ონლაინ პლატფორმა „სმოტრიმ“ (რუსეთი), რუსული სახელმწიფო ტელეარხი „რუსეთი-კულტურა" (რუსეთი), ტელეარხი "მოსკოვი 24" (რუსეთი).
კონკურსის საერთაშორისო მედიაპარტნიორები არიან: საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik (საერთაშორისო), ტელეარხი და პორტალი RT (საერთაშორისო), მედიაჰოლდინგი Independent Media (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა), ახალი ამბების სააგენტო ANA (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა), Shanghai United Media Group (ჩინეთი), გაზეთ China Daily-ს ინტერნეტ-პორტალი (ჩინეთი), გაზეთ The Paper-ის ინტერნეტ-პორტალი (ჩინეთი), მედიაქსელი Al Mayadeen (ლიბანი).
ყველა ახალი ამბავი
0