https://sputnik-georgia.com/20240125/saavtomobilo-xidi-sadguris-moedans-dadianis-quchastan-daakavshirebs-285889449.html
საავტომობილო ხიდი სადგურის მოედანს დადიანის ქუჩასთან დააკავშირებს
საავტომობილო ხიდი სადგურის მოედანს დადიანის ქუჩასთან დააკავშირებს
Sputnik საქართველო
თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. მიმდინარეობს საგზაო ხიდის პროექტირება, რომელიც სადგურის მოედანს ცოტნე დადიანის ქუჩასთან დააკავშირებს, - ამის შესახებ დედაქალაქის... 25.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-25T16:02+0400
2024-01-25T16:02+0400
2024-01-25T16:02+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
საზოგადოება
ტრანსპორტი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24481/07/244810724_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_5c10a335503d6a33c2373abf3f504f68.jpg
თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. მიმდინარეობს საგზაო ხიდის პროექტირება, რომელიც სადგურის მოედანს ცოტნე დადიანის ქუჩასთან დააკავშირებს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.პროექტი ითვალისწინებს სადგურის მოედნის რეკონსტრუქციას და საგზაო კვანძის შექმნას, სადაც პრიორიტეტი საზოგადოებრივ ტრანსპორტს მიენიჭება. გარდა ამისა, მოეწყობა „ჭკვიანი“ სატრანსპორტო სისტემა, რომელიც შეამცირებს მგზავრობის დროს როგორც ავტობუსებისთვის, ისე კერძო ავტომობილებისთვის.კალაძის ინფორმაციით, ახალი ხიდის პროექტზე მუშაობა მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით ხორციელდება.გარდა ამისა, თითოეული შემოთავაზებული პროექტისთვის გათვალისწინებულია მიზანშეწონილობის კვლევა, შესაბამისად, ყველა მათგანისთვის უნდა ჩატარდეს გავლენების ანალიზი.სადგურის მოედნის რეკონსტრუქცია და ახალი საავტომობილო ხიდის მშენებლობა ერთ-ერთი პროექტია, რომელიც თბილისის სატრანსპორტო გეგმის ფარგლებში დანიური კომპანია Ramboll-სთვის იქნა შეთავაზებული.2023 წლის ბოლოს Ramboll-მა თბილისის მერიას სატრანსპორტო გზების განვითარების 15-წლიანი გეგმა შესთავაზა, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, გულისხმობს თბილისში ტრამვაის დაბრუნებას, საბაგირო გზების განვითარებას და ქალაქის ცენტრის სრულ რეკონსტრუქციას.მისი თქმით, რადგანაც აღმაშენებლის ხეივანი ძალზე გადატვირთულია, დიდი დიღმიდან გამოსვლა დიდი პრობლემას წარმოადგენს, ეს ასევე პრობლემაა საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის. მერია საკითხის მოგვარებას წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისა და ტრანსპორტის მოძრაობის ორმხრივად აღდგენის შემდეგ გეგმავს.შესაბამისად, ჩვენ ვგეგმავთ გარკვეულ ღონისძიებებს, მას შემდეგ, რაც წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდება და მოძრაობა ორმხრივად აღდგებასხდომაზე კალაძემ ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძეს და ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელ ვიქტორ წილოსანს დაავალა დაიწყონ მუშაობა სამოქმედო გეგმაზე, გაწერონ რეკომენდებულ ღონისძიებებზე მუშაობის დაწყების თარიღები და შედეგები საზოგადოებას წარუდგინონ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24481/07/244810724_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_2e37e7efe4844294dcea9876374edcc8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ტრანსპორტი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ტრანსპორტი საქართველოში, ახალი ამბები
თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. მიმდინარეობს საგზაო ხიდის პროექტირება, რომელიც სადგურის მოედანს ცოტნე დადიანის ქუჩასთან დააკავშირებს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პროექტი ითვალისწინებს სადგურის მოედნის რეკონსტრუქციას და საგზაო კვანძის შექმნას, სადაც პრიორიტეტი საზოგადოებრივ ტრანსპორტს მიენიჭება. გარდა ამისა, მოეწყობა „ჭკვიანი“ სატრანსპორტო სისტემა, რომელიც შეამცირებს მგზავრობის დროს როგორც ავტობუსებისთვის, ისე კერძო ავტომობილებისთვის.
კალაძის ინფორმაციით, ახალი ხიდის პროექტზე მუშაობა მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით ხორციელდება.
გარდა ამისა, თითოეული შემოთავაზებული პროექტისთვის გათვალისწინებულია მიზანშეწონილობის კვლევა, შესაბამისად, ყველა მათგანისთვის უნდა ჩატარდეს გავლენების ანალიზი.
სადგურის მოედნის რეკონსტრუქცია და ახალი საავტომობილო ხიდის მშენებლობა ერთ-ერთი პროექტია, რომელიც თბილისის სატრანსპორტო გეგმის ფარგლებში დანიური კომპანია Ramboll-სთვის იქნა შეთავაზებული.
2023 წლის ბოლოს Ramboll-მა თბილისის მერიას სატრანსპორტო გზების განვითარების 15-წლიანი გეგმა შესთავაზა, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, გულისხმობს თბილისში ტრამვაის დაბრუნებას, საბაგირო გზების განვითარებას და ქალაქის ცენტრის სრულ რეკონსტრუქციას.
„სტრატეგია მოიცავს ისეთ უპრეცედენტო პროექტებს, როგორიცაა დიდი დიღმის კავშირი ქალაქის ცენტრთან სწრაფი და კომფორტული სარკინიგზო ტრანსპორტით - ეს შეიძლება იყოს ტრამვაი ან მეტრო", - განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, რადგანაც აღმაშენებლის ხეივანი ძალზე გადატვირთულია, დიდი დიღმიდან გამოსვლა დიდი პრობლემას წარმოადგენს, ეს ასევე პრობლემაა საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის. მერია საკითხის მოგვარებას წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისა და ტრანსპორტის მოძრაობის ორმხრივად აღდგენის შემდეგ გეგმავს.
შესაბამისად, ჩვენ ვგეგმავთ გარკვეულ ღონისძიებებს, მას შემდეგ, რაც წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდება და მოძრაობა ორმხრივად აღდგება
სხდომაზე კალაძემ ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძეს და ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელ ვიქტორ წილოსანს დაავალა დაიწყონ მუშაობა სამოქმედო გეგმაზე, გაწერონ რეკომენდებულ ღონისძიებებზე მუშაობის დაწყების თარიღები და შედეგები საზოგადოებას წარუდგინონ.