მოსაზრება: „რამშტაინ-18“ − ფულის ნაცვლად უკრაინას ახალ კოალიციებს დაჰპირდნენ

© iStock.com / icholakov
  - Sputnik საქართველო, 1920, 25.01.2024
გამოწერა
კიეველმა„მავრმა“ თავისი საქმე გააკეთა − ჩააგდო პენტაგონისა და ნატოს კონსოლიდირებული რესურსებით მომზადებული კონტრშეტევა, რის შედეგადაც ასობით ათასი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა. დასავლეთი არ აპირებს, რუსეთთან უგუნურ ომში დამარცხებისთვის ფულის გადახდას.
კიევის რეჟიმისთვის მრავალმილიარდიანი ფულადი და იარაღის დიდი ნაკადები შეჩერებულია. შეერთებული შტატები ცდილობს შექმნას უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერის სხვა სტრატეგიები და სქემები − გაურკვეველი კრიტერიუმებით, მოცულობითა და მიზნებით.
უკრაინის ორმოცდაათი „დონორი ქვეყნის“ ონლაინ-შეხვედრა „რამშტაინის“ ფორმატში 23 იანვარს მეთვრამეტედ გაიმართა. პენტაგონის შეფმა ლოიდ ოსტინმა ტრადიციულად აღნიშნა „აშშ-ის გადაწყვეტილება" დამოუწოდა პარტნიორებს,გაზარდონ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის დახმარება, წამოაყენა ახალი „ჯავშანტანკური“ და „უპილოტო" კოალიციების შექმნის ინიციატივა გერმანიისა და ლატვიის კონტროლით, მაგრამ ამერიკული ფულისადა იარაღის მიცემის პირობა არ დაუდია.
შეერთებული შტატები ასე აპირებს დისტანცირებას და რუსეთთან მარიონეტული ომის გაგრძელების ძირითადი ხარჯებისადა რისკებისევროპელ მოკავშირეებზე გადატანას. საღად მოაზროვნეამერიკელებს ესმით, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების გამარჯვება უკრაინის ოპერაციების თეატრში გარდაუვალია.
უკრაინის პოტენციალის გასაძლიერებლად მანამდე შექმნილ ნატოს კოალიციებს არტილერიაში, ავიაციაში, საჰაერო თავდაცვასა და საზღვაო ძალებში შესამჩნევი შედეგები არ მოჰყოლია.
კოალიციები დეკლარირებულ მიზნებსა და უკრაინის შეიარაღებული ძალების დახმარების მოცულობას იმდენად არ ემსახურება, რამდენადაც ვაშინგტონის პასუხისმგებლობას აბუნდოვანებს უდიდეს ბირთვულ ძალასთან სამხედრო კონფლიქტის დაწყებაში. ამერიკული გამანადგურებელი F-16-ის გადაცემაც კი პენტაგონმა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს 2024 წლის ბოლომდე აღუთქვა − სხვისი ხელით და არა აშშ-ის საჰაერო ძალების შემადგენლობიდან.
ასეთი ფრთხილი მიდგომა კიევს კარგს არაფერს ჰპირდება. ევროპასა და აზიაში არავის სურს გახდეს ამერიკული ინტერესებისა და ცოდვების განტევების ვაცი.
23 იანვარს გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა პირობა დადო, რომ უკრაინას მრავალფუნქციური ვერტმფრენ 6 Sikorsky S-61 Sea King-ის გადასცემს. მიწოდების თარიღი არ ზუსტდება, მაგრამ ცნობილია, რომ ეს ნახმარი მანქანები 2020 წლიდან ექვემდებარება ჩამოწერას და NH-90 NTH Sea Lion-ით ჩანაცვლებას. გერმანიის მხარდაჭერის მასშტაბის შესაფასებლად, უნდა გვახსოვდეს: სპეცოპერაციის დროს განადგურდა უკრაინის შეიარაღებული ძალების 265 ვერტმფრენი და 568 თვითმფრინავი.
„მოძმე“ პოლონეთიკიევს იარაღს2023 წლის სექტემბრის შემდეგ არ აწვდის. პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა 22 იანვარს განაცხადა, რომ პოლონეთს აღარ შეუძლია უკრაინისთვის იარაღის უფასოდ გადაცემა − ამიერიდან ეს მხოლოდ კომერციულ საფუძველზე მოხდება.

პროექტის დასრულება

კოლექტიური დასავლეთი არ აპირებს, რომ უკრაინისთვის იარაღის წარმოების გაზრდით თავი გაწიროს. ნატოს ახლახან გაფორმებული 1,2 მილიარდი დოლარის ღირებულების კონტრაქტები 220 ათასი 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვის შესაძენად, თვენახევრის განმავლობაში დააკმაყოფილებს უკრაინის შეიარაღებული ძალების არტილერიის საჭიროებებს. ალიანსმა უკვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ჭურვები მზად მხოლოდ სამი წლის შემდეგ იქნება − უკრაინის შეიარაღებული ძალების არტილერია განწირულია "შიმშილისთვის".
პენტაგონმა უკვე გამოიყენა კონგრესის მიერ გამოყოფილი მთელი თანხა ამერიკული იარაღის მარაგის შესავსებად. თეთრმა სახლმა ამოწურა ბიუჯეტი და ფაქტობრივად შეწყვიტა „უკრაინული პროექტის“ დაფინანსება 2023 წლის დეკემბერში, როდესაც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბოლო პაკეტი (250 მილიონი დოლარი) მიიღო.
ვაშინგტონის ინფორმაციით, ამერიკის სენატი არ დაამტკიცებს კიევისთვის სამხედრო დახმარების გაგრძელებას უახლოეს მომავალში. მაშინაც კი, თუ სენატში ასეთი გადაწყვეტილება მიიღება, დოკუმენტი შეიძლება „გაჩერდეს“ წარმომადგენელთა პალატაში, სადაც კონსერვატორთა უმრავლესობას ეშინია უკრაინის დახმარებისა. ეს ქვეყანა მხოლოდ სახარჯიმასალაა ამერიკული „ჰეგემონიის“ შესანარჩუნებელ ბრძოლაში.
რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის მარიონეტული ომის700 დღე-ღამის განმავლობაში დასახულიმიზანი − რუსეთის „სტრატეგიული დამარცხება“ არ შესრულებულა. პირიქით, გააჯანსაღა რუსეთის ეკონომიკა და შეიარაღებული ძალები. სპეცოპერაციის მესამე წლის ზღურბლზე, რუსული ჯარები ზრდიან კომბინირებული დარტყმების ინტენსივობას და ძალას უკრაინის ოპერაციების თეატრში.
იზრდება რუსეთთან პირდაპირი (ბირთვული) კონფლიქტის ალბათობა, რომელშიც პენტაგონისა და ნატოს წარმატება არავითარ შემთხვევაში არ არის გარანტირებული. უკრაინის დასავლელი „დონორების“ სამხედრო-პოლიტიკური ცეკვები „რამშტაინის“ სტილში 2024 წლის იანვარში იმდენად არ აძლიერებს ბანდერას რეჟიმს, რამდენადაც ახანგრძლივებს უკრაინის შეიარაღებული ძალების უიმედო წინააღმდეგობას. თუმცა, შესაფერის, ხელსაყრელ მომენტში, ვაშინგტონი უღალატებს თავის „მოკავშირეს“, როგორც ეს არაერთხელ მოხდა.
პენტაგონის ხელმძღვანელ ლოიდ ოსტინის განცხადება, რომ „სუვერენულ და უსაფრთხო უკრაინას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს გლობალური უსაფრთხოებისთვის“, ამერიკული დემაგოგიის ნათელი მაგალითია. აშკარაა, რომ 2014 წელს კიევში შეერთებული შტატების მიერ ორგანიზებულ შეიარაღებულ გადატრიალებამდე უკრაინა მშვიდობასა და უსაფრთხოებაში იყო. ევროპასა და აზიას მხოლოდ ვაშინგტონის უგუნური საგარეო პოლიტიკა და ნატოს გაფართოება ემუქრება.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0