მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

თანაპარტიელები რიში სუნაკს აუმხედრდნენ: დეპუტატები პრემიერის გადაყენებაზე მუშაობენ

© AP Photo / Toby Melville
  - Sputnik საქართველო, 1920, 25.01.2024
გამოწერა
თბილისი, 25 იანვარი − Sputnik. ბრიტანეთის მმართველი კონსერვატიული პარტიის დეპუტატთა ჯგუფს სურს, აიძულოს პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი, არჩევნებამდე გადადგეს თანამდებობიდან, რათა პარტიამ ხელისუფლებაში დარჩენა შეძლოს ოპოზიციის მზარდი პოპულარობის ფონზე, იუწყება გაზეთი Times წყაროებზე დაყრდნობით.
გავრცელებული ინფორმაციით, ამ საკითხზე დაახლოებით ათმა პარლამენტარმა დაიწყო მუშაობა. მათ შორის არიან კონსერვატორი პარლამენტარი საიმონ კლარკი − რომელმაც ღიად დაუჭირა მხარი პრემიერ-მინისტრის გადადგომას, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი სუელა ბრავერმანი − რომელიც პრემიერმა 2023 წლის ნოემბერში გაათავისუფლა თანამდებობიდან, ასევე პოლიტიკური მრჩევლები − რომლებიც მანამდე ბრიტანეთის მთავრობაზე მუშაობდნენ.
წყაროების ცნობით, „ამბოხებულები“ ​​კარგად მოტივირებულებიდა ორგანიზებულები არიან და ამასთან „ღრმა ჯიბეებიანი“ მხარდამჭერებიც ჰყავთ.
როგორც გამოცემა წერს, სუნაკის ოპონენტები დარწმუნებულნი არიან, რომ პრემიერისთვის სიტუაცია მხოლოდ გაუარესდება, ხოლო მაისში კონსერვატორებს ადგილობრივი არჩევნების „დამანგრეველი" შედეგების სერია ელით − განსაკუთრებით იმ რეგიონებში, რომლებიც პარტიისთვის საკვანძოა არჩევნებში.
კომპანია YouGov-ის მიერ გასული წლის დეკემბერში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ბრიტანელების 70% ნეგატიურად არის განწყობილი პრემიერ-მინისტრის მიმართ და მხოლოდ 21% აფასებს მის საქმიანობას დადებითად. ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია მას შემდეგ, რაც რიში სუნაკი თანამდებობაზე მოვიდა.
გარდა ამისა, იგივე გამოკითხვის მიხედვით, კონსერვატორებს 1997 წლის შემდეგ ყველაზე დიდი მარცხი ელით: მმართველი პარტია 650 ადგილიან თემთა პალატაში თითქმის 200 ადგილის დაკარგვის რისკის ქვეშაა.
წყარო: Times
ყველა ახალი ამბავი
0