ეზოტერული ტესტი: რა სწყურია თქვენს სულს?

© Unsplash/jusdevoyageყვავილი
ყვავილი - Sputnik საქართველო, 1920, 25.01.2024
გამოწერა
ოდესმე დაფიქრებულხართ, რატომ ირჩევთ ამა თუ იმ სიმბოლოს თილისმად ან, ვთქვათ, ტატუს გასაკეთებლად?
როგორც ეზოტერიკოსები ამბობენ, გარკვეული თილისმის ტარების, ან რომელიმე სიმბოლოს ტატუდ ამოტვიფრის სურვილი შიგნიდან მოდის და რეალურად გვაჩვენებს იმას, რაც ჩვენს სულს სწყურია − ანუ ადამიანი სიმბოლოს გონებით კი არა, სულით ირჩევს.
შემოთავაზებული ტესტის მიზანი სწორედ იმის დადგენაა, თუ რა სწყურია თქვენს სულს.
ამისათვის დახედეთ სურათს და ხუთი ალქიმიური სიმბოლოდან ის ერთი აირჩიეთ, რომელსაც გული გიკარნახებთ.
ალქიმიური სიმბოლოები
ალქიმიური სიმბოლოები - Sputnik საქართველო, 1920, 25.01.2024
ალქიმიური სიმბოლოები

თუ აირჩიეთ:

ლომი − ეს განასახიერებს თქვენს მოთხოვნილებას, აკონტროლოთ საკუთარი ბედი. ლომი მზის სიმბოლოა, ძალის უმაღლესი წყარო. აქედან გამომდინარე, ლომი ნიშნავს დომინირებას.
ამ სიმბოლოს არჩევა ნიშნავს, რომ ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ იცხოვროთ ისე, როგორც ცხოვრობთ. მაგრამ ახლა თავს საკუთარი მოვალეობებისა და პასუხისმგებლობის ხაფანგში გრძნობთ და გაინტერესებთ, ღირს თუ არა, რომ სხვა ცხოვრებისეული გზა მოსინჯოთ.
დაფიქრდით, მართლაც გსურთ თუ არა, ან რამდენად ძლიერად გსურთ, რომ ცხოვრება შეიცვალოთ, და მხოლოდ მერეღა იმოქმედოთ.
ქვიშის საათი − დროს ტრიალისა და გარდაუვალობის სიმბოლოა. ეს არჩევანი ნიშნავს იმას, რომ დროის ხაფანგში ხართ მოქცეული.
სავარაუდოდ, თქვენთვის დრო წარსულში გაჩერდა − ტრაგიკული ან მტკივნეული მოვლენის გამო. შესაბამისად, გრძნობთ, რომ ნელ-ნელა იძირებით და ძალებისგან გამოფიტული ელოდებით გარდაუვალს.
ეცადეთ, შეურიგდეთ წარსულში მომხდარს. გახსოვდეთ, სწორედ ამან გაქციათ იმაზე ბევრად ძლიერად, ვიდრე მანამდე იყავით.
მთვარე − მთვარის ძალები ემოციებთან და ფარულ ჭეშმარიტებებთანაა დაკავშირებული.
თუ მთვარე აირჩიეთ, ესე იგი, გულში ნამდვილი ომი გაქვთ გაჩაღებული. თქვენში რაღაც ძალიან ღრმად ჩამარხული მშვიდი ძილის საშუალებას არ გაძლევთ − ღამღამობით გაღვიძებთ კიდეც. ეს შესაძლოა იყოს სიძულვილი, ბრაზი, ვნება ან მრისხანება.
თქვენს სულს სიმშვიდე სწყურია, მაგრამ ამის მიღწევა შეუძლებელია, თუ ემოციების დამალვას განაგრძობთ. ეს კიდევ უფრო გააძლიერებს ნეგატიურ აზრებსა და ემოციებს. გირჩევთ, ისწავლოთ გრძნობების გამოხატვა − მათი დაფარვა და დათრგუნვა მხოლოდ გავნებთ.
გასაღები − საკუთარ ცხოვრებაზე ჩვენი წარმოდგენების სიმბოლო.
გასაღების არჩევა ნიშნავს იმას, რომ თქვენი სული სასოწარკვეთილი ეძებს პასუხებს. ცხოვრება გაიძულებთ, ეჭვქვეშ დააყენოთ ყველაფერი, რაც მანამდე ყოველთვის უდავოდ სწორად მიგაჩნდათ.
შესაძლოა დაბნეული იყოთ და არ იცოდეთ, სად ეძებოთ ჭეშმარიტება. შეიძლება გრძნობთ, რომ აღარაფერი გაინტერესებთ და ნაღველი შემოგაწვეთ.
გასაღები − ეს თქვენ სურვილია, შეხსნათ სხვა ცხოვრების კარიბჭე და სხვა გზებზე გახვიდეთ მძაფრი შეგრძნებებისა და ცხოველი შთაბეჭდილებების მისაღებად. ამიტომ კარგი იქნება, თუ სამოგზაუროდ წახვალთ.
ჰამსა, იგივე ფატიმას ხელი − არის ბოროტი ძალებისგან დაცვის სიმბოლო.
მისი არჩევა ნიშნავს, რომ სავარაუდოდ ბოროტი მაგიის სამიზნე ხართ და თქვენს სულს მათგან გათავისუფლება სწყურია. შესაძლოა რაღაც ნიშნებიც გქონდეთ შემჩნეული, რომლებიც ამ საშიშროებაზე გაფრთხილებთ.
გამოსავალი ისაა, რომ გაუგოთ და მიუტევოთ საკუთარ თავს ის „სისუსტეები“, რაც ოდესმე ჩაგიდენიათ. ეს თქვენს გულში სიყვარულს შემოუშვებს, რაც დაკარგული ენერგიის აღდგენაში დაგეხმარებათ.
ყველა ახალი ამბავი
0