ორბელიანზე მკვლელობა მოხდა

© photo: Sputnik / Stringerპოლიციის ლენტი
პოლიციის ლენტი - Sputnik საქართველო, 1920, 25.01.2024
გამოწერა
ახალგაზრდა მამაკაცს რამდენიმე ჭრილობა დანით მიაყენეს.
თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. თბილისში, ორბელიანის მოედანზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს, რომელიც მოგვიანებით გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია „TV პირველი“.
წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცს ცივი იარაღით დაესხნენ თავს და მრავლობითი ჭრილობები მიაყენეს. დაჭრილი ახალგაზრდა კლინიკაში შეყვანამდე, გზაში გარდაიცვალა.
ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. მომხდარის სხვა დეტალები ამ ეტაპისთვის უცნობია.
შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ყველა ახალი ამბავი
0