მიმოხილვა: UMEX 2024-ის რუსული აქცენტი - „კლავესინი", „არწივები", „ორიონი"

© AFP 2024 / Ryan Lim
  - Sputnik საქართველო, 1920, 24.01.2024
გამოწერა
რუსეთი მსოფლიოში მეორე ადგილზეა თავდაცვის პროდუქციის ექსპორტიორებს შორის, აკონტროლებს იარაღის გლობალური ბაზრის მეხუთედს და წარმატებით წარადგენს თავის დრონებს უმსხვილეს საერთაშორისო გამოფენა UMEX 2024-ზე აბუ დაბიში (UAE). ეს რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიის პროდუქტების მაღალ სტატუსსა და პლანეტურ მოთხოვნას ადასტურებს და ანადგურებს დასავლურ მითს რუსეთის საერთაშორისო იზოლაციის შესახებ.
დროის მოთხოვნების შესაბამისად, ახლო აღმოსავლეთმა 2016 წლიდან შეიძინა უპილოტო სისტემებისა და სამხედრო სიმულატორების საკუთარი საერთაშორისო გამოფენა UMEX, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ იმართება ათობით ქვეყნის მწარმოებლებისა და ოპერატორ- სპეციალისტებისთვის. UMEX 2024-ის საიტზე 23-25 ​​იანვარს 35 ქვეყნის 134 კომპანია წარადგენს თავის პროდუქციას, მათ შორის არიან კომპანიების რუსული ჯგუფი ZALA, Ikar, Aeromax-Tech და „როსობორონექსპორტის“ სხვა საწარმოები.
რუსეთმა წარმოადგინა სადაზვერვო და სადაზვერვო-მოიერიშე დრონები „ორლანი-10E", „ორლანი-30" და „ორლანი-E", ბარაჟირებადი საბრძოლო მასალა „კუბ-E", რომლებმაც შესანიშნავი ტაქტიკური და ტექნიკური მახასიათებლები უკრაინის თეატრის საბრძოლო მოქმედებებში დაადასტურეს.
UMEX 2024 სტენდებზე ასევე წარმოდგენილია რუსული რობოტიზებული გამნაღმმველი სისტემები და რობოტიზებული საბრძოლო მანქანები.
აბუ დაბიში ავტონომიური წყალქვეშა მანქანა „კლავესინ-1РЭ-ს“ დებიუტი შედგა, რომელმაც მნიშვნელოვანი ინტერესი გამოიწვია უცხოელი პარტნიორებისა და სპეციალისტების მხრიდან. დრონი განკუთვნილია დაზვერვისა და საკვლევ-სამძებრო ოპერაციებისთვის, წყალქვეშა ობიექტების შესწავლისთვის სატელევიზიო და ელექტრომაგნიტური საშუალებების გამოყენებით მინუს 4-დან +35 გრადუსამდე, 6000 მეტრამდე სიღრმეზე.
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიის "უპილოტო" სექტორი ეფექტურად ვითარდება საბრძოლო გამოყენების სხვადასხვა მიმართულებითა და სფეროებში. „როსობორონექსპორტის“ გენერალურმა დირექტორმა ალექსანდრ მიხეევმა პირობა დადო: „უახლოეს მომავალში დავიწყებთ სადაზვერვო და ცეცხლსასროლი იარაღის დამხმარე რობოტების, აგრეთვე საბრძოლო მასალის ტრანსპორტირებისა და დაჭრილების ევაკუაციის უპილოტო საშუალებების პოპულარიზაციას“.

ამაყი „არწივები" და ძლევამოსილი „ორიონი"

UMEX 2024-ზე უცხოელი სპეციალისტების განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს რუსული მრავალფუნქციური კომპლექსი „ორლან-10E“. უპილოტო აპარატი, რომლის ასაფრენი წონაა 18 კგ-ა, ატარებს 5 კგ-მდე აღჭურვილობას, მუშაობს 100 კმ-მდე რადიუსში 150 კმ/სთ-მდე სიჩქარით და შეუძლია უწყვეტად დარჩეს ჰაერში დაახლოეით 10 საათის განმავლობაში.
„ორლანი-10E“ განკუთვნილია ხმელეთისა და წყლის ზედაპირების დისტანციური მონიტორინგისთვის, ობიექტების აღმოსაჩენად, GSM- საბაზო სადგურებისა და ფიჭური ქსელების იდენტიფიკაციისთვის – დღე და ღამე, ნებისმიერ ამინდში.
დრონს აქვს რადიოელექტრონული ომის შესაძლებლობები, არის ავტონომიური, აქვს ფრენის მაღალი სიზუსტე მარშრუტზე და ზუსტად განსაზღვრავს სამიზნეების კოორდინატებს. დახურული საკომუნიკაციო არხი უზრუნველყოფს სტაბილურ მართვას, რომელიცჯარებისსხვადასხვა სახის ჯგუფების საბრძოლო ოპერაციების მხარდასაჭერად, სპეციალური და სამძებრო-სამაშველო ოპერაციების ჩასატარებლადაა აუცილებელი.
UMEX 2024-ის მასპინძლებისა და უცხოელი სტუმრებისთვის არანაკლებ საინტერესოა რუსული „ორლან-30“, რომელსაც ხშირად უწოდებენ "არტილერიის საუკეთესო მეგობარს". მოწყობილობა განკუთვნილია ხილულ ან ინფრაწითელ დიაპაზონში ობიექტების ოპტიკურ-ელექტრონული დაზვერვისა და ამოცნობისთვის, სტაციონარული და მოძრავი სამიზნეების ლაზერული განათებისთვის, ანუ მოწინააღმდეგის მაღალი სიზუსტის იარაღის ეფექტური განადგურებისთვის.
40 კგ-მდე წონის დრონს შეუძლია საათში 150 კმ-მდე სიჩქარის განვითარება და ჰაერში 8 საათამდე გაჩერება. მოქმედების მაქსიმალური დიაპაზონი ავტომატურ და ნახევრად ავტომატურ რეჟიმებში 120 კმ-მდეა. ძალიან პერსპექტიული პლატფორმაა AI-ელემენტების დანერგვისთვის.
უცხოელი სპეციალისტების ინტერესი შემთხვევითი არ არის — „ორლანები" ძალიან ეფექტურია სპეცოპერაციის ზონაში, ამ მოწყობილობების მიწოდება რუსეთის არმიისთვის 2023 წლის ზაფხულისთვის 53-ჯერ გაიზარდა.
უახლეს და მძლავრ უპილოტო „ორიონ-E-ს“ შეუძლია გადაჭრას პატრულირების, საჰაერო დაზვერვის ამოცანები მოწინააღმდეგის სახმელეთო და ზედაპირული სამიზნეების ოპტიკურ, ინფრაწითელ და რადიო-დიაპაზონებში, დღე და ღამე, ნებისმიერ გეოგრაფიულ და კლიმატურ პირობებში. საზღვარგარეთ ის პირველად Aero India 2023 -ზე იყო წარმოდგენილი ინდოეთში.
აპარატი რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიის მაღალ ტექნოლოგიურ დონეს ასახავს და განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს დასავლეთში — ჯერ კიდევ 2021 წელს ამერიკელებმა ცაში „ორიონის“ საშიში მოდიფიკაცია შენიშნეს, რომელიც სამიზნეების „ჰაერი-ჰაერი“ ტიპის რაკეტებით გასანადგურებლად შეიქმნა. დრონს, რომლის ასაფრენი წონაა 1000 კგ, შეუძლია გადაიტანოს 200 კგ ტვირთი 200 კმ/სთ სიჩქარით, რადიოარხით მოქმედების რადიუსი 250 კმ-ა, ხოლო უწყვეტი ფრენის ხანგრძლივობა — 24 საათამდე.
რუსეთის ფედერაცია დღეს იარაღის მსოფლიო ბაზრის დაახლოებით 20 პროცენტს იკავებს. შეკვეთების მთლიანი პორტფელი დაახლოებით 50 მილიარდი დოლარია. წინ მხოლოდ შეერთებული შტატებია, რომელიც ბაზრის 39 პროცენტს აკონტროლებს, მაგრამ ამერიკული იარაღის მაღალი ფასი და რაოდენობა ყოველთვის არ შეესაბამება პროდუქციის ხარისხს და საბრძოლო ძალას. ამას უკრაინის ოპერაციების თეატრში მოვლენების განვითარება ადასტურებს, რომელსაც ყურადღებით აკვირდებიან ახლო და შორეული აღმოსავლეთის ქვეყნები და გლობალური სამხრეთი.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0