https://sputnik-georgia.com/20240124/tocinosini-didi-sumodan-midis-gacilebis-oficialuri-ceremonia-285867166.html
ტოჩინოშინი დიდ სუმოს ტოვებს - მისი გაცილების ცერემონია თებერვლის დასაწყისში გაიმართება
ტოჩინოშინი დიდ სუმოს ტოვებს - მისი გაცილების ცერემონია თებერვლის დასაწყისში გაიმართება
Sputnik საქართველო
ქართველმა სუმოისტმა თავისი კარიერის განმავლობაში 100 ტურნირში მიიღო მონაწილეობა. 24.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-24T16:18+0400
2024-01-24T16:18+0400
2024-01-24T16:18+0400
სპორტი
ახალი ამბები
საქართველო
იაპონია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/14/249025145_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_5f2e8c8ffc7bc55fc97b475b42a3b9a3.jpg
თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. ყველაზე ტიტულოვანი ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე კარიერას ოფიციალურად 4 თებერვალს დაასრულებს, იუწყება „პირველი არხი". გამოსამშვიდობებელი ცერემონია ტოკიოში, „რიოგოკუ კოკუგიკანის" სასახლეშია დაგეგმილი. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ მოქმედი და ყოფილი სუმოისტები. ტოჩინოშინმა („ტოჩი" - ცხენის წაბლი, „შინი" - გული) კარიერის დასრულების შესახებ 2023 წლის მაისში, 35 წლისამ განაცხადა. ბოლო პერიოდში მას ხანდახან ტრავმები აწუხებდა და სუმოისტმა ვერ შეძლო მწყობრში ჩადგომა. ქართველმა სუმოისტმა თავისი კარიერის განმავლობაში 100 ტურნირში მიიღო მონაწილეობა. ყველაზე წარმატებული იყო მისი პირველი სუპერტურნირი 2018 წელს, როდესაც ტოჩინოშინმა იმპერატორის თასი მოიგო. ამ ტურნირის შემდეგ მან დაიმსახურა ოძეკის - სუმოს იერარქიაში მესამე - ტიტული. ტოჩინოშინი პირველი ქართველი სუმოისტია, რომელმაც ამ ტიტულის მოპოვება შეძლო. გორგაძე ბავშვობიდან ჭიდაობდა. ის ძიუდოსა და სამბოში ევროპის ჭაბუკთა ჩემპიონატების პრიზიორია.
საქართველო
იაპონია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/14/249025145_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_c0b99dbdb56b08d1670bd0f160856725.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სპორტი, ახალი ამბები, საქართველო, იაპონია
სპორტი, ახალი ამბები, საქართველო, იაპონია
ტოჩინოშინი დიდ სუმოს ტოვებს - მისი გაცილების ცერემონია თებერვლის დასაწყისში გაიმართება
ქართველმა სუმოისტმა თავისი კარიერის განმავლობაში 100 ტურნირში მიიღო მონაწილეობა.
თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. ყველაზე ტიტულოვანი ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე კარიერას ოფიციალურად 4 თებერვალს დაასრულებს, იუწყება „პირველი არხი".
გამოსამშვიდობებელი ცერემონია ტოკიოში, „რიოგოკუ კოკუგიკანის" სასახლეშია დაგეგმილი. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ მოქმედი და ყოფილი სუმოისტები.
ტოჩინოშინმა („ტოჩი" - ცხენის წაბლი, „შინი" - გული) კარიერის დასრულების შესახებ 2023 წლის მაისში, 35 წლისამ განაცხადა. ბოლო პერიოდში მას ხანდახან ტრავმები აწუხებდა და სუმოისტმა ვერ შეძლო მწყობრში ჩადგომა.
ქართველმა სუმოისტმა თავისი კარიერის განმავლობაში 100 ტურნირში მიიღო მონაწილეობა. ყველაზე წარმატებული იყო მისი პირველი სუპერტურნირი 2018 წელს, როდესაც ტოჩინოშინმა იმპერატორის თასი მოიგო. ამ ტურნირის შემდეგ მან დაიმსახურა ოძეკის - სუმოს იერარქიაში მესამე - ტიტული.
ტოჩინოშინი პირველი ქართველი სუმოისტია, რომელმაც ამ ტიტულის მოპოვება შეძლო.
გორგაძე ბავშვობიდან ჭიდაობდა. ის ძიუდოსა და სამბოში ევროპის ჭაბუკთა ჩემპიონატების პრიზიორია.