https://sputnik-georgia.com/20240124/sportuli-inprastruqtura-ras-aketebs-meria-285868787.html
სპორტული ინფრასტრუქტურა თბილისში - რას აკეთებს მერია
სპორტული ინფრასტრუქტურა თბილისში - რას აკეთებს მერია
Sputnik საქართველო
ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა საქართველოს ძლიერი მომავლის ერთ-ერთი წინაპირობაა, განაცხადა თბილისის მერმა. 24.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-24T18:00+0400
2024-01-24T18:00+0400
2024-01-24T18:00+0400
საქართველო
თბილისი დღეს
თბილისის მერია
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/18/285866360_0:66:1281:786_1920x0_80_0_0_0dfbec59ce6dfa14e3bc876b8a90f356.jpg
თბილისი, 24 იანვარი— Sputnik. სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე და მიმდინარე და დაგემილი პროექტები ჩამოთვალა.მისი თქმით, ბევრი პროექტი დასრულდა, რამდენიმე მიმდინარეა, ხოლო ნაწილი - დასრულების ეტაპზეა. მათ შორის, რეაბილიტაცია ჩაუტარდა გლდანის საცურაო აუზს, რომელიც ფუნქციონირებას თებერვლიდან დაიწყებს. ასევე, გაზაფხულზე დასრულდება დიდ დიღომში მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრის სამშენებლო სამუშაოები.კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ ვაზისუბნის დასახლებასა და დიდ დიღომში დასრულდა ღია ტიპის სკეიტ-მოედნების მოწყობის სამუშაოები, ასევე ვაზისუბანში სრულდება ფეხბურთის მოედნის სამშენებლო სამუშაოები, რომელიც მიმდინარე წლის თებერვალში გაიხსნება.დასრულების ეტაპზეა ლადო ასათიანის N50-ში მდებარე სპორტული დარბაზის სამშენებლო სამუშაოები. კალაძის თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტრენაჟორებისა და ინვენტარის შესყიდვა. ცენტრი გაიხსნება მიმდინარე წლის გაზაფხულზე; ასევე დასრულების ეტაპზეა მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის სამგორის ფილიალის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ფილიალი სრული დატვირთვით ფუნქციონირებას მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაიწყებს. დასრულების ეტაპზეა ვარკეთილის მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრის სამშენებლო სამუშაოების I ეტაპი, მარტში დაიწყებასამუშაოების II ეტაპი. ცენტრის გახსნა ზაფხულშია დაგეგმილი.სპორტული კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ დიდ ლილოში. მშენებლობა შემოდგომაზე დასრულდება.იგეგმება კორტების მშენებლობა ვერის რაიონში, ასევე მრავალფუნქციური საზოგადოებრივი კომპლექსის დიღმის მასივში.თბილისის მერია ასევე გეგმავს მუხიანის რაგბის კომპლექსის მოედნის საფარის შეცვლას.მერიაში აღნიშნეს, რომ მიმდინარეობს თანხების მოძიება თემქის კომპლექსის, ფიგურული სრიალის სპორტული ცენტრისა და ედელვაისის მოედნის რეაბილიტაციისთვის, ასევე ისანში გადახურული სკეიტ-მოედნის ასაშენებლად.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/18/285866360_72:0:1208:852_1920x0_80_0_0_976d4f9b0f73cae433723020e0475edc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია, საზოგადოება, ახალი ამბები
სპორტული ინფრასტრუქტურა თბილისში - რას აკეთებს მერია
ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა საქართველოს ძლიერი მომავლის ერთ-ერთი წინაპირობაა, განაცხადა თბილისის მერმა.
თბილისი, 24 იანვარი— Sputnik. სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე და მიმდინარე და დაგემილი პროექტები ჩამოთვალა.
მისი თქმით, ბევრი პროექტი დასრულდა, რამდენიმე მიმდინარეა, ხოლო ნაწილი - დასრულების ეტაპზეა. მათ შორის, რეაბილიტაცია ჩაუტარდა გლდანის საცურაო აუზს, რომელიც ფუნქციონირებას თებერვლიდან დაიწყებს. ასევე, გაზაფხულზე დასრულდება დიდ დიღომში მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრის სამშენებლო სამუშაოები.
„სპორტული ტრადიციების შენარჩუნება, გაღრმავება და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება ჩვენი ქვეყნის ძლიერი მომავლის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა. ამ მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ და მუშაობას მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ“, -განაცხადა კალაძემ.
კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ ვაზისუბნის დასახლებასა და დიდ დიღომში დასრულდა ღია ტიპის სკეიტ-მოედნების მოწყობის სამუშაოები, ასევე ვაზისუბანში სრულდება ფეხბურთის მოედნის სამშენებლო სამუშაოები, რომელიც მიმდინარე წლის თებერვალში გაიხსნება.
დასრულების ეტაპზეა ლადო ასათიანის N50-ში მდებარე სპორტული დარბაზის სამშენებლო სამუშაოები. კალაძის თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტრენაჟორებისა და ინვენტარის შესყიდვა. ცენტრი გაიხსნება მიმდინარე წლის გაზაფხულზე; ასევე დასრულების ეტაპზეა მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის სამგორის ფილიალის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ფილიალი სრული დატვირთვით ფუნქციონირებას მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაიწყებს.
დასრულების ეტაპზეა ვარკეთილის მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრის სამშენებლო სამუშაოების I ეტაპი, მარტში დაიწყებასამუშაოების II ეტაპი. ცენტრის გახსნა ზაფხულშია დაგეგმილი.
სპორტული კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ დიდ ლილოში. მშენებლობა შემოდგომაზე დასრულდება.
იგეგმება კორტების მშენებლობა ვერის რაიონში, ასევე მრავალფუნქციური საზოგადოებრივი კომპლექსის დიღმის მასივში.
თბილისის მერია ასევე გეგმავს მუხიანის რაგბის კომპლექსის მოედნის საფარის შეცვლას.
მერიაში აღნიშნეს, რომ მიმდინარეობს თანხების მოძიება თემქის კომპლექსის, ფიგურული სრიალის სპორტული ცენტრისა და ედელვაისის მოედნის რეაბილიტაციისთვის, ასევე ისანში გადახურული სკეიტ-მოედნის ასაშენებლად.