რომელ სპორტდარბაზებში ვარჯიშობენ ხანდაზმულები თბილისში?

© photo: Sputnik / Александр Гальперин / გადასვლა მედიაბანკშისპორტდარბაზი
სპორტდარბაზი - Sputnik საქართველო, 1920, 24.01.2024
გამოწერა
2022 წელს დედაქალაქის მერიამ დაიწყო პროგრამა, რომლის ფარგლებში პენსიონერებს შეუძლიათ უფასოდ ისარგებლონ აუზით ან ფიტნეს-დარბაზით.
თბილისი, 24 იანვარი – Sputnik. 60 წლის და 60 წელს ზემოთ პირებისთვის საცურაო აუზებისა და ფიტნეს-დარბაზების მომსახურების დაფინანსების პროგრამა მიმდინარე წელსაც გაგრძელდება, იუწყება თბილისის მერია.
თბილისის მერიამ 2022 წელს დაიწყო პროგრამა „სპორტი უფროსი თაობისთვის“, რომლის ფარგლებში პენსიონერებისთვის თავიდან ხელმისაწვდომი იყო ორი მუნიციპალური სპორტული კომპლექსი – „ნაძალადევის სპორტული კომპლექსის ცენტრი“ და „გლდანის სპორტული კომპლექსი“. გასული წლის მაისის ბოლოს კი მათ „არენა" და „ოლიმპიკი" შეუერთდნენ.
აღნიშნულ ობიექტებში პენსიონერების უფასო მომსახურება მოიცავს თვეში არაუმეტეს 9 ვიზიტს. პროგრამის ფარგლებში მომსახურების მიღება შესაძლებელია 11:00-დან 14:00 საათამდე პერიოდში.
უწყების ცნობით, საცურაო აუზებითა და ფიტნეს-დარბაზებით უფასოდ სარგებლობისთვის დედაქალაქის მერიაში 60 წელს ზემოთ 400 პირია რეგისტრირებული, ამასთან, სპორტულ მიმართულებებში, ჯამში, ათასზე მეტი ბენეფიციარია ჩართული.
პროგრამაში დარეგისტრირების მსურველები შერჩეულ სპორტულ ცენტრში უნდა მივიდნენ, წარადგინონ პირადობის დამადასტურებელი და სამედიცინო დოკუმენტაცია და ცნობა რეგისტრაციის ადგილის შესახებ.
საქართველოში ქალები პენსიაზე 60 წლის ასაკიდან გადიან, მამაკაცები – 65 წლიდან.
ყველა ახალი ამბავი
0