რამდენი ივაჭრეს საქართველომ და რუსეთმა 2023 წელს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსატვირთო ავტომობილების რიგი ე.წ. სამხედრო გზაზე
სატვირთო ავტომობილების რიგი ე.წ. სამხედრო გზაზე - Sputnik საქართველო, 1920, 24.01.2024
გამოწერა
საქონელბრუნვა ორ ქვეყანას შორის იზრდება მიუხედავად დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობისა და უკიდურესად რთული პოლიტიკური ფონისა.
თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. საქართველოსა და რუსეთს შორის საქონელბრუნვა 2023 წელს, 2022 წელთან შედარებით, 3%-ით შემცირდა და 2,4 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო საქართველოდან რუსეთში ექსპორტი 2,3%-ით გაიზარდა, იუწყება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი".
„საქსტატის" ინფორმაციით, რუსეთის წილმა საქართველოს საგარეო ბრუნვაში 2023 წელს 11,2% შეადგინა.
საქართველოსა და რუსეთის საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2023 წელს

მაჩვენებელი

მოცულობა, მლნ დოლარი

ზრდა, %

ექსპორტი

657,0

2,3

იმპორტი

1.744,5

-5,0

სულ

2.401,5

-3,1

საქართველოდან რუსეთში 2023 წელს ექსპორტირებულია: 112,4 ათასი ტონა მინერალური და მტკნარი წყალი, 75,7 ათას ტონა წყალი, მათ შორის მინერალური და გაზირებული, შაქრის დანამატების შემცველი, 62,3 ათასი ტონა ნატურალური ყურძნის ღვინო, 16 ათას ტონაზე მეტი სპირტიანი სასმელები, ასევე 5 ათას ტონამდე მსუბუქი ავტომობილი და ა.შ.
საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული საქონლის ტოპ-ხუთეული, 2023 წელი

საქონელი

მოცულობა, მლნ დოლარი

ზრდა/ვარდნა, %

ღვინო

168,3

4,6

სპირტიანი სასმელები

67,4

42,1

მსუბუქი ავტომობილები

67,1

-11,3

მინერალური წყალი

61,8

21,3

გაზიანი სასმელები

60,7

53,8

რუსეთიდან შემოვიდა 771,4 ათასი ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები, 485,9 ათასი ტონა გაზი, 217,5 ათასი ტონა ხორბალი და მესლინი, 104,7 ათას ტონამდე ბოთლი და მინის ტარა, 99 ათას ტონაზე მეტი ნახშირბადოვანი ფოლადი (დაუმუშავებელი) და ა.შ.
საქართველოში რუსეთიდან იმპორტირებული საქონლის ტოპ-ხუთეული, 2023 წელი

საქონელი

მოცულობა, მლნ დოლარი

ზრდა/ვარდნა, %

ნავთობპროდუქტები

552,1

-11,2

გაზი

131,2

16,7

ნახშირბადოვანი ფოლადი

57,9

60,3

ხორბალი

56,2

-8,9

ბოთლები და ტარა

48,6

11,1

2022 წელს ქვეყნებმა სულ დაახლოებით 2,5 მილიარდი დოლარის საქონლით ივაჭრეს, რაც 52,3%-ით მეტია2021 წელთან შედარებით. ამასთან, შარშან საქართველოდან რუსეთში ექსპორტი გაიზარდა6,8%-ით, ხოლო იმპორტი რუსეთიდან საქართველოში– 79,4%-ით.
ყველა ახალი ამბავი
0