https://sputnik-georgia.com/20240124/meria-tbilissi-baslainebs-amatebs-lokaciebi-285872922.html
მერია თბილისში ბასლაინებს ამატებს: ლოკაციები
მერია თბილისში ბასლაინებს ამატებს: ლოკაციები
Sputnik საქართველო
„ბასლაინები“ გაჩნდება გელოვანის გამზირზე და აღმაშენებლის ხეივანზე 24.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-24T20:10+0400
2024-01-24T20:10+0400
2024-01-24T20:10+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
ვითარება გზებზე
ტრანსპორტი საქართველოში
საცობები თბილისში: რა ხდება გზებზე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/17/272408150_0:322:3067:2047_1920x0_80_0_0_26691278779f75cf3250b33b4dd2dbbd.jpg
თბილისი, 24 იანვარი– Sputnik. თბილისის მერია მარშალ გელოვანის გამზირზე და აღმაშენებლის ხეივანზე „ბასლაინებს“ მოაწყობს, განუცხადა ჟურნალისტებს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.„ბასლაინების“ მოწყობა დაიწყება იანვრის ბოლოს, როდესაც წერეთლის გამზირზე სარემონტო სამუშაოები დასრულდება.მერის თქმით, დღეს დიდი დიღმიდან გამოსვლა პრობლემას წარმოადგენს როგორც მსუბუქი ავტომობილებისთვის, ისე საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის.თბილისის მერია უკვე მრავალი წელია ახორციელებს სატრანსპორტო რეფორმას, რომლის მთავარი მიზანია საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა უფრო კომფორტული, შეუფერხებელი და ხელმისაწვდომი გახდეს, ასევე ქალაქის საცობებისგან განთავისუფლება. ამ რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია სატრანსპორტო დერეფნების შექმნა.წერეთლის გამზირი: მერია ახალ შეზღუდვებს აწესებს>>ავტობუსების თავისუფლად გადაადგილებისთვის, თბილისის სხვადასხვა რაიონში, უმნიშვნელოვანეს სატრანსპორტო კვანძებზე შესაბამისი ინფრასტრუქტურა იქმნება. ეს ხელს შეუწყობს ტრანსპორტის მოძრაობაში არსებული შეფერხებების აღმოფხვრას და მგზავრობას უფრო კომფორტულს გახდის.ეტაპობრივად, ქალაქის ხელისუფლება ავტობუსების ზოლებს აწყობს თბილისის გარემონტებულ გამზირებსა და ქუჩებზე: ეს არის მელიქიშვილის, ჭავჭავაძის, თამარ მეფის, ყაზბეგის, პეკინის ქუჩები. იანვრის ბოლოსთვის „ბასლაინები“ წერეთლის გამზირზეც გაჩნდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/17/272408150_311:0:3040:2047_1920x0_80_0_0_6fb8a240cdfcab2559c8e435020f7ffc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, ვითარება გზებზე, ტრანსპორტი საქართველოში, საცობები თბილისში: რა ხდება გზებზე
ახალი ამბები, საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, ვითარება გზებზე, ტრანსპორტი საქართველოში, საცობები თბილისში: რა ხდება გზებზე
მერია თბილისში ბასლაინებს ამატებს: ლოკაციები
„ბასლაინები“ გაჩნდება გელოვანის გამზირზე და აღმაშენებლის ხეივანზე
თბილისი, 24 იანვარი– Sputnik. თბილისის მერია მარშალ გელოვანის გამზირზე და აღმაშენებლის ხეივანზე „ბასლაინებს“ მოაწყობს, განუცხადა ჟურნალისტებს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.
„ბასლაინების“ მოწყობა დაიწყება იანვრის ბოლოს, როდესაც წერეთლის გამზირზე სარემონტო სამუშაოები დასრულდება.
„იმისთვის, რომ დიდი დიღმის მოსახლეობას ხელი შევუწყოთ, რომ გამოსვლა მოახერხონ და საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ იყოს გაჭედილი აღმაშენებლის ხეივანში, აუცილებელია საავტობუსო ზოლების მოწყობა. ეს ასევე საჭიროა მარშალ გელოვანის გამზირზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მერის თქმით, დღეს დიდი დიღმიდან გამოსვლა პრობლემას წარმოადგენს როგორც მსუბუქი ავტომობილებისთვის, ისე საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის.
თბილისის მერია უკვე მრავალი წელია ახორციელებს სატრანსპორტო რეფორმას, რომლის მთავარი მიზანია საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა უფრო კომფორტული, შეუფერხებელი და ხელმისაწვდომი გახდეს, ასევე ქალაქის საცობებისგან განთავისუფლება. ამ რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია სატრანსპორტო დერეფნების შექმნა.
ავტობუსების თავისუფლად გადაადგილებისთვის, თბილისის სხვადასხვა რაიონში, უმნიშვნელოვანეს სატრანსპორტო კვანძებზე შესაბამისი ინფრასტრუქტურა იქმნება. ეს ხელს შეუწყობს ტრანსპორტის მოძრაობაში არსებული შეფერხებების აღმოფხვრას და მგზავრობას უფრო კომფორტულს გახდის.
ეტაპობრივად, ქალაქის ხელისუფლება ავტობუსების ზოლებს აწყობს თბილისის გარემონტებულ გამზირებსა და ქუჩებზე: ეს არის მელიქიშვილის, ჭავჭავაძის, თამარ მეფის, ყაზბეგის, პეკინის ქუჩები. იანვრის ბოლოსთვის „ბასლაინები“ წერეთლის გამზირზეც გაჩნდება.