https://sputnik-georgia.com/20240124/arcevnebi-saqartvelosi-ra-formatit-catardeba-kenwisyra-sazrvargaret-285852497.html
არჩევნები საქართველოში – რა ფორმატში ჩატარდება კენჭისყრა საზღვარგარეთ?
არჩევნები საქართველოში – რა ფორმატში ჩატარდება კენჭისყრა საზღვარგარეთ?
Sputnik საქართველო
საზღვარგარეთ საკონსულოებში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა 2023 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით დაახლოებით 62,6 ათასს შეადგენს. 24.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-24T00:12+0400
2024-01-24T00:12+0400
2024-01-24T00:12+0400
ახალი ამბები
საქართველო
ცესკო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/10/264479601_0:0:1300:731_1920x0_80_0_0_f321c00216875dd23eb661ccd05b7b19.jpg
თბილისი, 23 იანვარი – Sputnik. საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემის ელექტრონული სისტემა ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ ქვეყნის შიგნით მოქმედ საარჩევნო უბნებზე, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა.საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. საარჩევნო უბნები გაიხსნება როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ ქვეყნის საელჩოებსა და საკონსულოებში.ამასთან მან აღნიშნა, რომ საარჩევნო უბნები იქმნება კენჭისყრის დღემდე ერთი თვით ადრე.„საარჩევნო პერიოდში ზუსტი სია რომ გვქონდეს, შესაბამისი უწყება საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი პირების შესახებ მოგვაწვდის ინფორმაციას, რომელიც გახდება შემდგომ საფუძველი, რომ კომისიამ იმსჯელოს კონკრეტულ ლოკაციებზე საარჩევნო უბნების შექმნასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ცეცსკოს თავმჯდომარემ.საარჩევნო კოდექსის მიხედვით, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30 დღით ადრე, ცესკო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით ქმნის საარჩევნო უბნებს სხვა სახელმწიფოებში არანაკლებ 50 და არაუმეტეს 3 ათასი ამომრჩევლისთვის.იმისათვის, რომ საქართველოს მოქალაქემ არჩევნებში ხმის მიცემის უფლება მოიპოვოს, ის უნდა დადგეს საკონსულო აღრიცხვაზე საცხოვრებელ ქვეყანაში, ეს პროცედურა არ საჭიროებს არანაირ დამატებით საბუთებს, გარდა საქართველოს მოქალაქის მოქმედი პასპორტისა ან ქვეყანაში ყოფნის საფუძვლების დადასტურებისა.ამჯერად ხელისუფლებაც და ოპოზიციაც დიდ ყურადღებას აქცევენ საზღვარგარეთ მცხოვრებ ამომრჩევლებს, რადგან საქართველოში არჩევნები პირველად ჩატარდება სრულად პროპორციული სისტემით და პარლამენტში გავლენ ის პარტიები, რომლებიც ამომრჩეველთა ხმების 5%-ს ან მეტს მიიღებენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/10/264479601_5:0:1288:962_1920x0_80_0_0_175f9ba2b99d20d19d022a30c3df76ae.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ცესკო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, ცესკო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
არჩევნები საქართველოში – რა ფორმატში ჩატარდება კენჭისყრა საზღვარგარეთ?
საზღვარგარეთ საკონსულოებში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა 2023 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით დაახლოებით 62,6 ათასს შეადგენს.
თბილისი, 23 იანვარი – Sputnik. საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემის ელექტრონული სისტემა ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ ქვეყნის შიგნით მოქმედ საარჩევნო უბნებზე, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა.
საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. საარჩევნო უბნები გაიხსნება როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ ქვეყნის საელჩოებსა და საკონსულოებში.
„როდესაც საკანონმდებლო ორგანოში მიიღეს მრავალპარტიული გადაწყვეტილება ტექნოლოგიების გამოყენებაზე, კანონში ჩაიწერა, რომ აღნიშნული ტექნოლოგიების გამოყენებას ადგილი ექნება მხოლოდ ქვეყნის შიგნით, ინტერნეტის გამოყენების გარეშე, ზუსტად იმიტომ, რომ საფრთხეები, რისკები, რომლებიც კიბერთავდასხმებსა და კიბერსაფრთხეებს უკავშირდება, ყოფილიყო თავიდან აცილებული“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.
ამასთან მან აღნიშნა, რომ საარჩევნო უბნები იქმნება კენჭისყრის დღემდე ერთი თვით ადრე.
„საარჩევნო პერიოდში ზუსტი სია რომ გვქონდეს, შესაბამისი უწყება საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი პირების შესახებ მოგვაწვდის ინფორმაციას, რომელიც გახდება შემდგომ საფუძველი, რომ კომისიამ იმსჯელოს კონკრეტულ ლოკაციებზე საარჩევნო უბნების შექმნასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ცეცსკოს თავმჯდომარემ.
საარჩევნო კოდექსის მიხედვით, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30 დღით ადრე, ცესკო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით ქმნის საარჩევნო უბნებს სხვა სახელმწიფოებში არანაკლებ 50 და არაუმეტეს 3 ათასი ამომრჩევლისთვის.
იმისათვის, რომ საქართველოს მოქალაქემ არჩევნებში ხმის მიცემის უფლება მოიპოვოს, ის უნდა დადგეს საკონსულო აღრიცხვაზე საცხოვრებელ ქვეყანაში, ეს პროცედურა არ საჭიროებს არანაირ დამატებით საბუთებს, გარდა საქართველოს მოქალაქის მოქმედი პასპორტისა ან ქვეყანაში ყოფნის საფუძვლების დადასტურებისა.
ამჯერად ხელისუფლებაც და ოპოზიციაც დიდ ყურადღებას აქცევენ საზღვარგარეთ მცხოვრებ ამომრჩევლებს, რადგან საქართველოში არჩევნები პირველად ჩატარდება სრულად პროპორციული სისტემით და პარლამენტში გავლენ ის პარტიები, რომლებიც ამომრჩეველთა ხმების 5%-ს ან მეტს მიიღებენ.