https://sputnik-georgia.com/20240123/zamtris-kurortebze-pestivali-gizgizi-gaimarteba-285835692.html
საქართველოს ზამთრის კურორტებზე სამდღიანი ფესტივალი „გიზ-გიზი“ გაიმართება
საქართველოს ზამთრის კურორტებზე სამდღიანი ფესტივალი „გიზ-გიზი“ გაიმართება
Sputnik საქართველო
ფესტივალის ფარგლებში გასართობი სივრცეები მოეწყობა როგორც ბავშვებისთვის, ასევე დიდებისთვის. 23.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-23T17:21+0400
2024-01-23T17:21+0400
2024-01-23T17:21+0400
საქართველო
ტურიზმი საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/16/263811475_0:161:3067:1886_1920x0_80_0_0_5a78323d97810c9cddfe0ff8af66d715.jpg
თბილისი, 23 იანვარი - Sputnik. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სამთო კურორტებზე პროექტ „გიზ-გიზს“ იწყებს.ფესტივალი გუდაურში - 2-4 თებერვალს, ბაკურიანში - 9-11 თებერვალს, გოდერძიზე - 17-18 თებერვალს, ხოლო მესტიაში 1-3 მარტს ჩატარდება.როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ განაცხადა, ფესტივალი ზამთრის კურორტებზე ხელს შეუწყობს როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ტურიზმის განვითარებას.უწყების ცნობით, ფესტივალის ფარგლებში დამსვენებლის მოსაზიდად ზამთრის გასართობი სოფლები მოეწყობა, დაგეგმილია პერფორმანსები, თამაშები და გასართობი აქტივობები. მთელი დღის განმავლობაში მუსიკალურ გაფორმებაზე იზრუნებენ ბენდები და დიჯეები.ასევე მოეწყობა სამეწარმეო ბაზარი ზამთრის, სრიალისა და მთის თემატიკის შესახებ, კვების სივრცეები, ბარი, ფოტო და საბავშვო ზონები. საფესტივალო ტერიტორია აღჭურვილი იქნება გამათბობლებით,ფესტივალზე დასწრება თავისუფალია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/16/263811475_169:0:2898:2047_1920x0_80_0_0_bb58db78dde162f6b92f46f5aec296f1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ტურიზმი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ტურიზმი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველოს ზამთრის კურორტებზე სამდღიანი ფესტივალი „გიზ-გიზი“ გაიმართება
ფესტივალის ფარგლებში გასართობი სივრცეები მოეწყობა როგორც ბავშვებისთვის, ასევე დიდებისთვის.
თბილისი, 23 იანვარი - Sputnik. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სამთო კურორტებზე პროექტ „გიზ-გიზს“ იწყებს.
ფესტივალი გუდაურში - 2-4 თებერვალს, ბაკურიანში - 9-11 თებერვალს, გოდერძიზე - 17-18 თებერვალს, ხოლო მესტიაში 1-3 მარტს ჩატარდება.
როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ განაცხადა, ფესტივალი ზამთრის კურორტებზე ხელს შეუწყობს როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ტურიზმის განვითარებას.
„დამსვენებლებს, მოგზაურებს საშუალება ექნებათ კურორტებზე სრიალის შემდეგ ფესტივალზე მუსიკით დატკბნენ. მსგავსი ფესტივალები აპრობირებულია საერთაშორისო სათხილამურო კურორტებზე, ჩვენ კვალდაკვალ მივყვებით მსოფლიო ტრენდებს, რაც ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას ზამთრის კურორტებზე“, - განაცხადა ომიაძემ.
უწყების ცნობით, ფესტივალის ფარგლებში დამსვენებლის მოსაზიდად ზამთრის გასართობი სოფლები მოეწყობა, დაგეგმილია პერფორმანსები, თამაშები და გასართობი აქტივობები. მთელი დღის განმავლობაში მუსიკალურ გაფორმებაზე იზრუნებენ ბენდები და დიჯეები.
ასევე მოეწყობა სამეწარმეო ბაზარი ზამთრის, სრიალისა და მთის თემატიკის შესახებ, კვების სივრცეები, ბარი, ფოტო და საბავშვო ზონები. საფესტივალო ტერიტორია აღჭურვილი იქნება გამათბობლებით,
ფესტივალზე დასწრება თავისუფალია.