მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ტრამპის აშშ-ის „რკინის გუმბათით“ გადახურვას გეგმავს

© AP Photo / Evan Vucci
  - Sputnik საქართველო, 1920, 23.01.2024
გამოწერა
თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. აშშ-ის ყოფილი ლიდერი დონალდ ტრამპი, ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ქვეყნის თავზე ისრაელის „რკინის გუმბათის“ მსგავსი რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის აგებას გეგმავს.
„მე ავაგებ „რკინის გუმბათს“ ქვეყნის თავზე — თანამედროვე ამერიკული წარმოების სარაკეტო თავდაცვის სისტემას. ჩვენ ამას ვაკეთებთ სხვა ქვეყნებისთვის, ჩვენ ვეხმარებით სხვა ქვეყნებს, და არ ვაკეთებთ ამას საკუთარი თავისთვის. მაგრამ ეს ჩვენც გვჭირდება", — განაცხადა ტრამპმა ნიუ-ჰემფშირში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე.
მისი თქმით, ეს საკითხი ჯერ კიდევ პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა წამოჭრა მრავალი წლის წინ, „მაგრამ იმ მომენტში ტექნოლოგია არ არსებობდა“, ახლა კი შეერთებულ შტატებს „წარმოუდგენელი ტექნოლოგიები" აქვს.
ტრამპს მიაჩნია, რომ შეერთებული შტატებისთვის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების წარმოება ნიუ-ჰემფშირშია შესაძლებელი.
რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა „რკინის გუმბათი“ მცირე დისტანციის უმართავი რაკეტების ჩასაჭერადაა განკუთვნილი. მისი შემუშავება 2004 წელს დაიწყეს ისრაელის კონცერნებმა Israel Aerospace Industries და Rafael Advanced Defense Systems-მა. 2011 წლის მარტში სისტემა შეიარაღებაში შევიდა და იმავე წლის აპრილში წარმატებით ჩაიჭირა ღაზის სექტორიდან ისრაელისკენ გაშვებული რაკეტა „გრადი“ . 2020-2021 წლებში სისტემის განახლებული ვერსიის გამოცდა ჩატარდა, რომელიც სხვადასხვა ტიპის დრონებისა ჩაჭერის ფუნქციით აღიჭურვა.
ყველა ახალი ამბავი
0