თბილისის გარეუბნებში ტექნიკური მარილი დაყარეს

© Tbilisi City Hallთოვლი თბილისში
თოვლი თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 23.01.2024
გამოწერა
მერია მოუწოდებს მოსახლეობას თოვლის გამო გზებზე საავტომობილო მოძრაობის შეფერხების შემთხვევაში შესაბამის სამსახურებს მიმართონ.
თბილისი, 23 იანვარი - Sputnik. დედაქალაქის რამდენიმე რაიონში მოსული ნალექის გამო გზებზე ტექნიკური მარილი დაიყარა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მერიის ცნობით, თბილისში საგზაო მოძრაობის მხრივ მნიშვნელოვანი შეფერხება არ ყოფილა.
კერძოდ, ტექნიკური მარილი დაიყარა კოჯორში, შინდისში, წავკისში, როგორც ცენტრალურ, ისე შიდა ქუჩებზე, ასევე, ტაბახმელაში, კიკეთში, პანტიანის გზაზე, წყნეთი-ბეთანიის ცენტრალურ გზაზე, სოფელ დიდგორში და სოფელ თელოვანაში.
უწყების ინფორმაციით, „თბილსერვის ჯგუფი“ საჭიროების მიხედვით ტექნიკური მარილის დაყრას სხვა დასახლებებშიც უზრუნველყოფს.
მერია მოუწოდებს მოსახლეობას თოვლიანობის გამო გზებზე საავტომობილო მოძრაობის შეფერხების შემთხვევაში დარეკონ „თბილსერვის ჯგუფის" ცხელ ხაზზე - 2-61-90-50 ან თბილისის მერიის ცხელ ხაზზე - 2-72-22-22.
ყველა ახალი ამბავი
0