საქართველოს საავტომობილო გზებზე შეზღუდვები დაწესდა

© photo: Sputnik / Stringerგზის გაწმენდითი სამუშაოები
გზის გაწმენდითი სამუშაოები - Sputnik საქართველო, 1920, 23.01.2024
გამოწერა
უამინდობის გამო შეზღუდვები მოქმედებს როგორც საერთაშორისო მნიშვნელობის, ისე შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე.
თბილისი, 23 იანვარი - Sputnik. უამინდობის გამო საქართველოს რამდენიმე საავტომობილო გზაზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმებია დაწესებული, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია შემდეგი საავტომობილო გზის მონაკვეთებზე:
საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე
ნაქერალას უღელტეხილზე (შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის 39-62-ე კმ მონაკვეთზე)
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე.
ინტენსიური თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის 36-47-ე კმ (თეთრიწყლები-ვერონა) მონაკვეთზე მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტისათვის. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ასევე თოვლისა და ლიპყინულის გამო, ხაიში-უშგულის მონაკვეთზე (შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 70-185-ე კმ) აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა, ხოლო 100-185-ე კმ(ლახამულა-უშგული) მონაკვეთზე, მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.
მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) მოძრაობა თავისუფალია.
ზუგდიდი-ხაიში მონაკვეთზე კი (საავტომობილო გზის 1-70-ე კმ)ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ინტენსიური თოვის გამო დილიდან მუნიციპალური ტრანსპორტი არ მოძრაობსთელავშიც. კახეთში ყველა შესაბამისი სამსახური დილიდან ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს. გზებზე იყრება ტექნიკური მარილი.
ყველა ახალი ამბავი
0