https://sputnik-georgia.com/20240123/ruset-ukrainis-konfliqti-285847210.html
მოსაზრება: კიევმა რუსეთის სუსტი წერტილი იპოვა
მოსაზრება: კიევმა რუსეთის სუსტი წერტილი იპოვა
Sputnik საქართველო
ირინა ალქსნისი 23.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-23T16:55+0400
2024-01-23T16:55+0400
2024-01-23T16:55+0400
ანალიტიკა
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
მიმოხილვები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/1b/285264157_0:0:3063:1723_1920x0_80_0_0_44db21f649a135bffddf650ba6cd4856.jpg
ირინა ალქსნისიახალი ამბებით თუ ვიმსჯელებთ, კიევში ვითარება რთულიდან ფაქტობრივად სასოწარკვეთილობაში გადაიზარდა, წერს „რია ნოვოსტის“ მიმომხილველი.როგორც პუბლიკაციაშია ნათქვამი: ერთი მხრივ, იქ უბრალოდ ფულის დეფიციტია: უკვე გამოყოფილი თანხები იწურება და აშშ და ევროკავშირი, შიდა უთანხმოების გამო, ჯერ კიდევ ვერ ახერხებენ დაპირებულ ფინანსურ და სამხედრო დახმარებას. The Wall Street Journal-ის თანახმად, წელს უკრაინის ბიუჯეტის დეფიციტი 40 მილიარდ დოლარზე მეტი იქნება, საიდანაც დაახლოებით 30 მილიარდი დასავლური ინექციებით უნდა დაიფაროს, თანაც ძირითადი სახელმწიფო ხარჯების უზრუნველსაყოფად — ხელფასების, პენსიებისა და სოციალური შეღავათებისა.ამერიკელები და ევროპელები კამათობენ და საკითხის გადაწყვეტა, უკეთეს შემთხვევაში, თებერვლისთვის გადადის. ამავდროულად, კიევს პირდაპირ ახლა სჭირდება ფული და იძულებულია, ერთი მეორეზე უარესი ალტერნატივიდან აირჩიოს: ან საბეჭდი დაზგის ამუშავება ინფლაციის ავტომატური აჩქარებით, ან მოსახლეობის წინაშე სოციალური ვალდებულებების გაყინვა. იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინულ საზოგადოებაში უკვე დაიწყო მთავრობის რეიტინგის დაცემა, არაპოპულარული ზომები მკვეთრი დესტაბილიზაციის საფრთხეს ქმნის სრულიად არაპროგნოზირებადი შედეგებით.მეორე მხრივ, ფრონტზე ვითარება ომის მკვრივი ნისლითაა დაფარული. ზოგადად, პოზიციური დაპირისპირება გრძელდება, მაგრამ ამავდროულად, რუსეთის არმიამ ბოლო პერიოდში რამდენიმე საყურადღებო ტაქტიკურ წარმატებას მიაღწია, რაც მეორე მხარემაც აღიარა.პირველ პუნქტთან ერთად კი იქმნება შთაბეჭდილება, რომ მოწინააღმდეგეს სერიოზულად ეშინია „ჩალის ღერის“ ფაქტორისა, რომელიც აქლემს ზურგს ჩაუტეხს და ფრონტის ჩამოშლას გამოიწვევს. თანაც მოწინააღმდეგეში უნდა მოვიაზროთ არა მხოლოდ კიევის ხელისუფლება, არამედ მთლიანად დასავლური ანტირუსული ძალების კოალიცია.ცხადია, იქ გადაწყვეტილების მიმღებებმა ბოლოს და ბოლოს გაიგეს, რომ კონფლიქტის ფორმატში, რომელიც ახლა უკვე ომის სახით განისაზღვრა, სწორედ ჩვენს ქვეყანას აქვს სტრატეგიული უპირატესობა.დასავლეთს რესურსების დეფიციტი აქვს, უკრაინას კი დრო ეწურება. იქ დაინტერესებულმა ძალებმა სწორედ აქ და ახლა უნდა გადადგას ნაბიჯები, რომლებიც: ა) თუ არ გარდატეხს, გაყინავს მაინც სიტუაციას ფრონტზე; ბ) აიძულებს რუსეთის ხელმძღვანელობას, მიიღოს დაუფიქრებელი და ქვეყნისთვის არახელსაყრელი ზომები; გ) დასავლეთში უკრაინის მხარდაჭერით უკმაყოფილოებს გააჩუმებს; დ) აიძულებს მოკამათე დასავლურ ელიტას, შეთანხმებას მიაღწიონ ერთმანეთთან, რათა მათ კიევის უწყვეტი დაფინანსება განაახლონ.ამ სიტუაციაში უკრაინაში — და დიდი ალბათობით, დასავლეთშიც — ღიად ტერორისტულ მეთოდებზე გადასვლის გადაწყვეტილება მიიღეს, რათა სამოქალაქო მოსახლეობასა და ინფრასტრუქტურის კრიტიკულ ობიექტებზე მიზანმიმართული დარტყმებით რუსეთის დესტაბილიზაცია სცადონ — რომელიც ახლა მდგრადი განვითარებისა და ძლიერი ეროვნული კონსენსუსის მდგომარეობაშია.საახალწლოდ იყო ბელგოროდი, გასულ კვირას — დონეცკი, დრონების თავდასხმა „ნოვატეკის“ ტერმინალზე უსტ-ლუგაში. ვიღაცები ძალიან იმედოვნებენ, რომ ან რუსეთის სახელმწიფოს მიმართ საზოგადოების მხარდაჭერას შეარყევენ, ან კრემლისა და თავდაცვის სამინისტროს პროვოცირებას მოახდენენ, რათა მათ ფრონტზე მყოფი ჩვენი ჯარებისთვის რაიმე არახელსაყრელი გადაწყვეტილებები მიიღონ. მერე კი უკრაინით იმედგაცრუებული დასავლური ისტებლიშმენტი კვლავ ირწმუნებს კიევისას და აქტიურ ინვესტირებას დაიწყებს.სხვათა შორის, ზელენსკის უახლესი ბრძანებულება „რუსეთის ფედერაციის ისტორიულად უკრაინელებით დასახლებული ტერიტორიების“ შესახებ ზუსტად იგივე მიზანს ემსახურება. პირველ რიგში, მოსკოვის დამატებით დარწმუნებას, რომ კიევი სრულადაა შეშლილი და მოლაპარაკების უნარი არ აქვს — და ყველაზე წარმატებულ შემთხვევაში, უბიძგოს მას გაუაზრებული ზომებისკენ, რათა რადიკალურად მოაგვაროს „უკრაინის საკითხი". და მეორეც, დასავლეთში ადეკვატური ძალებისთვის უკანდახევის გზების მოჭრას, რომლებიც ამჟამად ძლიერდება და მაღალ ხმას იძენს.როგორ უპასუხებს რუსეთი ამ ახალ გამოწვევას, დრო გვიჩვენებს. თუმცა, ერთი რამ დარწმუნებით შეიძლება ითქვას: ვერც კიევი და ვერც დასავლეთი ნამდვილად ვერ შეძლებენ ქვეყნის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის პროვოცირებას, რომ რაიმე ნაჩქარევი ნაბიჯები გადადგან.თუმცა, მოსკოვის შესაძლო პასუხზე ზოგიერთი ვარაუდის გაკეთება შესაძლებელია. მაგალითად, როდესაც საფრანგეთმა დემონსტრაციულად გადაწყვიტა, ევროპის ლიდერი გამხდარიყო რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში, ხარკოვში 60 ფრანგი დაქირავებული ჯარისკაცი დაიღუპა და კიდევ რამდენიმე ათეული საავადმყოფოში მოხვდა. პარიზი, რა თქმა უნდა, იხტიბარს არ იტეხს, მაგრამ არსებობს ეჭვი, რომ ასეთი „პიარის“ საშუალებით პრობლემები შეექმნება „აღმოსავლეთის ფრონტზე“ ახალი კადრების მოზიდვაში, სადაც რუს დათვზე გამარჯვების ბოლო იმედები სწრაფად ქრება.რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/1b/285264157_332:0:3063:2048_1920x0_80_0_0_c14009acc8a252e57e1223788ee894c3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ანალიტიკა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, მიმოხილვები
ანალიტიკა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, მიმოხილვები
ახალი ამბებით თუ ვიმსჯელებთ, კიევში ვითარება რთულიდან ფაქტობრივად სასოწარკვეთილობაში გადაიზარდა, წერს
„რია ნოვოსტის“ მიმომხილველი.
როგორც პუბლიკაციაშია ნათქვამი:
ერთი მხრივ, იქ უბრალოდ ფულის დეფიციტია: უკვე გამოყოფილი თანხები იწურება და აშშ და ევროკავშირი, შიდა უთანხმოების გამო, ჯერ კიდევ ვერ ახერხებენ დაპირებულ ფინანსურ და სამხედრო დახმარებას. The Wall Street Journal-ის თანახმად, წელს უკრაინის ბიუჯეტის დეფიციტი 40 მილიარდ დოლარზე მეტი იქნება, საიდანაც დაახლოებით 30 მილიარდი დასავლური ინექციებით უნდა დაიფაროს, თანაც ძირითადი სახელმწიფო ხარჯების უზრუნველსაყოფად — ხელფასების, პენსიებისა და სოციალური შეღავათებისა.
ამერიკელები და ევროპელები კამათობენ და საკითხის გადაწყვეტა, უკეთეს შემთხვევაში, თებერვლისთვის გადადის. ამავდროულად, კიევს პირდაპირ ახლა სჭირდება ფული და იძულებულია, ერთი მეორეზე უარესი ალტერნატივიდან აირჩიოს: ან საბეჭდი დაზგის ამუშავება ინფლაციის ავტომატური აჩქარებით, ან მოსახლეობის წინაშე სოციალური ვალდებულებების გაყინვა. იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინულ საზოგადოებაში უკვე დაიწყო მთავრობის რეიტინგის დაცემა, არაპოპულარული ზომები მკვეთრი დესტაბილიზაციის საფრთხეს ქმნის სრულიად არაპროგნოზირებადი შედეგებით.
მეორე მხრივ, ფრონტზე ვითარება ომის მკვრივი ნისლითაა დაფარული. ზოგადად, პოზიციური დაპირისპირება გრძელდება, მაგრამ ამავდროულად, რუსეთის არმიამ ბოლო პერიოდში რამდენიმე საყურადღებო ტაქტიკურ წარმატებას მიაღწია, რაც მეორე მხარემაც აღიარა.
პირველ პუნქტთან ერთად კი იქმნება შთაბეჭდილება, რომ მოწინააღმდეგეს სერიოზულად ეშინია „ჩალის ღერის“ ფაქტორისა, რომელიც აქლემს ზურგს ჩაუტეხს და ფრონტის ჩამოშლას გამოიწვევს. თანაც მოწინააღმდეგეში უნდა მოვიაზროთ არა მხოლოდ კიევის ხელისუფლება, არამედ მთლიანად დასავლური ანტირუსული ძალების კოალიცია.
ცხადია, იქ გადაწყვეტილების მიმღებებმა ბოლოს და ბოლოს გაიგეს, რომ კონფლიქტის ფორმატში, რომელიც ახლა უკვე ომის სახით განისაზღვრა, სწორედ ჩვენს ქვეყანას აქვს სტრატეგიული უპირატესობა.
დასავლეთს რესურსების დეფიციტი აქვს, უკრაინას კი დრო ეწურება. იქ დაინტერესებულმა ძალებმა სწორედ აქ და ახლა უნდა გადადგას ნაბიჯები, რომლებიც: ა) თუ არ გარდატეხს, გაყინავს მაინც სიტუაციას ფრონტზე; ბ) აიძულებს რუსეთის ხელმძღვანელობას, მიიღოს დაუფიქრებელი და ქვეყნისთვის არახელსაყრელი ზომები; გ) დასავლეთში უკრაინის მხარდაჭერით უკმაყოფილოებს გააჩუმებს; დ) აიძულებს მოკამათე დასავლურ ელიტას, შეთანხმებას მიაღწიონ ერთმანეთთან, რათა მათ კიევის უწყვეტი დაფინანსება განაახლონ.
ამ სიტუაციაში უკრაინაში — და დიდი ალბათობით, დასავლეთშიც — ღიად ტერორისტულ მეთოდებზე გადასვლის გადაწყვეტილება მიიღეს, რათა სამოქალაქო მოსახლეობასა და ინფრასტრუქტურის კრიტიკულ ობიექტებზე მიზანმიმართული დარტყმებით რუსეთის დესტაბილიზაცია სცადონ — რომელიც ახლა მდგრადი განვითარებისა და ძლიერი ეროვნული კონსენსუსის მდგომარეობაშია.
საახალწლოდ იყო ბელგოროდი, გასულ კვირას — დონეცკი, დრონების თავდასხმა „ნოვატეკის“ ტერმინალზე უსტ-ლუგაში. ვიღაცები ძალიან იმედოვნებენ, რომ ან რუსეთის სახელმწიფოს მიმართ საზოგადოების მხარდაჭერას შეარყევენ, ან კრემლისა და თავდაცვის სამინისტროს პროვოცირებას მოახდენენ, რათა მათ ფრონტზე მყოფი ჩვენი ჯარებისთვის რაიმე არახელსაყრელი გადაწყვეტილებები მიიღონ. მერე კი უკრაინით იმედგაცრუებული დასავლური ისტებლიშმენტი კვლავ ირწმუნებს კიევისას და აქტიურ ინვესტირებას დაიწყებს.
სხვათა შორის, ზელენსკის უახლესი ბრძანებულება „რუსეთის ფედერაციის ისტორიულად უკრაინელებით დასახლებული ტერიტორიების“ შესახებ ზუსტად იგივე მიზანს ემსახურება. პირველ რიგში, მოსკოვის დამატებით დარწმუნებას, რომ კიევი სრულადაა შეშლილი და მოლაპარაკების უნარი არ აქვს — და ყველაზე წარმატებულ შემთხვევაში, უბიძგოს მას გაუაზრებული ზომებისკენ, რათა რადიკალურად მოაგვაროს „უკრაინის საკითხი". და მეორეც, დასავლეთში ადეკვატური ძალებისთვის უკანდახევის გზების მოჭრას, რომლებიც ამჟამად ძლიერდება და მაღალ ხმას იძენს.
როგორ უპასუხებს რუსეთი ამ ახალ გამოწვევას, დრო გვიჩვენებს. თუმცა, ერთი რამ დარწმუნებით შეიძლება ითქვას: ვერც კიევი და ვერც დასავლეთი ნამდვილად ვერ შეძლებენ ქვეყნის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის პროვოცირებას, რომ რაიმე ნაჩქარევი ნაბიჯები გადადგან.
თუმცა, მოსკოვის შესაძლო პასუხზე ზოგიერთი ვარაუდის გაკეთება შესაძლებელია. მაგალითად, როდესაც საფრანგეთმა დემონსტრაციულად გადაწყვიტა, ევროპის ლიდერი გამხდარიყო რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში, ხარკოვში 60 ფრანგი დაქირავებული ჯარისკაცი დაიღუპა და კიდევ რამდენიმე ათეული საავადმყოფოში მოხვდა. პარიზი, რა თქმა უნდა, იხტიბარს არ იტეხს, მაგრამ არსებობს ეჭვი, რომ ასეთი „პიარის“ საშუალებით პრობლემები შეექმნება „აღმოსავლეთის ფრონტზე“ ახალი კადრების მოზიდვაში, სადაც რუს დათვზე გამარჯვების ბოლო იმედები სწრაფად ქრება.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე