მიმოხილვა: რუსული ჯარები ავდეევკაში შევიდნენ

© photo: Sputnik / Pavel LisiTsin / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 23.01.2024
გამოწერა
უკრაინის შეიარაღებული ძალების „აქტიური თავდაცვის" შესახებ დასავლური წარმოდგენების საწინააღმდეგოდ, გასული კვირის განმავლობაში რუსეთის ჯარებმა სპეცოპერაციის ზონაში შესამჩნევად წაიწიეს წინ 1000-კილომეტრიანი ფრონტის რამდენიმე მონაკვეთზე, მოწინააღმდეგისგან რამდენიმე დასახლება გაათავისუფლეს და ავდეევკაში შევიდნენ. რუსეთის შეიარაღებული ძალები სრულად აკონტროლებენ ინიციატივას უკრაინის ოპერაციების თეატრში.
ხარკოვის ოლქში 21 იანვარს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა სოფელი კრახმალნოე გაათავისუფლეს. აქ, კუპიანსკის მიმართულებით, არსებობს ტაქტიკური წინაპირობები რუსული ჯარების დაჯგუფება "დასავლეთის" შეტევის განსავითარებლად და ოპერატიულ სივრცეში გასასვლელად. უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობა პანიკაში მყოფ ნატოელ პატრონებს აცნობებს, რომ კუპიანსკის მახლობლად 1000-ზე მეტი რუსული ტანკია კონცენტრირებული — რამდენჯერმე მეტი, ვიდრე შეერთებულმა შტატებმა და 50 „დონორმა ქვეყანამ“ შეაგროვეს კიევის რეჟიმისთვის სპეცოპერაციის 23 თვეში.
რუსული არმიის ქვედანაყოფები ავდეევკაში სამხრეთიდან შევიდნენ 20 იანვარს და ჩერნიშევსკისა და სპორტივნაიას ქუჩების მიდამოებში (1500 მეტრი სიგანისა და 700 მეტრამდე სიღრმეში) გამაგრდნენ. უკრაინელმა ჯარებმა უკან დაიხიეს. კიევის რეჟიმის პროპაგანდისტებიც კი ადასტურებენ კრიტიკულ ვითარებას ავდეევკაში, სადაც მანამდე უკრაინის შეიარაღებული ძალების ძლიერ გამაგრებული რაიონი იყო შექმნილი.
დონეცკის მიმართულებით, რუსული ჯარების დაჯგუფება "სამხრეთის" ნაწილებმა 18 იანვარს სოფელი ვესელოე გაათავისუფლეს. რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ასევე წაიწიეს წინ ბელოგოროვსკის აღმოსავლეთ ნაწილში. ფაქტობრივად ანადგურებენ მოწინააღმდეგეს ბოგდანოვკაში და მიიწევდნენ ჩასოვ იარის მიმართულებით.
რუსეთის ჯარები უკრაინის შეიარაღებული ძალების დესანტის განადგურებას განაგრძობენ დნეპრის მარცხენა სანაპიროზე მდებარე კრინკში. საჰაერო დარტყმები ყოველდღიურად ხორციელდება მოწინააღმდეგის სამიზნეებზე ოდესაში, ნიკოლაევში, დნეპროპეტროვსკში, პოლტავაში, კიროვოგრადში და კიევის რეჟიმის მიერ კონტროლირებად სხვა რეგიონებში. მხოლოდ გასული 24 საათის განმავლობაში, რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ჩამოაგდეს ექვსი რაკეტა Storm Shadow და HIMARS-ის ხუთი ჭურვი, რომლებიც უკრაინის მიერ იყო გაშვებული. დასავლეთში უკრაინისთვის „სასწაული იარაღი“ არ არსებობს და არც იარსებებს.
აშკარაა რუსეთის შეიარაღებული ძალების შეტევითი მოქმედებების გააქტიურება 2024 წლის იანვარში. უკრაინის ჯარების შემდგომი უკანდახევა გარდაუვალია. ნატოს სტრატეგები ცდილობენ „გამოთვალონ“ რუსული არმიის მთავარი თავდასხმის მიმართულება, მაგრამ ბანდეროვული უკრაინის დემილიტარიზაცია-დენაციზაციის აღკვეთას ვერ ახერხებენ.

დასავლეთში სასწაულებს არ ელიან

17-18 იანვარს ნატოს მაღალჩინოსნებმა ბრიუსელში გააანალიზეს უკრაინის ოპერაციების თეატრში არსებული სიტუაცია და მივიდნენ დასკვნამდე, რომ 2023 წელს ზედმეტად ოპტიმისტურად იყვნენ განწყობილნი. სპეცოპერაციის განმავლობაში რუსეთის შეიარაღებული ძალების საბრძოლო პოტენციალი საგრძნობლად გაიზარდა.
კიევის რეჟიმისა და ნატოსთვის ეს წელი იმდენად არახელსაყრელია მარიონეტული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის შესაძლებლობების, მარიონეტული ზურგის რესურსებისა და მარიონეტული ჯარების საბრძოლო პოტენციალის თვალსაზრისით, რომ შეერთებული შტატებისა და ალიანსის მთავარი იმედები მხოლოდ უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევასღა უკავშირდება 2025 წლის ზაფხულში. თითქოს რუსული არმია აპირებს, თვეობით იჯდეს სანგრებში და წინ არ წაიწიოს კიევისა და ყოფილი უკრაინის სსრ-ის დასავლეთ საზღვრების მიმართულებით.
მეორე მხრივ, დასავლეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი უახლოეს წლებში პროდუქტიულობის სწრაფ ზრდას არ გვპირდება. ამიტომ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის იარაღისა და საბრძოლო მასალების ქრონიკული დეფიციტი გარანტირებულია. უკრაინასა და ნატოს კიდევ უფრო რთული დრო ელით. დასავლეთში შემთხვევით არ იხსენებენ, რომ რუსულ სპეცოპერაციას დასახული მიზნების მიღწევა და უმოკლეს დროში დასრულება შეეძლო „ჩრდილოეთის ნაკადების“ აფეთქებისა და ევროკავშირის ეკონომიკის დეგრადაციის გარეშე.
გამოცემა The American Conservative დღეს რუსეთ-უკრაინის 2022 წლის გაზაფხულზე გამართული მოლაპარაკებების მონაწილეებს ციტირებს. კერძოდ, უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ყოფილ მრჩეველ ალექსეი არესტოვიჩს: „სტამბულის შეთანხმებები იყო განზრახვათა პროტოკოლი და 90%-ით იყო მომზადებული პუტინთან პირდაპირი შეხვედრისთვის. ეს უნდა ყოფილიყო მოლაპარაკებების შემდგომი ნაბიჯი... ჩვენ განვიხილეთ დემილიტარიზაცია, დენაციფიკაცია, რუსული ენის, რუსული ეკლესიის საკითხები და მრავალი სხვა“. რთულად რჩებოდა მშვიდობიან პერიოდში უკრაინის შეიარაღებული ძალების რიცხოვნობის საკითხი და პრეზიდენტმა ზელენსკიმ თქვა: „ეს საკითხი შემიძლია პირდაპირ ბატონ პუტინთან გადავწყვიტო“. არესტოვიჩმა სტამბოლში შეხვედრა წარმატებულად შეაფასა, რადგან უკრაინელმა მომლაპარაკებლებმა „შამპანურის ბოთლიც კი გახსნეს“.
მაშინკიევის რეჟიმმა დასავლელი პატრობენისგან პანღური მიიღო, რომლებსაც სრულიად განსხვავებული სამომავლო გეგმები ჰქონდათ. ყველას ახსოვს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის განცხადება კიევში: „მოდით, უბრალოდ ვიომოთ“. მარიონეტმა პრეზიდენტმა ზელენსკიმ კი უარი თქვა მშვიდობიან გადაწყვეტაზე და ასობით ათასი უკრაინელი მონურადგააწირა სასიკვდილოდ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის სპეცოპერაციის დროს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 380 ათასზე მეტი ადამიანი დაკარგეს.
განადგურდა 833 უკრაინული სამხედრო თვითმფრინავი და ვერტმფრენი, 11000-ზე მეტი დრონი, 14738 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა, 9027 საარტილერიო ჭურვი. შესაძლოა, ეს მხოლოდ დანაკარგების დასაწყისია, რადგან დასავლეთს მრავალწლიანი კონფლიქტის იმედი აქვს — თუ მობილიზებული უკრაინელები საკმარისი იქნება.
ნეობანდერეველები, შეერთებული შტატებისა და ნატოს ხელმძღვანელობით, სწრაფად ამთავრებენ უკრაინული ფსევდოსახელმწიფოებრიობის ხანმოკლე არსებობას — მუქარით, უგუნური წინააღმდეგობით, რუსეთის მშვიდობიან მოსახლეობაზე მიზანმიმართული თავდასხმებით.
ამასობაში კი მოსკოვი კიევის რეჟიმის თითოეულ დანაშაულს, უკრაინელი მონაწილეებისა და უცხოელი თანამზრახველების სახელებს აღრიცხავს. შურისძიება გარდაუვალია. პირველი 5800 უცხოელი დაქირავებული მებრძოლი — ძირითადად პოლონეთის, შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეები — უკვე გაგზავნეს ბანდერასთან შესახვედრად.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0