ოზურგეთში ავტოსაგზაო შემთხვევას 70 წლამდე ასაკის ქალი ემსხვერპლა

© photo: Sputnik / Stringerპოლიციის ლენტი
პოლიციის ლენტი - Sputnik საქართველო, 1920, 23.01.2024
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, ქალი სკოლიდან სახლში ბრუნდებოდა, რა დროსაც მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.
თბილისი, 22 იანვარი - Sputnik. ოზურგეთში ავტოსაგზაო შემთხვევას 67 წლის პედაგოგის სიცოცხლე ემსხვერპლა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
შემთხვევა ოზურგეთში აღმაშენებლის ქუჩაზე შუადღისას მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ქალი სკოლიდან სახლში ბრუნდებოდა, რა დროსაც მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებული ოზურგეთის კლინიკა „მედალფაში" გადაიყვანა, მაგრამ მისი გადარჩენა, თავის ქალის მძიმე ტრავმის გამო, ვერ მოხერხდა.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
https://rustavi2.ge/ka/news/273697
ყველა ახალი ამბავი
0