ინტიმური კადრებით დაშანტაჟებისა და გავრცელების ფაქტებზე ორი პირი დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 23.01.2024
გამოწერა
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტების აღსაკვეთად და დანაშაულში მხილებული პირების გამოსავლენად საგამოძიებო ღონისძიებები გრძელდება.
თბილისი, 23 იანვარი - Sputnik. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებზე ორი პირი დააკავა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კერძოდ, უწყებამ არასრულწლოვანი გოგონას პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე 24 წლის მამაკაცი დააკავა. ბრალდებულმა 2023 წლის სექტემბერში სოციალური ქსელით 13 წლის გოგონა გაიცნო, რომელსაც სოციალური ქსელით საუბრისას შიშველი სხეულის ამსახველი ფოტო/ვიდეო კადრების გადაღება და გაგზავნა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში სკოლასთან დახვედრით და ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრა.
„შეშინებულმა არასრულწლოვანმა ზემოაღნიშნულ პირს ინტიმური შინაარსის შემცველი სხეულის ფოტო და ვიდეოკადრები გადაუგზავნა. ამის შემდეგ კი ბრალდებულმა არასრულწლოვანს აღნიშნული კადრების დედასთან და ახლობლებთან გავრცელების მუქარით, დამატებით ფოტო და ვიდეომასალის გადაგზავნა აიძულა“, - ნათქვამია განცხადებაში.
ასევე ბრალდებულმა არასრუწლოვანი მუქარით აიძულა, კბილის ჯაგრისის გამოყენებით სექსუალური ხასიათის სხვადასხვა მოქმედება განეხორციელებინა და ამის ამსახველი კადრები მისთვის გადაეგზავნა.
უწყების ცნობით, მომხდარის შესახებ 13 წლის არასრულწლოვნის დედამ შეიტყო და დასახმარებლად სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა.
საქართველოს პროკურატურამ დაკავებულს ბრალდება პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, სექსუალური ხასიათის ქმედების იძულებისა და გარყვნილი ქმედებისთვის წარუდგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
დანაშაული15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პირადი ცხოვრების ხელყოფის კიდევ ერთი ფაქტი გახსნა და 36 წლის პირი დააკავა. ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა ბრალდებულმა ყოფილ მეუღლეს მობილური ტელეფონი წაართვა და საკუთარ მობილურ ტელეფონში დაზარალებულის პირადი ცხოვრების ამსახველი ინტიმური შინაარსის ფოტოები გადაიტანა.
„აღნიშნულის შემდეგ, ყოფილ მეუღლესთან უთანხმოების გამო, შურისძიების მოტივით ინტიმური შინაარსის ფოტოები დაზარალებულის ნათესავებს Whatsapp -ის საშუალებით გადაუგზავნა“, - ნათქვამია განცხადებაში.
დაკავებულს ბრალდება გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისთვის წარედგინა. დანაშაული შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0