https://sputnik-georgia.com/20240123/helsinkshi-saqartvelos-turistul-potencials-gaecnen-285839363.html
საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ჰელსინკის გამოფენაზე გაეცნენ
საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ჰელსინკის გამოფენაზე გაეცნენ
Sputnik საქართველო
გამოფენაზე 850 ტურისტული კომპანია და ორგანიზაცია იყო წარმოდგენილი. 23.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-23T16:02+0400
2024-01-23T16:02+0400
2024-01-23T16:02+0400
საქართველო
ტურიზმი საქართველოში
ფინეთი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/14/98/149878_0:251:2749:1797_1920x0_80_0_0_ca48a2a30a2016b5632a63c29a8172a2.jpg
თბილისი, 23 იანვარი – Sputnik. საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ფინეთში, ჰელსინკის MATKA 2024 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.სამდღიან გამოფენაში ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად თბილისის მერია, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, სამცხე-ჯავახეთისა და სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციები და ტურისტული კომპანიები მონაწილეობდნენ. საორგანიზაციო საკითხებში ჩართული იყო ფინეთში საქართველოს საელჩო.გამოფენის ფარგლებში საქართველოს სტენდთან დამთვალიერებლები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ. სტუმრები და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები საქართველოს სამთო კურორტებით, კულინარიით და სხვა ტურისტული პროდუქტებით დაინტერესდნენ. ქვეყნის ტურისტული მიმართულებით ფინურთან ერთად სკანდინავიური ქვეყნების ტურისტული კომპანიები დაინტერესდნენ.MATKA Nordic Travel Fair – ჩრდილოეთ ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო ტურისტული გამოფენაა, რომელიც ყოველწლიურად ჰელსინკის საგამოფენო ცენტრ Messukeskus-ში იანვარში ტარდება. წელს გამოფენაში 70 ქვეყნის 850 კომპანია მონაწილეობდა.ღონისძიების მონაწილეებს შორის იყვნენ ტურისტული ინდუსტრიის ყველა სეგმენტის წარმომადგენლები: ტურ-ოპერატორები, ტურისტული სააგენტოები, სასტუმროები, გადამზიდველები, ტურისტული ოფისები, ბიზნეს-კომპანიები და ა.შ.
საქართველო
ფინეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/14/98/149878_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_9eb75f699d0f8676c53a0d8e15952366.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ტურიზმი საქართველოში, ფინეთი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ტურიზმი საქართველოში, ფინეთი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ჰელსინკის გამოფენაზე გაეცნენ
გამოფენაზე 850 ტურისტული კომპანია და ორგანიზაცია იყო წარმოდგენილი.
თბილისი, 23 იანვარი – Sputnik. საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ფინეთში, ჰელსინკის MATKA 2024 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
სამდღიან გამოფენაში ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად თბილისის მერია, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, სამცხე-ჯავახეთისა და სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციები და ტურისტული კომპანიები მონაწილეობდნენ. საორგანიზაციო საკითხებში ჩართული იყო ფინეთში საქართველოს საელჩო.
გამოფენის ფარგლებში საქართველოს სტენდთან დამთვალიერებლები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ. სტუმრები და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები საქართველოს სამთო კურორტებით, კულინარიით და სხვა ტურისტული პროდუქტებით დაინტერესდნენ. ქვეყნის ტურისტული მიმართულებით ფინურთან ერთად სკანდინავიური ქვეყნების ტურისტული კომპანიები დაინტერესდნენ.
MATKA Nordic Travel Fair – ჩრდილოეთ ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო ტურისტული გამოფენაა, რომელიც ყოველწლიურად ჰელსინკის საგამოფენო ცენტრ Messukeskus-ში იანვარში ტარდება. წელს გამოფენაში 70 ქვეყნის 850 კომპანია მონაწილეობდა.
ღონისძიების მონაწილეებს შორის იყვნენ ტურისტული ინდუსტრიის ყველა სეგმენტის წარმომადგენლები: ტურ-ოპერატორები, ტურისტული სააგენტოები, სასტუმროები, გადამზიდველები, ტურისტული ოფისები, ბიზნეს-კომპანიები და ა.შ.